LIFE

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

ფინანსური პრობლემები, მთავრობა, დაავადებები, სამსახურის დაკარგვა, მშობლების გარდაცვალება... თუ მსგავს საკითხებზე ხშირად ფიქრობ, შესაძლოა, ისე ჩაგითრიოს, ამ წარმოსახვამ რომ ჩათვალო ,რომ ეს საშიშროებები მომართულია მხოლოდ შენ წინააღმდეგ. არსებობს უამრავი რამ, რისიც შეიძლება გვეშინოდეს, მაგრამ როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის მართლაც საშიში და რომლის გამო აღარ ღირს ძილის გატეხა და მოუსვენრობა?

რისი ეშინიათ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად? სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდები ასე აღწერენ თავიანთ შიშს: „გვეშინია, რომ ვერ ვერასოდეს ვიპოვით სიყვარულს“. თურმე ყველაფერზე მეტად, იმის ეშინიათ, რომ ვერასოდეს იპოვიან ნამდვილ სიყვარულს. წარმოიდგინე, ამის შიში იმაზე დიდია, ვიდრე უსახლკაროდ დარჩენის ან ტერორიზმის. მსგავსი შიშები განსაკუთრებული სიმძაფრით ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც მარტო არიან. ადამიანების 42% ამბობს, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ნამდვილი სიყვარულის გარეშე დარჩენის ეშინია. ნუთუ იმაზე მეტად რომანტიკულები ვართ, ვიდრე ჩვენ გვგონია ან უბრალოდ უფრო მარტოსულები ვიდრე ვაღიარებთ?

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

ნამდვილი სიყვარულის გარეშე დარჩენის შიში, ხშირად იზოლაციითაა გამოწვეული. ეს მეტყველებს ჩვენს ღირებულებებზე. ვართ მარტოსულები? ყველა კვლევა, რომლებიც გასულ წყლებში ჩატარებულა, ამტკიცებს, რომ გარკვეული დროით, ყველა მარტო ვართ. მარტოობა, დღემდე, მოხუცების ხვედრად ითვლებოდა, თუმცა, მიუხედავად სოციალური მედიის არსებობისა, ჩვენ მაინც ქრონიკული მარტოობით ვიტანჯებით.

ლონდონი მიიჩნიეს ევროპის მარტოსულ დედაქალაქად . თუმცა არა მისი მოწიფული, ხანშიშესული მოსახლეობის გამო. 2015 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდმა აღმოაჩინა, რომ მარტოობა ახალგაზრდებს შორის დიდ შეშფოთებას იწვევდა. კვლევის მიხედვით, 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები, გაცილებით ხშირად გრძნობდნენ თავს მარტოსულად, მათ ეს საკითხი აწუხებდათ და დეპრესიის გამომწვევი მიზეზიც კი ხდებოდა. რაც არ შეინიშნებოდა 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ამავე წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, 18-დან 24 წლამდე ადამიანების 48% ამბობდა, რომ ძალიან ხშირად აწუხებდა მარტოობის განცდა. ეს მაჩვენებელი საშუალო ასაკის ადამიანების მაჩვენებელთან შედარდა. საშუალო ასაკის ადამიანების მხოლოდ 34%-ს აწუხებდა მარტოობის შეგრძნება. ლონდონში დაახლოებით ორჯერ მეტი ახალგაზრდა იტანჯებოდა მარტოობით, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანი.

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი დამთავრებული სიყვარულის მაგალითი გვინახავს. ალბათ, ამიტომაც უკეთ გვესმის ურთიერთობის ცვალებადობის. გასაკვირი არ არის, რომ წინდახედული ვართ ვალდებულებებთან დაკავშირებით. გასაკვირი არ არის არც ის, რომ გვაქვს ცუდი დამოკიდებულება და შეზღუდული მოლოდინები. ასევე, ვიცით, რომ დიდხნიანი ურთიერთობისა და ბედნიერების შემდეგ დაშორება, სიყვარულთან დაკავშირებულ ყველა ჩვენს მიზანს ბუნდოვანს ხდის. იქნებ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გვსურს სიგიჟემდე გვიყვარდეს?..

