1. ოპრა უინფრი - ცნობილია, რომ ოპრას არ ჰყავს შვილები. „შვილები რომ მყავდეს ისინი შემიძულებენ მე“, - ამბობს ოპრა. ტელეწამყვანის თქმით, მისი ცხოვრების გრაფიკი, სტილი ბავშვებს ვერ ითვალისწინებს.
2. ჯენიფერი ენისტონი - მსახიობმა მრავალი წლის წინ გაუმხილა პრესას, რომ არ აპირებდა შვილების გაჩენას. „შვილი რომ არ გყავს, ამაში ცუდი და უჩვეულო არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ დედობრივი ინსტინქტი არ გაქვს. შესაძლებელია მზურნველობა გამოიჩინო ძაღლების, მეგობრების, მეგობრების შვილების მიმართ“, - ამბობს ჯენი.
3. ჩელსი ჰენდლერი - ის გულწრფელად ამბობს, რომ არ სურს ჰყავდეს შვილები, ვინაიდან არ უყვარს ბავშვები. „ძალიან დაკავებული ვარ და არ მსურს, რომ ბავშვის გაზრდაზე დავხარჯო დრო და ძიძად გადავიქცე“ - განმარტავს ჩელსი.
4. ელენ დეჯენერსი და პორტის დე როსი - წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და ორივე ერთ აზრზეა. არ სურთ, რომ შვილები ჰყავდეთ.
5. ბეტი უაითი - მანაც გადაწყვიტა, რომ არ გაეჩინა შვილები და კონცენტრირება საკუთარ კარიერაზე მოეხდინა. „ვფიქრობ, რომ ერთდროულად კარგი დედა და კარიერული თვალსაზრისით წარმატებული ვერ ვიქნებოდი“, - ამბობს ბეტი.
6. კამერონ დიასი - მსახიობი ამბობს, რომ გააანალიზა რამხელა შრომა სჭირდება ბავშვის აღზრდას და გადაწყვიტა, არასოდეს გაეჩინა შვილი. „ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
7. ჰელენ მირენი - კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც ამბობს, რომ მასში დედობრივი ინსტინქტი არ არის.
8. რეიჩელ რეი - ის თვლის, რომ ბავშვთან ერთად კარიერული წარმატების მიღწევა რთულია, ამიტომაც არჩევანი კარიერაზე გააკეთა.
9. რენე ზელვეგერი - აღიარებს, რომ შვილის გაჩენა მისი ამბიცია არასოდეს ყოფილა.
10. ქენდის ბუშნელი - მე არ მყავს შვილები, მაგრამ ეს არ არის კარგი. ვფიქრობ, რომ საუკეთესო კარიერა შვილია.
11. სარა სილვერმანი - ის ამბობს, რომ ოდესმე შეიძლება შვილები გააჩინოს, თუმცა ჯერ მზად არ არის. „მინდა რომ მყავდეს შვილები, ამაზე უფრო მეტად რა შეიძლება სურდეს ადამიანს?! თუმცა ჯერ მზად არ ვარ“, - ამბობს სარა.
12. ეშლი ჯადი - ამბობს, რომ ბავშვები არ ჰყავს იმიტომ, რომ დედამიწაზე უამრავი ობოლი ბავშვია, რომლებსაც სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ. ის ეხმარება ობოლ ბავშვებს და მათ მიმართ მზრუნველობას იჩენს.
თემები: ქალები, ბავშვები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="http://social.diply.com">http://social.diply.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია