9 რამ, რის შესახებაც ჩუმად არიან ტანსაცმლის მაღაზიების გამყიდველები
- 13.07.2017
1. ფასდაკლებები მაღაზიებს უფრო აწყობთ, ვიდრე მყიდველებს
ფასდაკლებების მიზანია - გაიძულონ იყიდოთ ის, რის შეძენასაც არ აპირებდით. რა იმალება სინამდვილეში გაყიდვების უკან?
ხანდახან რამდენიმე ხნით ადრე ფასდაკლებამდე პროდუქციის ფასებს სპეციალურად ზრდიან, რათა შემდეგ გამოაცხადონ ფასდაკლება და მიიზიდონ მყიდველი.
მაღაზიის ვიტრინებსა და რეკლამაში შეიძლება მითითებული იყოს ფასდაკლებები 70 %-მდე. ფაქტობრივად კი 70 %-ით გაიაფდა მხოლოდ ერთი კონკრეტული ნივთი. ყველა დანარჩენის ფასმა დაიწია მაქსიმუმ 10 %-ით.
2. ბრენდის მიხედვით ერთი და იგივე ზომა შეიძლება იყოს დიდი ან პატარა
ტანსაცმლის სხვადასხვა მწარმოებლების ზომის ბადეები განსხვავდება, ამიტომაც ერთ მაღაზიაში შეიძლება მოგერგოთ S ზომა, სხვა მაღაზიაში კი ძლივს ეტევით M ზომაში. ზოგიერთი კომპანიები სპეციალურად „აპატარავებენ“ საკუთარი პროდუქციის ზომებს, იმისათვის რომ გოგონებმა უფრო მეტად იყიდონ მათი ნივთები.
3. ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობა არ იძლევა ხარისხის გარანტიას
მსხვილი ბრენდები პერიოდულად აწარმოებენ ტანსაცმლის ხაზს, რომელიც მუშავდება ცნობილ დიზაინერებთან ერთობლივად. მიზანი - აიძულონ მყიდველები მეტი გადაიხადონ ექსკლუზივში. მაგრამ ექსკლუზივი მხოლოდ გამოსაშვები ტანსაცმლის შეზღუდულ ტირაჟშია, მისი ხარისხი კი ხშირად არაფრით არ არის უკეთესი ამ მაღაზიის სხვა ნივთების ხარისხზე.
4. ფასდაკლების სექცია სპეციალურად გამოიყურება არც ისე ლამაზად
შეგიმჩნევიათ ასეთი სურათი? ტანსაცმელი მაღაზიაში ლამაზად კიდიადა დევს თაროებზე, ფასდაკლების სექციაში კი ქაოსია, ნივთები არეულად არის დაგდებული ერთ დიდ გროვად. ამ ტრიუკს გამყიდველები განგებ იყენებენ, რათა მყიდველმა იგრძნოს თავი ბედნიერად, როცა ქაოსში მოძებნის სიმპათიურ ნივთს ხელსაყრელ ფასად.
5. ტანსაცმლის წარმოების დროს გამოიყენება მავნე ქიმიკატები
თუნდაც იარლიყზე ჩანდეს რომ ნივთი დამზადებულია ნატურალური მასალისგან, ის შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის. ტანსაცმლის წარმოების დროს გამოიყენება ქიმიკატები, რომლის გამოვლენა არანაირად არ შეიძლება სპეციალური ლაბორატორიული კვლევის გარეშე. ყოველთვის გარეცხეთ ახალი ნივთები გამოყენების წინ. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ სახიფათო ქიმიკატების რაოდენობა.
6. სინტეტიკა ნატურალური ქსოვილის ფასში
ტანსაცმლის მწარმოებლები ხშირად ზრდიან ფასს სინთეტიკაზე, რათა მოახდინონ მყიდველების სტიმულაცია შეიძინონ უფრო ძვირადღირებული ნაწარმი ნატურალური მასალისგან. მყიდველს ეჩვენება, რომ შალის ან ბამბის ზედატანი არც ისეთი ძვირია სინთეტიკურთან შედარებით და მომგებიანად თვლის.
7. აუთლეტებში დიზაინერული საქონელი უარესი ხარისხისაა, ვიდრე იგივე ნივთები ბუტიკებში
ეკონომიის მიზნით, ბევრი აუთლეტებში დადის დიზაინერული ნივთებისთვის. ტანსაცმელი და აქსესუარი რეალურად მხოლოდ გარეგნულად ჰგავს დიზაინერული კოლექციის ნიმუშებს. ბრენდები ხშირად ამზადებენ სპეციალურად აუთლეტებისთვის ასეთ ნაწარმს იაფფასიანი ნედლეულისგან, რათა მიიღონ მოგება იმათ ხარჯზე, ვისაც არ შეუძლია თავს ნება მისცეს იყიდოს ნივთი ძვირადღირებულ ბუტიკში.
8. ცუდი ხარისხის ნივთები
თანამედროვე ტანსაცმელი ხშირად არის უხარისხო: გააჩნია არასწორი ნაკერი, ცუდად დაბეჭდილი პრინტი, მალე ხუნდება. სწორედ ამაშია მწარმოებლების მიზანი: გააკეთონ სწრაფად და იაფად, რათა უფრო ხშირად შევიძინოთ.
9. მოდა იცვლება ყოველ კვირას
წავიდა ის დრო, როცა მოდის ინდუსტრიაში ბატონობდa ორი სეზონი: გაზაფხული-ზაფხული და შემოდგომა-ზამთარი. ტანსაცმლის ახლანდელმა მწარმოებლებმა კურსი აიღეს მიკროტრენდებზე. პრაქტიკულად ყოველ კვირას მაღაზიაში ჩნდება მოდური სიახლეები, რათა უფრო მეტი გვინდოდეს და უფრო ხშირად ვხარჯავდეთ.
თემები: ტანსაცმელი, რჩევები, მაღაზია
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია