ევროპელებს ქართველებიც უერთდებიან: შემოდგომაზე ქართულ ბაზარზე დიდი ხნის ნანატრი ბრენდი — Armani Exchange-ი შემოდის
- 19.07.2017
TREND-ს დიზაინერული ბრენდების მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლე აქვს: ნოემბრიდან „გალერეა თბილისში“ ჯორჯიო არმანის დიზაინით შექმნილი კოლექციის ყიდვა იქნება შესაძლებელი: Armani Exchange-ი Giorgio Armani-ს ტენდენციური, კომფორტული, ურნაბული სტილის, ახალგაზრდული ხაზია, რომელიც მსგავსი კონცეფციის სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს საოფისე და ოფიციალურ სამოსსაც სთავაზობს.
ვიმედოვნებთ, პროექტი ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული იქნება, რადგან Armani Exchange-ი მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელიც დიზაინერულ ტანსაცმელს და იტალიურ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს.
წარმოდგენისთვის, Armani Exchange-ის ფასი Armani Jeans-თან შედარებით დაახლოებით 40%-ით ნაკლებია: როგორც კომპანია NABU-ს დამფუძნებელი — ვატო მაჭავარიანი აცხადებს, ჯინსების საშუალო ფასი დაახლოებით 250 ლარი იქნება, მაისურების კი — 100 ლარი.
NABU მაღაზიათა ქსელ New Trend-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც უკვე 15 წელია, საქართველოში Armani-ს ოფიციალური პარტნიორია. Armani Exchange-ის მაღაზია NABU-ს და „არმანი ჯგუფს“ შორის 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნოემბრის დასაწყისში, „გალერეა თბილისში“ გაიხსნება. ის ამიერკავკასიის მასშტაბით Armani Exchange-ის პირველი ფრანჩიზული მაღაზია იქნება.
ის, რაც Armani Exchange-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
- ბრენდი 1991 წელს ამერიკის, კანადის და ინგლისის ბაზრებისთვის დაარსდა, თუმცა 2015 წლიდან ის მთლიანად „არმანი ჯგუფმა“ დაიბრუნა და ევროპაში ფრანჩიზული მაღაზიების აქტიური გაფართოება დაიწყო. დღეს Armani Exchange-ი მსოფლიოს 35 ქვეყანაში 300 მაღაზიითაა წარმოდგენილი.
- 2015 წლიდან, Armani Exchange-ის სამოსის დიზაინის შექმნაში უშუალოდ ბატონი ჯორჯიო არმანია ჩართული, წარმოებაც იტალიაში მიმდინარეობს. ამ ხაზის გააქტიურებას „არმანი ჯგუფის“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოჰყვა: კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, Armani Collezioni-ს და Armani Jeans-ის ხაზები Emporio Armani-ს ქვეშ გაერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ Giorgio Armani-ს შედარებით ხელმისაწვდომ ხაზებს შორის მხოლოდ Armani Exchange-ი და Emporio Armani დარჩება. სხვათა შორის, Emporio Armani-ს მონობრედნულ მაღაზიას უახლოეს მომავალში თბილისის New Trend-ში ვიხილავთ.
- Armani Exchange-ის 2017-18 წლის საშემოდგომო კოლექციის საერკლამო სახე ცნობილი მოდელი — კარა დელავინია.
Armani Exchange-ის ქართული მაღაზიის შესახებ
მაღაზია „გალერეა თბილისის“ პირველ სართულზე, 300 კვადრატული მეტრის ფართობზე დაიდებს ბინას. იტალიელმა არქიტექტორებმა იმუშავეს ინტერიერზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯორჯიო არმანის მიერ შემუშავებული დიზაინით შეიქმნა.
რაც შეეხება პირველ კოლექციას, რომელიც Armani Exchange-ის თბილისის მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი (შემოდგომა 2017/18), ცნობილია, რომ ქალის, მამაკაცის და ბავშვების სრულ კოლექციებთან (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათვალეები, საათები და სხვა აქსესუარები) ერთად, იქ მაისურების კაფსულოვან ხაზსაც ვიხილავთ: მათზე თანამედროვე იტალიელი ქუჩის არტისტების ნამუშევრებია დაპრინტული.
თემები: Armani Exchange, Armani in Tbilisi, Armani Exchange in Tbilisi, Armani Exchange Caucasus Region