LIFE

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

კონფლიქტის მოგვარება, საკუთარი აზრის სისწორეში სხვების დაჯერება, ბევრისთვის არცთუ ისე მარტივია.

თუკი არ გვაქვს გამომუშავებული გარკვეული ჩვევები, დიდი ალბათობით, ვერავის დავარწმუნებთ, საკუთარი აზრის სისწორესა და გენიალურ იდეაში.

ადამიანებს აღნიშნულის გამო ხშირად გვიწევს კონფლიქტებთან შეჯახება, თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ და ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ:

1. არ სცადოთ გამარჯვება - „შეეჯახო“ ვინმეს და დაიწყო ჩხუბი, გამოაჩინო ემოციური არამდგრადობა - ეს შეცდომაა. უმჯობესია, მოისმინოთ თქვენი პარტნიორის ხედვები და ისაუბროთ მშვიდად, მოიყვანეთ არგუმენტები ყოველგვარი ემოციური აშლილობის გარეშე. დიდი ალბათობით,მოწინააღმდეგე თავადვე მიხვდება და დაინახავს, რომ აბსურდული იდეა ჰქონდა.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

2. იყავით ცივილური - ყვირილისა და ჩხუბის ნაცვლად სჯობს, ისაუბროთ წყნარად და არგუმენტებით ისე, როგორც ცივილურ ადამიანს შეეფერება. პატივი ეცით სხვების შეხედულებებს, რაც უნდა სასაცილოდ ჟღედეს ისინი. მართეთ ემოციები.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

3. დასვით კითხვები - წყვილების პრობლემებზე მომუშავე ფსიქოლოგი, ჯონ გოთმანი ამბობს, რომ თუ უთანხმოება გაქვთ პარტნიორთან,ისეთი კითხვები უნდა დაუსვათ, რომელზე პასუხებიც მას პრობლემის არსს დაანახებს: რას გააკეთებდი და როგორ მოაგვარებდი ამ პრობლემას ბევრი ფული რომ გქონდეს? როგორი გინდა რომ იყოს შენი ცხოვრება? და ა.შ.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

4. იყავით თავდაჯერებული - აუცილებლად უნდა იცოდეთ და შესწავლილი გქონდეთ საკითხი, რომელზეც მჯელობთ. სწორედ ამას მოაქვს თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულ ადამიანს კი ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. 

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

5. აჩვენეთ მოწინააღმდეგეს, რომ მარტო არ ხართ და არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მოსაზრებას ეთანხმებიან, მხარს უჭერენ - „აჩვენო სხვებს, რომ ბევრი ადამიანი ეთანხმება შენს მოსაზრებას, საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ დანარჩენებიც დაითანხმო“, - ამბობს ფსიქოლოგი რობერტ ქალდინი.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

6. გამოიყენეთ გრაფიკა - პროფესორებმა ანერ ტალიმ და ბრაიან უანსინკმა 2014 წელს ჩაატარეს კვლევა, რომლის დასკვნაშიც ნათქვამი იყო, რომ ადამიანები ენდობიან მეცნიერებს. ეს იმიტომ, რომ მეცნიერები თავიანთ მოსაზრებებს საზოგადოებას გრაფიკულად წარუდგენენ. პროფესორები გვირჩევენ, რომ ცხოვრებაში, სამსახურში ხშირად გამოვიყენოთ ეს მეთოდი, თუ გვსურს, რომ ჩვენი სანდოობის ხარისხი გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი პრესტიჟისა და ძალაუფლების ხარისხიც.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ

7. გაიხსენეთ რაიმე სახალისო ისტორია - თუკი შეძლებთ, რომ დაძაბული სიტუაციის დროს რაიმე ამბავი გაიხსენოთ, რომელიც ადამიანებს ცოტათი მაინც გაახალისებს, ეს საუკეთესო მეთოდია კონსესუსის მისაღწევად. ამით უფრო მეგობრულ გარემოს შექმნით და ადამიანებს თქვენი აზრის მხარდაჭერისკენ უბიძგებთ.

7 მეთოდი, რომელიც ნებისმიერ არგუმენტზე გაგამარჯვებინებთ და კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>