ჯანმრთელობა

რა არის დეჟავიუ - ეპილეფსია ან შიზოფრენია

რა არის დეჟავიუ - ეპილეფსია ან შიზოფრენია

სამეცნიერო ლიტერატურაში დეჟავიუ პირველად გვიანი 1800-იანი წლების პერიოდში აღწერეს, თუმცა თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა ამ ფენომენის განსაზღვრას კვლევითი მიზნებისთვის.

დეჟავიუს უნივერსალური განმარტება 1979 წლით თარიღდება და ეკუთვნის პროფესორ ვერნონ ნეპს, რომლის განსაზღვრების მიხედვით დეჟავიუ არის „ნაცნობი აწმყოს გამოცდილების ბუნდოვან წარსულთან ობიექტურად შეუსაბამო გაიგივება“.

რა არის დეჟავიუ - ეპილეფსია ან შიზოფრენია

სამედიცინო წრეებში დეჟავიუ განიხილება როგორც ტვინის ეპილეფსია ან შიზოფრენია. ორივე მოსაზრება დაკავშირებულია ამ ფენომენთან - თუმცა ასეთი პაციენტების ჯგუფებში, შესაძლოა, დეჟავიუ სხვა ფორმითაც ვლინდებოდეს. მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში დეჟავიუ( ფრანგულად "უკვე მინახავს"ნიშნავს) შესაძლოა, ვლინდებოდეს უფრო ხანგრძლივი სახით და ახასიათებდეს გაცილებით ინტენსიური შეგრძნებები სხვა ადამიანად ყოფნისა.

თუმცა ძირითად შემთხვევებში დეჟავიუ ვლინდება იმ ადამიანებში, რომელთაც ფსიქიატრიული და სხვა ფიზიკური დაავადებები არ გააჩნიათ. ყოველი სამი ადამიანიდან ორი აცხადებს, რომ თავიანთი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონიათ დეჟავიუს განცდა.

რა არის დეჟავიუ - ეპილეფსია ან შიზოფრენია

გთავაზობთ იმ ფაქტების ჩამონათვალს, რაც სასურველია, დეჟავიუს შესახებ იცოდეთ:

10. ძალიან ბევრი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ რა არის დეჟავიუ. მაგალითად, ურთიერთსაპირისპირო აღქმები ამ ფენომენისა, რომლებშიც ადამიანის ყურადღება იყოფა ორ მიმართულებად, რომლებიც თვალის დახამხამებასავით სწრაფად ხდება. პირველი აღქმისას ადამიანის ყურადღება დეგრადირებულია. მაგალითად, თუ შენ მანქანა უნდა დაგეძრა და მომენტალურად ეჯახები სხვა მანქანას, ამ დროისთვის შენი ყურადღება უბრუნდება მანქანის დაძვრის მომენტს, შენი პირველადი აღქმა, რომ იღებ გასაღებს და ცდილობ, დაძრა მანქანა, შესაძლოა ხდებოდეს წარსულში.

9. დეჟავიუს საპირისპირო შეგრძნებაა ჟამევიუ. ეს არის ფენომენი, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ნაცნობ ადგილას და ნაცნობ სიტუაციაში უცნობ, უცხო შეგრძნებებს იწვევს და ვლინდება გაცილებით იშვიათად, ვიდრე დეჟავიუ.

8. ადამიანები, ვისაც დეჟავიუ განუცდია, ხშირად ამბობენ, რომ ეს ძალიან ჰგავს ადრე ნანახ სიზმარს.

7. ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, დეჟავიუც უფრო ხშირად უჩნდებათ მათთან შედარებით, რომლებსაც მოგზაურობა არ უყვართ. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ტურისტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ახალ-ახალი ადგილები იხილონ.

6. დეჟავიუს წარმოშობის მიზეზად ითვლება ჩვენი ტვინის ქერქის ელექტრონული სტიმულაცია და ეს სტიმულაცია წარმოიქმნება ტვინის ყველაზე ღრმა სტრუქტურებში.

5. იმ ადამიანებში, რომლებიც ძალიან განათლებულები არიან და გააჩნიათ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, გაცილებით ხშირად იჩენს თავს დეჟავიუს განცდა.

4. დეჟავიუს შეგრძნებები მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.

3. დეჟავიუ ემართებათ როგორც კაცებს, ასევე ქალებს.

2. დეჟავიუ ყველაზე ხშირად ემართებათ სტრესისა და უკიდურესი გადაღლილობის პერიოდში.

1. საშუალოდ, ადამიანებს წელიწადში ერთხელ ეუფლებათ დეჟავიუს შეგრძნება.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.psychologytoday.com/blog/the-red-light-district/201609/10-things-know-about-d-j-vu?utm_source=FacebookPost&amp;utm_medium=FBPost&amp;utm_campaign=FBPost">psychologytoday</a>