LIFE

რატომ კარგავენ მამაკაცები მოფერების სურვილს

რატომ კარგავენ მამაკაცები მოფერების სურვილს

არსებობს რამდენიმე მიზეზი რაც აიძულებს მამაკაცებს ნაკლებად დაკავდნენ სიყვარულით. გავიგოთ რა არის ამის მიზეზი.

ქალის სიძლიერე

მამაკაცები ქალებთან ურთიერთბას ადრეული ასაკიდან იწყებენ: დედა, ბებია ან უფროსი და, დიდ როლს თამაშობენს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში და ხშირად ემსგავსებიან მათ.

ამით ისინი დებენ სპეციფიკურად ქალური ქცევის სტერეოტიპებს, და თუ ამასთანავე ბავშვი ვერ ხედავს როგორ იქცევიან ცხოვრებაში მამაკაცები, მის ხასიათში ვლინდება ქალური თვისებები.

განსაკუთებით მკვეთრად მჟღავნდება ეს, როცა გარშემომყოფები აქეზებენ და უნერგავენ ბიჭს მორჩილებასა და დათმობას. მაგრამ მაშინაც, როცა მთლიანობაში მამაკაცს გააჩნია მამაკაცური ქცევები, ქალს სრულიად შეუძლია ჩაახშოს ისინი.

ქალს, ვისთვისაც სექსუალური ურთიერთობები არც ისე მნიშვნელოვანია, შეუძლია უნებლიედ აღმოფხვრას ლტოლვა საკუთარ პარტნიორშიც. ქალი, რომელიც ითხოვს მამაკაცისგან ზედმეტად ბევრს, შეიძლება შეეჩეხოს მის ნარცისულ სურვილს არ დაეთანხმოს მას.

რატომ კარგავენ მამაკაცები მოფერების სურვილს

ასაკთან ერთად ჩნდება არჩევანი

დროთა განმავლობაში ბევრი მამაკაცისთვის სექსუალური თამაშები ან გვარის გაგრძელების საკითხები იწევიან უკანა პლანზე და უთმობენ ადგილს სოციალურ მიღწევებს ან თუნდაც ჰობს. თანამედროვე ცხოვრება გვთავაზობს ნაირნაირი სიამოვნებების დიდ ასორტიმენტს.

სექსი ძველებურად იკავებს დიდ ადგილს მათ იერარქიაში, მაგრამ კონკურენტებიც საკმაოდ ჰყავს. სასიყვარულო სურვილის არქონა შეიძლება რეაქციაც იყოს იმ გადაჭარბებულ ყურადღებაზე, რომელსაც საზოგადოება იჩენს სექსის მიმართ.

უნდა იყო წარმატებული ყველგან

ქალებს მოსწონთ საპირისპირო სქესის სწრაფვა სოციალური წარმატებისა და მატერიალური მიღწევებისკენ. მაგრამ ამ პროცესს გააჩნია მეორე მხარეც: კაცები სამსახურში ზედმეტად დიდ დროს ატარებენ, და საღამოს მათ მხოლოდ იმისთვის ყოფნით ძალა, რომ ივახშმონ.

ეს სიტუაცია ქალებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოსწონდეს. სამსახურის, და არა სექსის უპირატესობა შეიძლება მეტყველებდეს კიდევ იმაზე, რომ მამაკაცს უბრალოდ არ შეუძლია წარმატების მიღწევა ყველა სფეროში ერთად.

რატომ კარგავენ მამაკაცები მოფერების სურვილს

მანიპულაციის საგანი

დიდი ხნის მანძილზე სექსუალურ მანიპულატორებად ითვლებოდნენ ქალები: თავის ტკივილის ან დაღლილობის მომიზეზებით, ისინი აიძულებდნენ ვნებისგან დატანჯულ პარტნიორებს შეასრულონ მათი სურვილები. სქესობრივმა თანასწორობამ იქამდე მიიყვანა, რომ ქცევის ეს მოდელი აითვისეს ზოგიერთმა მამაკაცებმა. მამაკაცის „ქალური“, მანიპულაციური ქცევა ბევრ რამეზე მეტყველებს. შესაძლოა, მას უნდა იყოს მდგომარეობის პატრონი და თავად გააკონტროლოს ურთიერთობები.

შანსები უკეთესობაზე

მამაკაცები ბავშვობიდან იღებენ საკუთარი დედების როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებსაც და სულ უფრო გვაგონებენ ქალებს. მათ მიიღეს თავისუფლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი - და სარგებლობენ ამით. მათ აღარ უნდათ დაკავდნენ სექსით გრძნობების გარეშე, მოთმინებით აიტანონ უარი, მიაღწიონ წარმატებებს ყველაფერში და დააკმაყოფილონ მეგობარი ქალის სურვილები.

და ბოლოს და ბოლოს, მათ ხანდახან ნამდვილად სტკივათ თავი, და მათ სურთ სინაზე, ალერსი და გაგება. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სტერეოტიპულ წარმოდგენას „ქალურსა“ და „მამაკაცურზე“ მთლიანობაში, მაგრამ ამას თავის პლიუსიც გააჩნია: ის, რომ ქალები და მამაკაცები სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, შეიძლება მისცეს მათ საშუალება უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>