„ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩინეთის, აშშ-ს, მექსიკის და იაპონიის მოსახლეობა ერთად. მისი პოპულარობადა გავლენა საზოგადოებაზე ყოველ დღე იზრდება. ადამიანების დიდი ნაწილი შემაშფოთებლად დამოკიდებულია „ფეისბუქზე“.
„ფეისბუქის“ შემქმნელისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგისა და მისი კოლეგებისთვის სოციალური ქსელის მიღმა არის მიზანი - მისცეს ადამიანებს საშუალება დაუახლოვდნენ დანარჩენ სამყაროსა და ერთმანეთს. ის სთავაზობს მომხმარებლებს შანსს დაუკავშირდნენ მეგობრებს და გაუზიარონ სხვადასხვა სახის კონტენტი, თავიანთი ინტერესები, შეხედულებები, მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.
თუმცა რა მიზნით იყენებენ ადამიანები რეალურად სოციალურ ქსელს? - სიმართლე სულ სხვაგვარია და თან ძალიან მძიმე.
მკვლევარებმა შემთხვევითი პრინციპით შერჩეული „ფეისბუქის“ მომხმარებლები გამოკითხეს და აჩვენეს რეალური სურათი რაც ხდება „ფეისბუქში“ და ის პრობლემები, რასაც ის წარმოშობს.
კვლევამ აჩვენა,რომ ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ აგრძელებს იმ ადამიანებზე დაკვირვებას, რომლებმაც შეაწუხეს, ან შეურაცხყვეს. მართალია ისინი კონფლიქტში აღარ შედიან მათთან, მაგრამ „ფეისბუქის“ საშუალებით ჩუმად დაკვირვებას ახორციელებენ და სიამოვნებას იღებენ მათი განსჯით.
კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გულნატკენები და განაწყენებულები არიან თავიანთი მეგობრების პოსტების, მათი მხრიდან თავდასხმის, შეურაცხყოფის გამო.
მიზეზები რის გამოც უმეტეს შემთხვევაში სოციალურ ქსელში ადამიანების შეურაცხყოფა და ადამიანებზე თავდასხმა ხდება არის პოლიტიკური მოსაზრებები, რასიზმი, ჰომოფობია და ა.შ და ეს ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის ყოველდღიურ რუტინად იქცა.
არსებობს „ფეისბუქ“ მომხმარებელთა კატეგორია, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლით ყოველდღიურად სოციალურ ქსელში კონფლიქტში ჩართვის გარეშე და ერთგვარად დამოკიდებულები ხდებიან, სიამოვნებას იღებენ „ფეისბუქ“ დავებით.
კვლევაში ჩართული „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს - „არ ვფიქრობ, რომ „ფეისბუქი“ არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ და საპისირპირო აზრს პატივს სცემენ, ამიტომაც მე უბრალოდ ვცდილობ არ ჩავება კონფლიქტებში“.
„მეგობარს მივწერე იმის შესახებ, რომ ჩემი ორი წლის შვილი უკვე 40-მდე ითვლის და იცის ანბანის ჩამოთვლა სამ ენაზე. ამის შემდეგ მან გამოაქვეყნა კედელზე პოსტი მშობლების შესახებ, რომლებიც ტრაბახობენ თავიანთი შვილებით, პოსტი იყო აგრესიული და პოსტის კომენტარები ირონიული. ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენ მეგობრები აღარ ვართ“ - ამბობს კიდევ ერთი მომხმარებელი.
რა იწვევს „ფეისბუქში“ ადამიანებს შორის დაპირისპირებას?
მიზეზები, რომელთა გამოც დაპირისპრება ხდება სხვადასხვაა. პირველ რიგში, ეს არის ადამიანების მრავალფეროვნება, რომლებსაც სოციალური ქსელი აერთიანებს. „ფეისბუქი“ ძალიან დიდი წრეა განსხვავებული ადამიანების და გამორიცხულია, მოსაზრება, რომელიც გაქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ყველასთვის მისაღები იყოს.
„ფეისბუქში“ წერთ პოსტს და რეალურად არ იცით, ვინ წაიკითხავს მას. თქვენი მკითხველები არიან ადამიანები განსხვავებული მრწამსით, განსხვავებული ღირებულებებით, მსოფლხედვით - რა თქმა უნდა, მარტივია ამ დროს კონფლიქტმა იჩინოს თავი.
პირდაპირი დიალოგის დროს თქვენ სხვადასხვაგვარად ესაუბრებით დედას, მამამთილს, უფროსს, კოლეგებს, მეგობრებს, იყენებთ კომუნიკაციის განსხვავებულ სტილს. ონლაინ სივრცე კი ამის საშუალებას არ იძლევა.
ადამიანებს, ის რასაც პირად საუბრებში იტყოდნენ, საჯაროდ გამოაქვთ, ეს უფრო ნათელს ხდის ამა თუ იმ ადამიანის ღირებულებებს, აჩვენებს მის შეხედულებებს და ეს ძალიან მარტივად წარმოშობს კონფლიქტებს.
ძალიან ხშირ შემთხვევაში კონფლიქტი სცდება კორექტულ ჩარჩოებს და ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს რომ აგრესია, რომელიც სოციალურ ქსელშია მობეზრდა და ამის გამო სურს თავისი ანგარიში გააუქმოს.
მკვლევარები წერენ, რომ რეალურად „ფეისბუქი“ ჩამოყალიბდა ონლაინ პლატფორმად, რომელსაც ადამიანები ახლობლების, ნათესავების, მეგობრების, უბრალოდ ნაცნობების, ან სრულიად უცხო ადამიანების განსასჯელად იყენებენ.
თემები: ურთიერთობა, სოციალური ქსელები, facebook
<a href="https://qz.com">https://qz.com</a>