სტილი

ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის

ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის

TREND-ს დიზაინერული ბრენდების მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლე აქვს: ნოემბრიდან „გალერეა თბილისში“ ჯორჯიო არმანის დიზაინით შექმნილი კოლექციის ყიდვა იქნება შესაძლებელი: Armani Exchange-ი Giorgio Armani-ს ტენდენციური, კომფორტული, ურნაბული სტილის, ახალგაზრდული ხაზია, რომელიც მსგავსი კონცეფციის სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს საოფისე და ოფიციალურ სამოსსაც სთავაზობს.

ვიმედოვნებთ, პროექტი ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული იქნება, რადგან Armani Exchange-ი მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელიც დიზაინერულ ტანსაცმელს და იტალიურ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს.

წარმოდგენისთვის, Armani Exchange-ის ფასი Armani Jeans-თან შედარებით დაახლოებით 40%-ით ნაკლებია: როგორც კომპანია NABU-ს დამფუძნებელი — ვატო მაჭავარიანი აცხადებს, ჯინსების საშუალო ფასი დაახლოებით 250 ლარი იქნება, მაისურების კი — 100 ლარი.

ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის

NABU მაღაზიათა ქსელ New Trend-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც უკვე 15 წელია, საქართველოში Armani-ს ოფიციალური პარტნიორია. Armani Exchange-ის მაღაზია NABU-ს და „არმანი ჯგუფს“ შორის 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნოემბრის დასაწყისში, „გალერეა თბილისში“ გაიხსნება. ის ამიერკავკასიის მასშტაბით Armani Exchange-ის პირველი ფრანჩიზული მაღაზია იქნება.

ის, რაც Armani Exchange-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

  • ბრენდი 1991 წელს ამერიკის, კანადის და ინგლისის ბაზრებისთვის დაარსდა, თუმცა 2015 წლიდან ის მთლიანად „არმანი ჯგუფმა“ დაიბრუნა და ევროპაში ფრანჩიზული მაღაზიების აქტიური გაფართოება დაიწყო. დღეს Armani Exchange-ი მსოფლიოს 35 ქვეყანაში 300 მაღაზიითაა წარმოდგენილი.
  • 2015 წლიდან, Armani Exchange-ის სამოსის დიზაინის შექმნაში უშუალოდ ბატონი ჯორჯიო არმანია ჩართული, წარმოებაც იტალიაში მიმდინარეობს. ამ ხაზის გააქტიურებას „არმანი ჯგუფის“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოჰყვა: კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, Armani Collezioni-ს და Armani Jeans-ის ხაზები Emporio Armani-ს ქვეშ გაერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ Giorgio Armani-ს შედარებით ხელმისაწვდომ ხაზებს შორის მხოლოდ Armani Exchange-ი და Emporio Armani დარჩება. სხვათა შორის, Emporio Armani-ს მონობრედნულ მაღაზიას უახლოეს მომავალში თბილისის New Trend-ში ვიხილავთ.
  • Armani Exchange-ის 2017-18 წლის საშემოდგომო კოლექციის საერკლამო სახე ცნობილი მოდელი — კარა დელავინია.
ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის

Armani Exchange-ის ქართული მაღაზიის შესახებ

მაღაზია „გალერეა თბილისის“ პირველ სართულზე, 300 კვადრატული მეტრის ფართობზე დაიდებს ბინას. იტალიელმა არქიტექტორებმა იმუშავეს ინტერიერზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯორჯიო არმანის მიერ შემუშავებული დიზაინით შეიქმნა.

ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის

რაც შეეხება პირველ კოლექციას, რომელიც Armani Exchange-ის თბილისის მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი (შემოდგომა 2017/18), ცნობილია, რომ ქალის, მამაკაცის და ბავშვების სრულ კოლექციებთან (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათვალეები, საათები და სხვა აქსესუარები) ერთად, იქ მაისურების კაფსულოვან ხაზსაც ვიხილავთ: მათზე თანამედროვე იტალიელი ქუჩის არტისტების ნამუშევრებია დაპრინტული.