ჯანმრთელობა

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

როგორც იქნა, მზად ხარ მიზნის მისაღწევად! მტკიცედ გადაწყვიტე, რომ გახდე და იმ წონას მიაღწიო, რომელზედაც ამდენი ხანია, ოცნებობ. აი, იმ კაბას რომ ჩაიცვამ... მერე - იმ შარვალს... კიბეზე რომ არ დაიღლები და ასე შემდეგ... მილიონი საქმე გაქვს გასაკეთებელი მას შემდეგ, რაც დაიკლებ!.. მაგრამ რა ხდება? გადაწყვიტე, რომ საერთოდ არ ჭამო? ამ დიდი მიზნის მიღწევას „მეცნიერების“ მიერ მხარდაჭერილი, თაღლითური მეთოდებით აპირებ?.. ასე არაფერი გამოვა! ყოველთვიურმა, მოკლევადიანმა დიეტებმა და ვითომ ექსპერტების უამრავმა მოსაზრებამ, შესაძლოა ბევრი უკუჩვენება გამოიწვიოს და ცუდად აისახოს შენს ორგანიზმზე.

დაკლება გადაწყვიტე? მაშინ უკეთესად უნდა იკვებო!

რას გულისხმობს უკეთესად კვება? დიეტოლოგები და კვების სპეციალისტები აქცენტს პროდუქტის ხარისხზე აკეთებენ, საკვები ღირებულებების მაღალ მაჩვენებელსა და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობაზე. ანუ ძირითადად, იმ საკვებზე, რომელიც გადაწონის კალორიების ზემოქმედებას. ის, რაც შენ გჭირდება არის საკვები ბოჭკო (იგივე უჯრედისი, ცელულოზა), ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვები, რომელიც შეავსებს და დააბალანსებს სისხლში შაქრის შემცველობას და ასევე, ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმს. მოიმარაგე სამზარეულოში ბოსტნეული, ხილი და თხილი. ეს მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით და მათში მაღალია პროტეინის შემცველობა.

არსებობს რამდენიმე სახეობის საკვები - როგორც ბოსტნეული, ისე სხვა ტიპის პროდუქტი - რაც ხანგრძლივად განაყრებს, ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს და საუკეთესოა წონაში დასაკლებად.

სოკო

სოკო არომატული, უჯრედისით მდიდარი, საკმაოდ მსუყე პროდუქტია, რომელიც მარტივად ჩაანაცვლებს ხორცს ბევრ კერძში, თუ ვეგეტარიანელი ხარ. კვლევები ადასტურებენ, რომ დღეში ერთ კერძში ხორცის სოკოთი ჩანაცვლებამ, შეიძლება, წონის კლების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მოგვცეს. ეს თქვენს ჯიბეზეც სასარგებლოდ აისახება.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

ლობიო

აღმოჩნდა, რომ შავ ლობიოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად და ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თითქმის ყველა სახის ლობიო შეიცავს უჯრედისს, პროტეინს, რკინას, თუთიას და იმის გამო, რომ ლობიო ნახშირწყლებითაც მდიდარია, დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულად გრძნობ თავს.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

მწვანე ლობიო

რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, დიახ, მწვანე ლობიო სავსეა პროტეინებით, შეიცავს ცხოველურ ამინომჟავებს, ასევე ჯანმრთელ ცხიმებს. ერთი საშუალო ზომის თეფში მწვანე ლობიო შეიცავს 17 გრამ პროტეინს, 8 გრამ უჯრედისს და სულ რაღაც 189 კალორიას. ამიტომაც შეგიძლია ის თამამად შეიტანო შენს რაციონში.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

სტაფილო

არ დაალპო სტაფილო ბოსტნეულის სათავსოებში. იგი მარტივი და სასიამოვნო წასახემსებელია, რომელიც შესაძლოა სხვა საკვების სწრაფად ჩასანაცვლებლად გამოიყენებ. სტაფილოს დამატებითი ღირსებები ის არის, რომ მაღალი საკვები ბოჭკოსა და პროვიტამინების დიდი შემცველობა გააჩნია.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

ისპანახი

ჩვენი დედები მართლები იყვნენ, როდესაც ფხალისა და მწვანილის დადებით და სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ. ისპანახის მიღება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტისთვის. ის დაბალკალორიულია (რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია, სხვა პროდუქტებზე მეტი რაოდენობით მიირთვა) და გაჯერებულია საკვებად ღირებული ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

ფოთლოვანი კომბოსტო

ფოთლოვანი კომბოსტოს დადებითი თვისებები ამოუწურავია. ისპანახის მსგავსად, კომბოსტოც ძალიან დაბალკალორიულია და ცხიმების შემცველობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა სავსეა კალიუმით, საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებითა და რკინით. არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხოლო ცხიმებისა და კალორიების დაბალი შემცველობა განაპირობებს თქვენი წონის კლებას.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

კენკრა

წონაში დაკლების მსურველთათვის ხილი რეკომენდებული პროდუქტების სიის სათავეში არ დგას მასში შემავალი ბუნებრივი შაქრის გამო, თუმცა კენკრა ეფექტური საშუალებაა შაქრის წინააღმდეგ, ვინაიდან ის აქრობს შაქრის მიმართ თქვენს ძლიერ მოთხოვნილებას. კენკრა შეიცავს შედარებით ცოტა კალორიას, გაჯერებულია საკვებად ღირებული ნივთიერებებით და დასაშვებია ნორმალური რაოდენობით მობეზრებული საკვების ჩასანაცვლებლად.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერგიისთვის აუცილებელი კოფეინის ჩასანაცვლებლად, თან იმასაც ამბობენ, რომ შავი შოკოლადი „აჭკვიანებს“ კიდეც. შავი შოკოლადი ასევე განიხილება კარგ საშუალებად წონაში კლებისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შოკოლადი აუცილებლად უნდა იყოს შავი და მივიღოთ ზომიერად.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

თხილი

თხილი შესანიშნავი წასახემსებელია და გარდა ამისა, შეიცავს ძალიან ბევრ, სხვადასხვა სასარგებლო ცხიმსა და უჯრედისს. ასევე, ძალიან დაბალკალორიულია და მათი ზომიერი მოხმარება ძალიან სასარგებლოა. დიეტაზე მყოფთა შორის ყველაზე პოპულარულია ბრაზილიური თხილი. თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად

კუსკუსი

შენს მენიუში ეს ბურღული საჭიროა ბევრი მიზეზის გამო. იგი სავსეა პროტეინებით და გააჩნია უჯრედისის მაღალი შემცველობა. გარდა ამისა, იგი შეიცავს რვა სახის ამინომჟავას, ბევრ სხვადასხვა სახის ვიტამინს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.

საუკეთესო საკვები წონაში დასაკლებად



წყარო:&nbsp;<a href="http://www.dmarge.com/2016/10/best-foods-for-weight-loss.html">dmarge.com</a>