LIFE

როგორ ანგრევს ურთიერთობას მიტოვებისა და უარყოფის შიში და რა უნდა გავაკეთოთ ამ შიშის დასაძლევად

როგორ ანგრევს ურთიერთობას მიტოვებისა და უარყოფის შიში და რა უნდა გავაკეთოთ ამ შიშის დასაძლევად

როგორც ადამიანებს, ყველა ჩვენგანს გვაქვს ფუნდამენტური საჭიროება რომ გვქონდეს მჭიდრო კავშირი სხვა ადამიანთან. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ჩნდება მიტოვების, უარყოფის შიში.

როდესაც ურთიერთობას საფრთე ემუქრება, ვიწყებთ მოქმედებას და ვცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას. თუმცა როგორც კვლევებმა ცხადყო, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ამას არასწორი მეთოდებით აკეთებენ, რასაც საბოლოო ჯამში ურთიერთობის დანგრევა მოჰყვება ხოლმე.

საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში ხშირად წარსულ გამოცდილებას უკავშირდება. თუ წარსულში უარყოფილი ხართ მშობლებისგან, ან სხვა ძვირფასი ადამიანისგან, დიდი ალბათობით, თქვენ ადამიანების დაკარგვის შიში გაქვთ, იმის შიში, რომ ისევ უარგყოფენ და მიგატოვებენ.

როცა ადამიანს წარსულში მსგავსი გამოცდილება აქვს, ის ცდილობს საკუთარ თავს არ მისცეს უფლება ვინმეს შეყვარების, არ იწყებს ახალ ურთიერთობას, არ ენდობა არავის, ძალიან ფრთხილობს და თვლის, რომ არ სჭირდება სხვებთან დაახლოება.

როგორ ანგრევს ურთიერთობას მიტოვებისა და უარყოფის შიში და რა უნდა გავაკეთოთ ამ შიშის დასაძლევად

ადამიანი, რომლესაც მიტოვებისა და უარყოფის ეშინია და ამ საკითხისადმი ძალიან მგრძნობიარეა, პოტენციური პარტნიორის ქცევებში თავიდანვე მხოლოდ ნეგატივს ეძებს და ქცევების მიხედვით ასკვნის, რომ თუ ამ ადამიანს დაუახლოვდება, ის აუცილებლად მიატოვებს.

მკვლევარებმა კოლეჯის სტუდენტებს შეავსებინეს კითხვარი, რომელიც მიტოვებისადმი მათი მგრძნობელობის ხარისხს ავლენდა. მათ ასევე სთხოვეს აესახათ სამი სავარაუდო პარტნიორის ქცევები და განესაზღვრათ, რომელი მათგანის ქცევა იყო ისეთი, თითქოს ურთიერთობის დასაწყისშივე ზიანის მიყენებას აპირებდა. შედეგმა აჩვენა, რომ მონაწილეები,რომლებიც მიტოვებისა და უარყოფისადმი მგრძნობელობის მაღალ ხარისხს აჩვენებდნენ, პოტენციურ პარტნიორებს წინასწარვე ცუდ ადამიანებად მიიჩნევდნენ, ადამიანებად, რომლებსაც მათი გულის ტკენა სურდათ.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მიტოვების მიმართ სენსიტიური ადამიანები კონფლიქტის დროს იყენებენ ხმის მტრულ ტონს, უარყოფენ პრობლემაზე პასუხისმგებლობას, ბაძავენ პარტნიორს და როგორც წესი, არ არიან კონსტრუქციულები.

მესამე კვლევამ აჩვენა,რომადამიანებს, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეები არიან მიტოვებისადმი, თავიანთი პარტნიორები აღიქვამენ, როგორც ძალიან ეჭვიანებს და ნაკლებად მხარდამჭერებს. ეს ყველაფერი ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს. კიდევ ერთი კვლევა კი აჩვენებს, რომ მამაკაცი, რომელსაც ეშინია მიტოვების, მიდრეკილია ფიზიკური ძალადობისკენ, დიდია აგრესიის რისკი.

ჩვენ ხშირად წაგვიკითხავს, რომ საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა უნდა შეგვეძლოს, თუმცა ეს შეიძლება ზოგ შემთხვევაში მავნებელი იყოს ურთიერთობისთვის. ამ დროს ადამიანი ბევრ რამეს თმობს. ამ დისბალანსმა შეილება ზიანი მიაყენოს ურთიერთობას. ეს ამცირებს თანასწორობისა და სამართლიანობის განცდას.

როგორ ანგრევს ურთიერთობას მიტოვებისა და უარყოფის შიში და რა უნდა გავაკეთოთ ამ შიშის დასაძლევად

საყვარელი ადამიანისთვის ძალიან ბევრი რამის გაღებაც ურთიერთობისთვის საზიანოა. მიტოვების შიში განსაკუთრებით მოზარდ გოგონებს აიძულებს, რომ ყველაფერი გააკეთონ საყვარელი ადამიანისთვის, ყველაფერი გაიღონ. ასეთი ურთიერთობაც უთანასწოროა და სამომავლოდ ცუდად სრულდება.

ადამიანების შიში და მგრძნობელობა მიტოვებისადმი მათი წარსულიდან მომდინარეობს, ისინი ფიქრობენ, რომ წარსული ტრავმა კვლავ გამეორდება.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობაზე ამ შიშმა გავლენა ვერ მოახდინოს?

კვლევამ აჩვენა, რომ გასაღები არის თვითრეგულაცია, შესაძლებლობა, რომ მონიტორინგი გაუწიოთ და აკონტროლოთ ემოციები და ქცევები. როდესაც ადამიანებს უარყოფენ, მათ მომავალზე უნდა მოახდინონ კონცენტრირება, დაძლიონ ბრაზი და ცხოვრება ამ ფაქტის მიხედვით არ უნდა შეაფასონ.

აუცილებლად უნდა იმოქმედოთ ფრთხილი ოპტიმიზმით. ის, რომ ერთხელ მიგატოვეს და თქვენზე უარი თქვეს, არ ნიშნავს რომ ისევ ასე მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, არც იმას ნიშნავს, რომ ყველას მიენდოთ, აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილად და პოზიტიურად განწყობილები.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>