5 მიზეზი - რატომ უნდა შეწყვიტოთ მორცხვობა და ითხოვოთ დახმარება როცა გჭირდებათ
- 26.06.2017
არის მომენტები, როცა რაიმე საქმე გაქვთ შესასრულებელი, თუმცა ეს გაშინებთ, რადგანაც გრძნობთ, რომ არ ხართ სათანადოდ კომპეტენტური. გამოსავალი - შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს დახმარება და ეს არ არის სირცხვილი.
შეიძლება დახმარების თხოვნა გერთულებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცით, რომ საზოგადოებას თქვენ მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი აქვს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ დახმარება ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.
თუ თქვენ რაიმე კონკრეტული საქმე გაქვთ შესასრულებელი, თავად ვერ უმკლავდებით და არც დახმარებას ითხოვთ, ეს შეიძლება გაცილებით უფრო დიდ სირთულედ გადაიქცეს.
გთავაზობთ 5 მიზეზს - რატომ უნდა დატოვოთ მორცხვობა წარსულში და ითხოვოთ დახმარება საჭიროებისამებრ:
1. გახსოვდეთ - დახმარება რომ გჭირდებათ, ეს არ მიუთითებს თქვენს სისუსტეზე - უმჯობესია, აღიაროთ ხარვეზები, ვიდრე შენიღბოთ ისინი. ეს იმის ნიშანია, რომ ძლიერი ადამიანი ხართ და არა სუსტი. მიუთითებს რომ გამოსავლის პოვნას ცდილობთ. თუ იტხოვთ დახმარებას ამით შეძლებთ მოაგვაროთ ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ.
2. როცა სხვებისგან იღებთ დახმარებას თქვენ ზოგავთ დროს და ამავდროულად, არ ამწვავებთ სიტუაციას - დროა, დაივიწყოთ სიამაყე. იმოქმედეთ, სთხოვეთ კომპეტენტურ პირს დახმარება. ამით დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც.
3. იპოვეთ დამხმარე, რომელიც საშუალებას მოგცემთ პრობლემა მარტივად დაძლიოთ - ზოგიერთი ადამიანი ფოქრობს, რომ დახმარების თხოვნით სხვებს შეაწუხებს. ერთულებათ სთხოვონ მეგობარს მხარდაჭერა, ან მეზობელს მძიმე ავეჯის გადაადგილებაში დახმარებადა არიან ჩუმად და ცდილობენ მარტო გაუმკლვდნენ პრობლემებს.
კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანი დახმარებას ითხოვს, ის სხვა ადამიანებში უფრო მეტად კეთილგანწყობით სარგებლობს და სხვებისთვის უფრო კომუნიკაბელური ადამიანი ჩანს.
4. თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ბრძოლა უწევს - თუ მძიმე პერიოდი გაქვთ, დაარწმუნეთ თქვენი თავი იმაში, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ასეთ მდგომარეობაშია. ცხოვრებაში რეალურად მძიმე დღეები ყველას აქვს, მაგრამ ველაფრის გამოსწორებას შეძლებთ თუ იბრძოლებთ და არ დანებდებით. სთხოვეთ ვინმეს მხარდაჭერა, უფრო გაგიმარტივდებათ ცხოვრება.
5. თუ ითხოვთ დახმარებას, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ - დამხარების თხოვნაზე უარის თქმა გამოსავალი არ არის. თქვენ იძირებით ნეგატივში და ეს უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. სჯობს ითხოვოთ დახმარება და მოაგვაროთ პრობლემა, გადაჭრათ ამოცანა დროულად და თავი კომფორტულად იგრძნოთ.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>