კადრს მიღმა: ცნობილი კინოდუეტები, რომლებსაც სინამდვილეში სძულდათ ერთმანეთი
- 20.07.2017
1. „საიდუმლო მასალები“
მაყურებლისთვის საყვარელი წყვილი დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი არც თუ ისე წყალობდნენ ერთმანეთს ეკრანის მიღმა. საქმე იმაშია, რომ პირველი სეზონის ფინალისთვის ანდერსონმა გაიგო, რომ დუხოვნის გადაღებებისთვის ათჯერ უფრო მეტს უხდიდნენ, ვიდრე მას, დევიდი კი ხშირად გამოხატავდა შენიშვნებს კოლეგის სიცივის გამო.
2. „გრეის ორმოცდაათი ელფერი“
რთული წარმოსადგენია, რომ თანამედროვე კინოინდუსტრიის ყველაზე ვნებიან წყვილს გადასაღები მოედნის მიღმა სძულთ ერთმანეთი. თურმე დაკოტა ჯონსონსა და ჯეიმი დორნანს იმიტომ არ მოსწონთ ერთმანეთი, რომ მსახიობ ქალს სცხვენოდა თავისი კინო-საყვარლის, დორნანს კი ეჭვიანი ცოლი ჰყავს. საბოლოოდ საგადამღებო ჯგუფმა ძალიან ეცადა გადაეღო ორი საყვარლის ვნება ისე, რომ მაყურებელისთვის დამაჯერებელი ყოფილიყო.
3. „ტურისტი“
ჯონი დეპისა და ანჯელინა ჯოლის ერთობლივი მუშაობა საკმაოდ დაძაბული იყო მუდმივი საყვედურების გამო. ჯონი დეპი სახელგანთქმულ მსახიობს აუტანლად უნიჭოს უწოდებდა, ის კი საყვედურობდა მისი უსუფთაობისა და მოუვლელობის გამო. თუმცა, დროთა განმავლობაში წყვილმა შეძლო შერიგება, და ახლა ისინი კარგი მეგობრები არიან.
4. „სექსი დიდ ქალაქში“
სარა ჯესიკა პარკერი და მისი კოლეგა კიმ კეტროლი ყველასთვის საყვარელ ფილმში ერთგულ მეგობრებს თამაშობენ, მაგრამ ცხოვრებაში არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. პარკერი ასეთ იგნორირებას იმით ხსნის, რომ ხანგრძლივი გადაღებების დროს იღლები გარშემომყოფი ადამიანებისგან. კეტრინი კი ამბობდა, რომ პარკერის ჰონორარი ბევრჯერ აღემატებოდა ფილმში სხვა მონაწილეების შემოსავალს.
5. „ვარსკვლავური ომები“
თავიდან კენი ბეიკერი და ენტონი დენიელსი ეკრანზე საყვარელ რობოტებს R2D2 და C3PO ასახიერებდნენ, მაგრამ იმის შემდეგ, რაც თავისი კოსტიუმები გაიხადეს, ენტონიმ ზემოდან დაუწყო ყურება ბეიკერს. ბეიკერი არაერთხელ წუწუნებდა იმაზე, რომ კოლეგა ძალიან ქედმაღალი გახდა და არცერთხელ არ შემოუერთდა სამუშაოს შემდეგ გადამღები ჯგუფის კომპანიას. ვარსკვლავებს გადაღების დასრულების შემდეგაც ჩუმად სძულთ ერთმანეთი.
6. „რკინის კაცი“
ფილმის გაგრძელებაში ტერენს ჰოვარდი, რომელიც პოლკოვნიკ როდსს განასახიერებდა, დონ ჩიდლით შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსახიობის კონტრაქტი სამ ნაწილზე იყო გაფორმებული. აღმოჩნდა, რომ ჰოვარდის შემოსავლის ნაწილი მისცეს რობერტ დაუნი-უმცროსს, რათა პროექტში დაეკავებინათ, „პოლკოვნიკი“ კი შეცვალეს უფრო იაფფასიანი მსახიობით.
7. „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“
როდესაც მერილინ მონრომ ფილმში გადასაღებად აიყვანეს, მას ცხოვრებაში უიღბლო პერიოდი ჰქონდა და დეპრესიაში იყო. ამის გამო მოედანზე ხშირად ავიწყდებოდა ტექსტები და, გარდა ამისა, რამდენჯერმა ჩაშალა გადაღება, რასაც ვერ იტანდა მისი პარტნიორი ტონი კერტისი და მერილინს გამოუცდელს უწოდებდა.
8. „ბინძური ცეკვები“
დასაწყისში პროექტი დაბალბიუჯეტიანად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი აღმოჩნდა. ერთ წელიწადში 170 მლნ. დოლარზე მეტი შემოიტანა. ძნელი დასაჯერებელია, რომ წამყვან მსახიობებს პატრიკ სუეიზის და ჯენიფერ გრეის სძულდათ ერთმანეთი და ხშირად ჩხუბობდნენ პირდაპირ კამერის წინ. ვნებები ბობოქრობდა არა მხოლოდ კადრში, არამედ რეალობაშიც.
9. „ხსოვნის დღიური“
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ფილმი შეიძლება ეკრანზე არც გამოსულიყო რაიან გოსლინგის და პროექტში მისი კოლეგის რეიჩელ მაკადამსის ორმხრივი მტრობის გამო. ფილმის რეჟისორმა ნიკ კასავეტისმა აღნიშნა, რომ ერთხელ გოსლინგმა ჩაშალა გადაღება მთავარ გმირზე გაბრაზების გამო. მან განაცხადა, რომ აღარ შეუძლია მაკადამსთან თამაში და მოითხოვდა შეეცვალათ ის.
თემები: ფილმები, მსახიობები, დუეტები
<a href="http://www.anews.com">http://www.anews.com</a>