შეიძლება შეხვდეთ საინტერესო, მაცდურ ადამიანს, თავში ათასი დამაინტრიგებელი აზრი გაგიჩნდეთ, ცდუნდეთ და მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა მოინდომოთ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ურთიერთობაში ხართ.
ძალიან ხშირად ხდება ასე, ადამიანები ღალატობენ პარტნიორს, ატყუებენ, ცხოვრობენ ორმაგი ცხოვრებით, რასაც რეალურად, დროთა განმავლობაში, ძალიან მძიმე შედეგი მოაქვს.
ურთიერთობებისა და ოჯახის ფსიქოლოგიის ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, თუ ახალი ურთიერთობის დაწყებას აპირებთ მაშინ, როცა ურთიერთობაში უკვე ხართ.
1. რას მივიღებ ღალატით? - დიდია შანსი, რომ გამოგიჭერენ. თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როცა ღალატი შეუმჩნეველი დარჩა. ეს თქვენს ახლანდელ ურთიერთობას გაანადგურებს... გაანადგურებს თქვენს პარტნიორს, ამბობს კატრინ სმერლინგი, ოჯახის თერაპევტი.
„ჩემთან სწორედ ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებსაც უღალატეს. ისინი მარტოსულებად გრძნობენ თავს, დეპრესია სტანჯავთ. ამბობენ, რომ ცხოვრება გაუფერულებულია“, - ამბობს თერაპევტი.
2. მზად ვარ ორმაგი ურთიერთობისთვის? - ფიქრობთ, რომ თუ საყვარელ ადამიანს მოატყუებთ და ორმაგ ცხოვრებას დაიწყებთ ეს თქვენზე არ აისახება? ორმაგი ცხოვრება სტრესთან და შფოთვასთანაა დაკავშირებული. მოგიწევთ თქვათ ძალიან ბევრი ტყუილი, ერთნაირად მოსიყვარულე იყოთ ორივე პარტნიორთან. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ასე მოქცევა?
3. რა მოხდება, თუ ‘’გამოგიჭერენ’’?- ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანისთვის ყველაზე საშინელი განცდაა, როცა იგებს, რომ მოატყუეს, უღალატეს. შეიძლება თქვენს ახლანდელ პარტნიორს ძალიან უყვარხართ, შეპყრობილია თქვენით და ღალატმა ძალიან რთულ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოთ. მზად ხართ დრამებისთვის?
4. როგორ დავაღწევ თავს ამ სიტუაციას? - ორმაგი ცხოვრებით ვერ იქნებით ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცდილობთ ორივე პარტნიორის მიმართ თანაბრად გამოიჩინოთ ყურადღება, ეს ძალიან რთულია, ვინაიდან სტრესთანაა დაკავშირებული. ოჯახისა და სტაბილური ცხოვრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახართ.
ტყუილი არ არის გამოსავალი, ეს უარესად მოქმედებს. უმჯობესია, პარტნიორს დაელაპარაკოთ გულწრფელად იმის შესახებ, რომ აღარ გსურთ მასთან ურთიერთობა, ეს ყველაზე ღირსეული ნაბიჯი იქნება მოცემულ სიტუაციაში.
შესაძლოა, გეშინიათ რომ დაკარგავთ სტაბილურობას, ოჯახს და შეიძლება რეპუტაციასაც - მიუხედავად ამისა, სჯობს დაასრულოთ მიმდინარე ურთიერთობა, სანამ ახალ დაიწყებთ და გადაარჩინოთ თქვენი და ახლანდელი პარტნიორის ურთიერთამოკიდებულება, იხსნათ ის უფრო მეტი ტკივილისგან და თავი აარიდოთ დრამებს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ღალატი, ქალები, რჩევები
<a href="http://www.menshealth.com/">http://www.menshealth.com/</a>