LIFE

კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ ფსიქიკურად რამდენად ძლიერი ხართ

კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ ფსიქიკურად რამდენად ძლიერი ხართ

ფსიქიკური ძალა გამოიხატება იმაში, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ ფიქრების, აზრების რეგულირება, ემოციების კონტროლი სხვადასხვა სიტუაციაში.

იმისთვის, რომ იყოთ ფსიქკურად ჯანსაღი და ჯანმრთელი, საჭიროა გარკვეული ჩვევების ჩამოყალიბება.

როგორ უნდა დაარეგულიროთ და აკონტროლოთ ფიქრები?

დიალოგი, რომელიც საკუთარ თავთან გაქვთ მთავარ როლს თამაშობს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. ესაუბრო საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობარს, ძლიერი ფსიქიკის შენების საქმეში დიდ როლს თამაშობს.

მნიშვნელოვანია შეგვეძლოს რეალისტურად ფიქრი. ზედმეტად ნეგატიული აზრები ხელს შეგიშლით იყოთ პროდუქტიულები და ამავდროულად, ზედმეტად პოზიტიური ფიქრებიც შეიძლება იყოს საზიანო, რადგანაც ასეთ დროს სცდებით რეალობას.

დაუსვით საკუთარ თავს ქვემოთ მოჰყვანილი კითხვები და შეაფასეთ საკუთარი აზროვნება:

1. რა არასწორი დასკვნები გამომაქვს საკუთარი თავის შესახებ?

2. რა საბაბებს ვიგონებ რაიმის ასახსნელად?

3. როგორ განვსაზღვრავ წარმატებას?

4. რას ვეუბნები საკუთარ თავს, როცა ვმარცხდები?

5. რაზეა დაფუძნებული ჩემი თვითშეფასება?

6. რას ვფიქრობ, როდესაც სხვებისგან უარყოფილი ვარ?

7. რა ტიპის ეჭვები მაქვს?

8. როდის ვხდები განსაკუთრებით თავდაჯერებული?

რამდენად კარგად შეგიძლიათ ემოციების მართვა?

ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანები არ ჰყვებიან ემოციებს და უგულებელყოფენ ტკენასა და წყენას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ემოციები ცუდ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე და ამიტომ ცდილობენ, მართონ ისინი.

დაუსვით საკუთარ თავს ქვემოთ მოყვანილი კითხვები და გაიგეთ რამდენად გაქვთ უნარი ემოციების მართვის?

1. რა რეაქცია მაქვს როდესაც ემოციურ ტკივილს მაყენებენ?

2. რომელი ემოციაა ჩემთვის საუკეთესო?

3. რისი შიში მიშლის ხელს ყველაზე დიდი მიზნის მიღწევაში?

4. რომელ ემოციას ვარიდებ ყველაზე ხშირად თავს?

5. როდის ვგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერად?

6. რომელი ემოცია მართავს ჩემს ხასიათს?

7. რა სტრატეგიას ვიყენებ განწყობის ასამაღლებლად?

8. შემიძლია თუ არა მივხვდე როდის შეიძლება გამომიყვანონ კონტროლიდან ჩემმა ემოციებმა.

9. რას ვაკეთებ როდესაც ვამჩნევ, რომ რაღაცის გამო ვწუხვარ?

კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ ფსიქიკურად რამდენად ძლიერი ხართ

რამდენად შეგიძლიათ ქცევების კონტროლი?

ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია იცოდეთ, როდის შეიცვალოთ გარემო და როდის შეიცვალოთ ქცევები. გარემოს შეცვლა ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ემოციური მდგრადობის შესანარჩულებლად საუკეთესო გზაა.

ემოციური მდგარდობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და აკონტროლოთ ქცევები.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები იმისთვის, რომ მიხვდეთ, რამდენად შეგიძლიათ ქცევების კონტროლი:

1. როდის ვნებდები, როდის ვანებებ რაიმე საქმეს თავს?

2. რამდენ ხანს შემიძლია სიმშვიდის შენარჩუნება?

3. შემიძლია თუ არა მივხვდე, რომ ჩემი ქცევა არ შეესაბამება ჩემს ღირებულებებს?

4. რომელ შეცდომას ვუშვებ ხშირად?

5. როდის ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც გრძელვადიან პრობლემებს იწვევს?

6. რომელი ქცევა მიშლის ხელს მიზნის მიღწევაში?

7. ვუთმობ თუ არა დროსა და ენერგიას ისეთ რამეს, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია?

8. როგორ და როდის ვკრაგავ საკუთარ თავს?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს ძალა, საკუთარი მენტალური მდგრადობა თავად აკონტროლოს და იყოს ფსიქიკურად ძლიერი.

არ აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ, მისი გაუმჯობესება ნებისმიერ დროს შეგიძლით. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში რაც თქვენს ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებს ეს გარემოს შეცვლაა.