„ფეისბუქი“ სასიყვარულო ურთიერთობაზე დამღუპველ გავლენას ახდენს - დროა, მოსწყდეთ სოციალურ ქსელებს
- 24.07.2017
ურთიერთობები ჩვენს დროში იმაზე გაცილებით არამყარია, ვიდრე ოდესმე, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სოციალური ქსელებია.
„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, ონლაინ სივრცე იმდენად უარყოფით გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომ შეიძლება ეს ღალატის ტოლფასად ჩავთვალოთ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამას არათუ ღალატის ტოლფასი, არამედ გაცილებით უფრო ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ურთიერთობაზე.
ჩვენ შეპყრობილები ვართ ონლაინ სივრცით, ისტერიკულად „ვსქროლავთ“, ვაკვირდებით სხვების ცხოვრებას და გვავიწყდება საკუთარი.
თუ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი, თქვენი დღე სავარაუდოდ ასეთია - დილით დგებით, მიდიხართ სამსახურში, ჭამთ, ატარებთ დროს სოციალურ ქსელებში, უყურებთ ტელევიზორს, იძინებთ. თუ ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში პრიორიტეტი თქვენი საყვარელი ადამიანი უნდა იყოს.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ჩვენს დროში საყვარელი ადამიანი პრიორიტეტი არ არის. თუ თავისუფალ დროს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ სქროლვაში ატარებთ და შეხვედრის ნაცვლად საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციას ონლაინ სივრცეში ამყარებთ, ეს უკვე პრობლემაა.
რა თქმა უნდა, როცა დაკავებული დღე გაქვთ და საყვარელ ადამიანს მისწერთ, მოიკითხავთ და ყურადღებას გამოხატავთ, ეს კარგია, ამით აგრძნობინებთ, რომ მასზე ფიქრობთ, მაგრამ რეალურად ადამიანთა დიდი ნაწილი მხოლოდ მიმოწერით შემოიფარგლება, რაც პრობლემას წარმოშობს.
მთელი დღე საყვარელ ადამიანს ჩათში სწერთ, კვირაში მხოლოდ ორჯერ ნახულობთ. შეიძლება თუ არა, რომ ეს ნორმალურ ურთიერთობად ჩაითვალოს? - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ - არა.
ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ სწყდება „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“, ჭამის დროსაც ტელეფონები გვაქვს ხელში და „ფეისბუქ“ პოსტებს ვკითხულობთ, ფოტოებს ვათვალიერებთ, ან ჩათში ვწერთ.
მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ახალი გზა კომუნიკაციის, არც ისე სასარგებლოა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვიღებთ მას და ჩვევაში გადაგვაქვს - ამის გამო კი, სასიყვარულო ურთიერთობას ზიანს ვაყენებთ.
გვაქვს რეალური კომუნიკაციის, ვნების, ყურადღების ნაკლებობა. წარმოიდგინეთ, რა მტკივნეულია, როდესაც საყვარელ ადამიანს ყურადღების გამოჩენას ეხვეწებით, გსურთმასთან შეხვედრა, ის კი იმის ნაცვლად, რომ თქვენთან ერთად იყოს, მთელ თავისუფალ დროს სოციალურ ქსელში ატარებს. ხედავთ მის პოსტებს, ახალ ფოტოებს, აკვირდებით ყველა მის აქტივობას და გსურთ, რომ თქვენთან უფრო მეტ დროს ატარებდეს, ვიდრე „ფეისბუქში“.
ამგვარად, უმჯობესია სოციალურ ქსელში ურთიერთობის ნაცვლად პაემნების ძველი სახე გაიხსენოთ. დაფიქრდით, მგონი სჯობს პირისპირ კომუნიკაცია, როცა ხედავთ საყვარელი ადამიანის სახეს, ხედავთ მის ემოციებს.
დაფიქრდით, რა კარგია ერთად სეირნობა, სადმე ერთად წასვლა. დაურეკეთ სამსახურის შემდეგ და უთხარით, რომ მოემზადოს, 30 წუთში მიაკითხავთ და განსაკუთრებულ ადგილას წაიყვანთ. გაუგზავნეთ ყვავილები, წერილები, როგორც ადრე აკეთებდნენ. ეს ყველაფერი ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობის ნაწილი უნდა იყოს.
დროა, გადადოთ სმარტფონები და დატკბეთ იმით, რასაც რეალური ცხოვრება გთავაზობთ.
თემები: წყვილი, ფეისბუქი, სოციალური ქსელები
<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>