ურთიერთობებისა და შეხვედრების ფორმები იცვლება. ურთიერთობების ციკლი იშლება. 20 წლამდე ასაკში, ყოველ ჯერზე მთავრდება ურთიერთობები. თუმცა ეს, შესაძლოა, კარგიც იყოს, რათა მოამზადო თავი ახალი ურთიერთობისთვის. ალბათ, არა ერთხელ გვიფიქრია, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, ან ილუზია, რომ შეგვიძლია ვიპოვოთ ვინმე, ბევრად უკეთესი, რომელთანაც სრულყოფილი ურთიერთობა გვექნება. იარსებებს პასუხები იდეალიზებულ სიყვარულზე, სანამ მარტოობის შესახებ თქვენს შიშებს აძლევთ ლეგიტიმაციას იმ ხალხის მეშვეობით, ვინც თქვენ გარშემოა? 20 წლისას, როცა არ გაქვს სტაბილურობა სამსახურსა თუ სახლში, ნამდვილი სიყვარული ხდება იდეალური პერსპექტივა. ჩვენ არ გვიყვარს დაჩემება, როცა საქმე ჩვეულებრივ რამეს ეხება, თუმცა საერთო არასტაბილური ფონი სიგიჟემდე გვანდომებს არ ვიყოთ მარტო.

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

ჩვენი შიშის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ეს გვეხმარება მეგობრულ ურთიერთობებში. სიყვარული და ურთიერთობა ავსებს ყველაზე დიდ სიცარიელეებს ადამიანში, მიუხედავად იმისა, გვიგრძნია თუ არა სიცარიელე. ადამიანთა უმრავლესობა თავს სავსედ მაშინ გრძნობს, როცა მარტო არ არის და გვერდით ვინმე ჰყავს. ის, ვინც მის საუკეთესო და ყველაზე ცუდ მხარეებს ხედავს; ვინც მის გვერდითაა დღის ნებისმიერ დროს; მიჰყვება საავადმყოფოში; იცის, რომ თავად უნდა იყოს პირველი, ვინც დაბადების დღეს მიულოცავს ან მასთან ერთად უყურებს ფეხბურთს.

ბრიტანეთში, ორ-ნახევარ მილიონ, 18 წლამდე ასაკის ადამიანს არ ჰყავს ახლო მეგობარი, ის, ვისთანაც თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ. შესაძლოა, თანამედროვე მასკულინობა, რომელიც რადიკალურადაა გარდაქმნილი, არის მაგალითი იმის, რომ მამაკაცებს გაცილებით მეტად სურთ ურთიერთობები, ვიდრე ქალებს, რომლებსაც სტერეოტიპულად ჰგონიათ, რომ სურთ.

ამის მიუხედავად, რატომ შეიძლება იყოს სიყვარულის პოვნის შეუძლებლობა ჩვენი ყველაზე დიდი საფიქრალი? ამის აღიარება ყველა ჩვენგანს მარტივად არ შეუძლია. პროფესორი, ბენ ფინჩარმი, რომელმაც ახლახანს დაასრულა თავის წიგნზე მუშაობა, ამბობს, რომ ერთ დღეს, ყველა ჩატარებული კვლევის შემდეგ, მან დაასკვნა, რომ სასურველია გყავდეს ვინმე სხვა ადამიანიც, ვისთანაც გაერთობი. მარტოობა არაფერს ცვლის უკეთესობისკენ. გართობა ცხოვრების დროებითი სტილია; "გაერთეთ იმ ზღვრამდე, სადამდეც საჭიროდ ჩათვლით, მიეცით თავს უფლება ისიამოვნოთ, იყოთ კმაყოფილი, ბედნიერი, აღელვებული დიდი ხნის განმავლობაში".

ადამიანებს ყველაზე მეტად მარტოსულობის ეშინიათ

ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ურთიერთდამოკიდებულება სისუსტეა, ინდივიდუალიზმი კი განსაკუთრებული რამ. არადა, ჩვენ არ გვსურს ისეთები ვიყოთ, როგორებიც ჩვენი მშობლები იყვნენ ან იქნებიან 40 წლის ასაკში. არ გვსურს განქორწინება და ერთმანეთის დაკარგვა. ერთი სიტყვით, არ გვინდა გარშემორტყმული ვიყოთ ნახევრად გამომცხვარი იდენტობებით. თუმცა, როცა შიშები და იმედები იკლებენ, არაფრით განვსხვავდებით ჩვენი მშობლებისგან, ისინიც არაფრით განსხვავდებოდნენ თავიანთი მშობლებისგან და ასე, დაუსრულებლად.

რეალურად, ჩვენ გვსურს, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობებივით, ხელჩაკიდებულებმა, დიდხანს ვისეირნოთ და ვისაუბროთ - ჩვენ გვინდა ისეთი რამ, რაც დიდხანს გრძელდება.



<a href="http://www.vice.com/en_uk/read/what-vice-readers-fear-the-most-hannah-ewens-love-loneliness">vice.com</a>