არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს ეს 7 გამანადგურებელი ფრაზა - რჩევები ქალებს
- 05.07.2017
1. მე არასოდეს არ...(არ ვიქნები ბედნიერი/ არ ვიქნები წარმატებული და ა.შ.)
არასოდეს არ თქვათ „არასოდეს“. „მე არასოდეს არ ვიქნები ბედნიერი“, - ამბობთ თქვენ და არ იხედებით ირგვლივ, აღარ ამჩნევთ საინტერესო ადამიანებს და საპასუხოდ აღარ ხართ საინტერესო მათთვის. „მე ვერასოდეს ვერ შევძლებ ფულის შოვნას, როგორც ჩემი მეგობრები“, - და აი, უკვე დამარხულია იდეა, რომ დაწეროთ კარგი რეზიუმე, დაკავდეთ უფრო ღირსეული სამსახურის ძებნით. როდესაც ამბობთ „ვერასოდეს ვერ გავხდები“, „ვერასოდეს ვერ შევძლებ“ , თქვენ ართმევთ საკუთარ თავს ყველაზე მთავარს - მიღწევის მოტივაციას.
2. „მე ძალიან მოხუცებული/ ახალგაზრდა ვარ ამისთვის“
კიდევ ერთი დემოტივიზირებული ფრაზა, რომელიც ხშირად მოყვება პირველს. როდესაც ამას ამბობთ, თქვენ ნებას აძლევთ საკუთარ თავს არ ეცადოთ გააკეთოთ ის, რაც სინამდვილეში შეგეძლოთ. ჩვევას დაფაროთ საკუთარი სიზარმაცე, გაუბედავობა, წარუმატებლობის შიში ასაკთან დაკავშირებით, შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში გამანადგურებელი ცვლილებები. არასოდეს არ არის ადრე და არასოდეს არ არის გვიანი გაყვე საკუთარ ოცნებას.
3. „მე არასაკმარისად...(კომპეტენტური/ ჭკვიანი/ გამოცდილი/ ძლიერი ვარ) ამისათვის“
როდესაც ამბობთ ასე, თქვენ აპროგრამირებთ საკუთარ თავს მანამდე, ვიდრე ეცდებით რაღაც გააკეთოთ. ადამიანები არ იბადებიან „კომპეტენტურებად“ და „საკმაოდ გამოცდილებად“. ისინი, ვინც დღეს წარმატებით ასრულებს საკუთარ საქმეს, - იწყებდნენ იმით, რომ სცადეს, სწავლობდნენ და მიიწევდნენ წინ. მაგრამ ყველაზე მთავარი მათი თვისება: მათ სჯეროდათ საკუთარი თავის და უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ შეძლებდნენ.
4. „მე არ გამიკეთებია არაფერი განსაკუთრებული, ნებისმიერი გაუმკლავდებოდა ამას“
არასოდეს არ დაამდაბლოთ საკუთარი დამსახურებები, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა გეჩვენებოდეთ. ნუ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს - შეადარეთ საკუთარ თავს (მაგალითად, ერთი, ორი ან რამდენიმე წლის წინ). შეამჩნიეთ საკუთარი ზრდა, პროგრესი. როცა გაქებენ - მიიღეთ შექება სიხარულით და არ ეცადოთ დაუმტკიცოთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, რომ „ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის“. და თუ ხშირად გაიმეორებთ ამას, თანდათან ისინი დაიჯერებენ, რომ ასეა.
5. „მე ყოველთვის ყველაფერს ისე არ ვაკეთებ“
თვითრწმენა „მე ყველაფერს ისე არ ვაკეთებ“ გართმევთ სტაბილურობის შეგრძნებას, იმიტომ რომ თქვენ მუდმივად განიცდით იმას, რაც გააკეთეთ და თქვით, და იმასაც, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ და არ გითქვიათ. თქვენ ღელავთ არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ მომავალზეც, და ამით წამლავთ საკუთარ ცხოვრებას „აქ და ახლა“ მაშინაც კი, როდესაც ჯერ არ არის ობიექტური მიზეზები განცდებისთვის. შეჩერდით: იდეალური ადამიანები არ არსებობენ. იმას, რასაც თქვენ აკეთებთ - ეს თქვენი სტილია. შეცვალეთ ფრაზა ”მე ყოველთვის ყველაფერს ისე არ ვაკეთებ“ ფრაზით „მე ვაკეთებ ამას ჩემებურად“, და დაიჯერეთ - „ჩემებურად“ არ ნიშნავს „უარესად“.
6. „ნუ მაქცევთ ყურადღებას“
როდესაც ეუბნებით ადამიანებს „ნუ მაქცევთ ყურადღებას“ ან „დამტოვეთ მარტო“, თქვენ ცდილობთ დაუმტკიცოთ ყველას და საკუთარ თავს, რომ თავად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პრობლემას. შესაძლებელია, ასეც არის. მაგრამ გლობალურ მასშტაბში თქვენ უარს ეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად უნდა თქვენი დახმარება თქვენთვის რთულ მომენტში, და აჩვევთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს აზრს, რომ არ ხართ ზრუნვისა და მხარში ამოდგომის ღირსი.
7. „მე მსუქანი ვარ“
არა აქვს მნიშვნელობა ნამდვილად გაქვთ პრობლემა ზედმეტ წონასთან, თუ ის მხოლოდ თქვენს თავშია, მაგრამ ჩვევა უთხრათ ყველას, რომ „მსუქანი ხართ“ (თუნდაც ხუმრობით) - ძალიან მავნეა და გამანადგურებელი. რა დგას ამ სიტყვების უკან? ან საკუთარი სიზარმაცის შეფარვა - „კი, ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაგრამ ჯერ არ გამომდის ამ პრობლემის მოგვარება“. ან სურვილი გაიგოთ გარშემომყოფებისგან, რომ ეს ასე არ არის. იმის გამო, რომ ლაპარაკობთ საკუთარ თავზე ასეთი ტონით, არ გახდებით არც უფრო მოხდენილი, და არც უფრო ბედნიერი. თქვენმა მეგობრებმა შეიძლება არ გითხრათ სიმართლე, რათა არ გაწყენინოთ. უშედეგო მცდელობების მაგივრად დაჯდეთ ნახევარწლიან დიეტაზე ან იაროთ სპორტდარბაზში, ანუ იმის მაგივრად, რომ გააკეთოთ ის, რაც ტანჯვას გგვრით, უბრალოდ დაიწყეთ ცხოვრების ჯანმრთელი წესი: ცოდნით იკვებეთ, მეტი იმოძრავეთ და ეცადეთ კარგად გამოიძინოთ.
თემები: რჩევები ქალებს, ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://mirkrasoty.life/">https://mirkrasoty.life/</a>