LIFE

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

1. ანგრევს ურთიერთობებს: არ გინდათ სახლში მისვლა და გაურბიხართ საკუთარ პარტნიორს.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: პრობლემის იგნორირებამ შეიძლება მხოლოდ გაართულოს სიტუაცია. განეწყეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება - იმუშავეთ საკუთარ თავზე და გრძნობებზე.

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

2. ანგრევს ურთიერთობებს: თქვენ ყოველთვის ცრუობთ და გრძნობთ, რომ თქვენი პარტნიორიც არ არის გულწრფელი. ნდობა დაკარგულია.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: შეიძლება თქვენ მძაფრად რეაგირებდით სიმართლეზე, და ახლა პარტნიორს ეშინია მოგაყენოს ტკივილი? ან თავად არ გინდათ თქვათ სიმართლე? ნდობის დაკარგვამ შეიძლება მოახდინოს განხეთქილების პროვოცირება. გულახდილად დაელაპარაკეთ პარტნიორს საკუთარ გრძნობებსა და ეჭვებზე.

3. ანგრევს ურთიერთობებს: უთიერთობებში გაქრა ვნება.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: გულწრფელად გაანალიზეთ, რატომ გაცივდა თქვენს მიმართ პარტნიორი ან თქვენ აღარ გრძნობთ ვნებას. იქნებ ღირს გულწრფელად და ღიად უთხრათ საკუთარ სურვილებზე და ერთად მოახდინოთ მათი რეალიზება?

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

4. ანგრევს ურთიერთობებს: თქვენ მოგბეზრდათ რუტინა და სხვაგან ეძებთ თავგადასავლებს, რადგან კარგად შეისწავლეთ პარტნიორი.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: დაჯექით და შეადგინეთ საკუთარი პარტნიორის დადებითი თვისებების სია, გაიხსენეთ რატომ აირჩიეთ სწორედ ის. როგორც ჩანს, ყველა ეს თვისება დარჩა, უბრალოდ მეორე პლანზე გადავიდა. იფიქრეთ, როგორ შეიძლება ერთად გაფანტოთ რუტინა.

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

5. ანგრევს ურთიერთობებს: თქვენთვის აბსოლუტურად სულერთია რას აკეთებს თქვენი პარტნიორი.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: თუ ეს გულგრილობა ორმხრივია, იფიქრეთ ვარიანტზე დროებით ცალ-ცალკე იცხოვროთ, და გაანალიზეთ საკუთარი გრძნობები. განშორების დროს ყოველთვის ვხვდებით, სინამდვილეში როგორი ძვირფასები არიან ჩვენთვის ახლობლები.

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

6. ანგრევს ურთიერთობებს: უკმაყოფილება პარტნიორით. მუდმივი საყვედურები, ძველი წყენა.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: მოცემული კრიზისი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ უნდა განვითარდეთ: დააკანონოთ ურთიერთობები, გააჩინეთ ბავშვი, მოიყვანეთ შინაური ცხოველი, დაიწყოთ ერთობლივი პროექტი და ა.შ.

როგორ უნდა გადაარჩინოთ ურთიერთობა როცა ბზარი ჩნდება - 7 მეთოდი

7. ანგრევს ურთიერთობებს: რთულ სიტუაციაში არ ეხმარებით.

შეიძლება გადაარჩინოს ურთიერთობები: როცა სერიოზული უთანხმოება გაქვთ, დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის ფსიქოლოგს. პროფესიონალი შეარჩევს თქვენი ოჯახისთვის თერაპიას, რომელიც დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სიხარული თქვენს ურთიერთობებში.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>