LIFE

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

1. „რა სურთ ქალებს“ (What Women Want) - ჩიკაგოელი „ფლეიბოი“ ნიკ მარშალი აღმოაჩენს, რომ აქვს უნარი გაიგოს რეალურად რაზე ფიქრობენ ქალები. ის აანალიზებს, რომ მას ამ უნარის გამოყენება შეუძლია როგორც ურთიერთობაში, ასევე ბიზნესში. რაც უფრო ღრმად სწვდება ქალების ფსიქოლოგიას, მით უფრო უკეთ უგებს მათ.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

2. „თუ დედამთლი ურჩხულია“ (Monster-in-Law) - ჭკვიანი და მომხიბვლელი შირლი ხვდება მზრუნველ და წარმატებულ ახალგზარდა კაცს, კევინს. მათი ურთიერთობა შესანიშნავია და კევინი დაქორწინებასაც შესთავაზებს საყვარელ ქალს, მაგრამ მალე შირლი აღმოაჩენს, რომ კევინის დედა, ვიოლა, არის ქალი, რომელსაც სურს ყველანაირი ძალაუფლება მის ხელში იყოს და დაანგრიოს წყვილის ურთიერთობა.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

3. „მოჩვენება“ (Ghost) - სემი მოკლეს, თუმცა მისი სული დედამიწაზე რჩება. მას შემდეგ რაც გაარკვევს, რომ მის საყვარელგოგონასაც საფრთხე ემუქრება, ცდილობს დაიცვას ის.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

4. „სახიფათო თამაშები“(Cruel Intentions) - კეტრინი და სებასტიანი ორი მდიდარი თინეიჯერია მანჰეტენიდან. მათ აქვთ ყველაფერი, რაც სურთ. ისინი იწყებენ სასტიკ თამაშს სკოლის ახალი დირექტორისა და მისი გულუბრყვილო ქალიშვილის წინააღმდეგ.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

5. „Bimboland“- სესილი ბუსი ყველასგან განსხვავებულია. მაშინ, როცა მისი თანატოლები კაცების მოხიბვლაზე ფიქრობენ, ის სწავლობს ანთროპოლოგიას და წერს თეზისებს. თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დგება.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

6. „კიდევ ერთი გოგონა ბოლეინის გვარიდან“ (The Other Boleyn Girl) - ორი ლამაზი და ანა და მერი ბოლეინები მამის სურვილის მსხვერპლნი არიან - მამას აქვს ამბიცია, რომ ერთ ერთი მათგანი მეფე ჰენრი მერვემ ცოლად შეირთოს. ორივე და მეფის საწოლში აღმოჩნდება, თუმცა სიყვარული მხოლოდ ერთთან აკავშირებს.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

7. „ძვირფასო ჯონ“(Dear John)- სავანა და ჯონი ერთმანეთზე გიჟურად არიან შეყვარებულები. თუმცა ჯონი მალე არმიაში მიდის და რჩება ერთადერთი გზა თავისი გრძნობების გამოსახატად - წერილები. ჯონი დიდხანს რჩება ჯარში. დრომ და მანძილმა წყვილს და მათ სიყვარულს გამოცდა მოუწყო.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

8. „გაიცანით ჯო ბლექი“ (Meet Joe Black) - სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილი სიკვდილს მასპინძლობას სთავაზობს. სიკვდილი ჯო ბლექის სახესაა ამოფარებული და მას ბილის ქალიშვილი სიუზანი შეუყვარდება.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

9. „გოგონა“ (The Girl) - მასში ასახულია ალფრედ ჰიჩკოკისა და მისი მუზის - ტიპი ჰერდენის ამბავი.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ

10. „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“ (How to Lose a Guy in 10 Days) - ენდი ანდერსონი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელიც მუშაობს სტატიაზე სათაურად - „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“. სტატია დაფუძნებული უნდა იყოს რეალურ ამბავზე, რომელიც ჟურნალისტს გადახდება. ეს მხიარული ფილმი დადებით განწყობას შეგიქმნით და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

10 ფილმი, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>