თუ მარტო ყოფნა გიყვართ, თქვენ განსაკუთრებული ადამიანი ხართ - 7 თვისება, რომლებიც სხვებისგან გამოგარჩევთ
- 28.08.2020
არიან ადამიანები, რომლებიც გაცილებით კარგად გრძნობენ თავს მარტო, ვიდრე ბევრი ადამიანის გარემოცვაში.
გეტყვით, რომ თქვენ განსაკუთრებულები ხართ და გახასიათებთ ისეთი თვისებები, რომლებიც სხვებს არ აქვთ:
1. ხართ კარგი მსმენელები - მარტო ყოფნა გაძლევთ ფიქრის შესაძლებლობას და დროს. ყალიბდებიან კარგ მსმენელებად და სხვების მოსმენით სიამოვნებასაც კი იღებთ. ამით სიამოვნებასაც კი იღებენ.
2. ხართ დამოუკიდებლები - როდესაც დროს მარტო ატარებთ, ეყრდნობით მთლიანად საკუთარ თავს, დამოკიდებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე. ენდობით თქვენს გადაწყვეტილებებს და ეს უფრო ძლიერ პიროვნებად გაყალიბებთ.
3. ხართ ყურადღებიანები და დეტალებზე ორიენტირებულები - მარტივად ამჩნევთ განსხვავებულს, დეტალებს. აკვირდებით გარშემო ყველაფერს და თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება.
4. ხართ კარგი მკვლევარები - მარტო ყოფნა გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ და შეიცნოთ ბევრი რამ. კარგი მკვლევარისთვის მარტო ყოფნა აუცილებელიც კია.
5. იცით საკუთარი გრძნობების შესახებ, კარგად იცნობთ საკუთარ თავს - როდესაც დიდ დროს მარტო ატარებ, შენ შესანიშნავად იცი საკუთარი ემოციებისა და გრძნობების შესახებ. რა თქმა უნდა იცი უარყოფითი, ნეგატიური ფიქრების შესახებაც და მარტო ყოფნა გაძლევს საშუალებას, რომ განდევნო ისინი.
6. არ ხართ მოსაწყენები - ხართ საინტერესო თანამოსაუბრები და არ ხართ ყალბები. არ საუბრობთ თემებზე, რომლებიც თქვენთვის არაფრის მიმცემია. არ გიყვართ ჭორაობა.
7. გსიამოვნებთ მხოლოდ ერთ, ან ორ ნამდვილ მეგობართან ერთად ყოფნა - საათების გატარებას ადამიანების დიდ ჯგუფთან ერთად, ამჯობინებთ მხოლოდ ერთი, ან ორი ადამიანის გარემოცვაში იყოთ, რა თქმა უნდა, ნამდვილ მეგობრებზე ვსაუბრობთ.
თემები: რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები, მარტოობა
<a href="http://awarenessact.com">http://awarenessact.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია