LIFE

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

დაბადების თვე ადამიანის პიროვნებასთან უფრო მეტადაა ასოცირებული, ვიდრე ზოდიაქოს ნიშანი. წიგნში - „Colorstrology – What Your Birthday Color Says About You” - ავტორი, მიშელ ბერნჰარდი აერთიანებს ასტროლოგიასადა სწავლებას ფერების შესახებ იმისთვის, რომ აღწეროს ადამიანის პიროვნება და დაადგინოს გზები, თუ როგორ იპოვოთ ცხოვრებაში ბალანსი.

1. იანვარი, კარამელის ფერი - თქვენ ხართ ლოგიკური, პრაქტიკული ადამიანი და მყარად დგახართ მიწაზე. ხართ ამბიციური და ძლიერი. გამოიყენეთ ეს თვისებები როცა გრძნობთ, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი სტაბილურობა გჭირდებათ.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

2. თებერვალი, იისფერი - გაქვთ საოცარი წარმოსახვის უნარი და ხართ ძალიან მეოცნებე. როდესაც ემოციურად დატვირთული ხართ, ამ ფერის დანახვა დამშვიდებაში გეხმარებათ.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

3. მარტი, ცისფერი - გაქვთ საოცარი ინტუიცია და დელიკატური სული, ხართ სამართლიანი, ძალიან მეოცნებე და ოცნებები თქვენი ინსპირაციის წყარო ხდება.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

4. აპრილი, მუქი წითელი - ცეცხლოვანი, ვნებიანი, ენრგიული და გაბედული ხართ. ეს ფერი კი თქვენ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გავსებთ და კიდევ უფრო გაბედულს გხდით.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

5. მაისი, მწვანე - ხართ სტაბილური, თავდაჯერებული და გაწონასწორებული. მწვანე სტაბილურობისა და ჯანსაღი გარემოს ფერია. ეს თქვენ გეხმარებათ იპოვოთ მტკიცე ბალანსი ემოციებსა და სტაბილურობას შორის.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

6. ივნისი, ოქროსფერი - თქვენ მუდამ ბრწყინავთ და თვალისმომჭრელი ხართ. ეს ფერი გეხმარებათ იყოთ უფრო აქტიური და მოტივირებული.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

7. ივლისი, ძალიან ღია ვარდისფერი - თქვენ ძალიან მზურნველი ხართ და სხვაზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

8. აგვისტო, ნარინჯისფერი - თქვენ თავდაჯერებული და ძლიერი ხართ. ეს ფერი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა ამჩნევთ, რომ თავდაჯერება მოგაკლდათ. ეს ფერი თქვენს დიდებულებაზე მიუთითებს.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

9. სექტემბერი, ლურჯი - პერსპექტიული ადამიანი ხართ, ძალიან არტისტული და გახასიათებთ სიბრძნე. ხართ მშვიდობისმოყვარე და ამ ფერს თქვენს ცხოვრებაში მშვიდობა მოაქვს.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

10. ოქტომბერი, მუქი ცისფერი - მშვიდი და გაწონანსწორებული ნატურა ხართ. ეს ფერი კი გეხმარებათ, რომ იპოვოთ სიმშვიდე და კონცენტრაცია მოახდინოთ მნიშვნელოვან მოვლენებზე ცხოვრებაში.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

11. ნოემბერი, ბორდოსფერი - ვნებიანი, მოტივირებული და ძლიერი ხართ. ეს ფერი თქვენი ინსპირაციის წყაროა და კიდევ უფრო გაძლიერებთ. ბორდოსფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა დამატებითი მოტივაცია გჭირდებათ, ან თუნდაც მაშინ, როცა გსურთ რომ იყოთ სექსუალურად უფრო აქტიურები.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

12. დეკემბერი, მუქი ლურჯი - განათლებული და ბრძენი ხართ. ეს ფერი დიდ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობის, რაიმის შესწავლის, ახლის აღმოჩენის დროს და ის თქვენი ინსპირაციის წყარო ხდება.

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით? - გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი

<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>