10 მსახიობი, რომლებმაც გენიალურად ითამაშეს საწინააღმდეგო სქესის გმირი კინოში
- 19.06.2017
1. ანჯელინა ჯოლი - „სოლტი“ (Salt, 2010 წ.)
ეველინ სოლტი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტია. მას ფიცი აქვს დადებული ქვეყნის წინაშე. მოულოდნელად რუსეთის ჯაშუშობაში დაადანაშაულებენ, რის შემდეგაც სოლტი გაქცევით უშველის თავს და მთელ მის გამოცდილებას და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა დაიმალოს და მდევარს ხელში არ ჩაუვარდეს.
2. გაელ გარსია ბერნალი - „ცუდი აღზრდა“ (La mala educación, 2004 წ.)
პედრო ალმოდოვარის გენიალური ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება 1960-იანი წლების ესპანეთში ვითარდება და ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.
3. ედი რედმეინი - „დანიელი გოგონა“ (The Danish Girl, 2015 წ.)
ფილმში მოქმედება 1920-იანი წლების კოპენჰაგენში ვითარდება. გერდა ვეგენერი ილუსტრატორი და მხატვარია. ერთ დღეს მეუღლეს ეინერ ვეგენერს სთხოვს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს. პორტეტი იმდენად პოპულარული გახდება რომ ქალი აგრძელებს მეუღლის ხატვას. მალე ეინერი მიხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად.
4. კილიან მერფი - „საუზმე პლუტონზე“ (Breakfast on Pluto, 2005 წ.)
ფილმში ასახულია ახალგაზრდა ტრანსექსუალის ისტორია, რომელიც ეკლესიის მსახურთა უკანონო შვილია და ირლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. ის ყველასგან მიტოვებული ადამიანია და გარშემო არავინ ემეგობრება.
5. ადამ სენდლერი - „ჯეკი და ჯილი“ (Jack & Jill, 2011 წ.)
ადამ სენდლერის გმირი ჯეკ სადელშტაინი, ლოს-ანჯელესში წარმატებული სარეკლამო მენჯერია. ჰყავს ბენდიერი ოჯახი და ულამაზესი ცოლ-შვილი. თუმცა მუდმივად ატარებს ერთ უცნაურ შიშს, ყოველ წელს, მადლიერების დღეზე მასთან თავის ტყუპის ცალი და, ჯილი ჩამოდის. ჯილის მოთხოვნებს და აგრესიას ჯეკი ჭკუიდან გადაჰყავს, რაც მის მშვიდ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
6. ელ ფენინგი - „რეის შესახებ“ (About Ray, 2015 წ.)
ეს გახლავთ მძიმე ისტორია სქესია და სექსუალური იდენტიფიკაციის შესახებ. ელ ფენინგის გმირს სქესის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა ნაჩვენებია ნიუ იორკის სამი თაობის მაგალითზე. წამყვანი ხაზია - ბებია, დედა და ახალგაზრდა გოგონა.
7. ჰილარი სუონკი - „ბიჭები არ ტირიან“ (Boys Don’t Cry, 1999 წ.)
ბრენდონ ტინა ჰილარის გმირის სახელი და გვარია ფილმში. პატარა ქალაქ ნებრასკაში ჩასული სიმპატიურ ბიჭს უყურადრებოდ არავინ ტოვებს. ბრენდონი სვამს, ჩხუბობს, უსასრულო თავისუფლებით ტკბება. მოულოდნელად დიდი სიყვარული ეწვევა. ის ადგილობრივ ლამაზმანს შეუყვარდება, მაგრამ ბრენდონი მას თავის საშინელ საიდუმლოს უყვება.
8. რობინ უილიამსი - „მისის დაუთფაიერი“ (Mrs. Doubtfire, 1993 წ.)
დანიელ ჰილარდი მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამაა, რის გამოც მეუღლე შორდება. სასამართლო მამას მხოლოდ კვირაში ერთხელ აძლევს შვილების ნახვის უფლებას. როდესაც დანიელი შეიტყობს რომ ცოლს ბავშვების მოსავლელად ძიძა სჭირდება ქალად გადაცმული ესტუმრება ყოფილ მეუღლეს და საკუთარი შვილების შვილების ინგლისელი ძიძა გახდება.
9. ჯონ ტრავოლტა - „თმის ლაქი“ (Hairspray, 2007 წ.)
ტრეისი ტურნბლადი ფუმფულა თინეიჯერია. ის და მისი საუკეთესო მეგობარი პენი პინგელტონი "კორნი კოლინზის შოუს" ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს.
10. დასტინ ჰოფმანი - „ტუტსი“ (Tootsie, 1982 წ.)
უმუშევარ მსახიობს თავისი მძიმე ხასიათის გამო იმდენად ცუდი რეპუტაცია აქვს, რომ საპნის ოპერაში როლის მისაღებად ის ქალის ტანსაცმელს გადაიცვამს. სწორედ აქ იწყება მთელი ისტორია.
თემები: კინო, ურთიერთობა, ქალები, ფილმები, მსახიობები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>