LIFE

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

ძალიან ბევრი რამ დაწერილა რომანტიკული ურთიერთობის შესახებ და რთულია გავარკვიოთ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს და რომელი - არა.

თუმცა არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა დაივიწყოთ:

1. ურთიერთობის დასაწყისშივე სიგიჟემდე შეყვარება - ყველა ურთიერთობა არ იწყება წარმოუდგენელი სიყვარულით. ურთიერთობა დროთა განმავლობაში მყარდება და სიყვარული ძლიერდება. მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოთ ერთად სიცილი და ერთმანეთის ნდობა. ნდობას კი ადამიანები ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად მოიპოვებენ.

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

2. ბედნიერ წყვილებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ - ყველა ადამიანს საკუთარი ინტერესები და ჰობი აქვს. ნუ იფიქრებთ, რომ თუ თქვენ ოპერა გიყვართ, პოტენციურ პარტნიორს კი ჯომარდობა, არაფერი გექნებათ საერთო და ბედნიერები ვერ იქნებით ერთად. პირიქით, როცა მისგან განსხვავებული ინტერესები გაქვთ, ამით უფრო მოხიბლავთ და დააინტერესებთ მას.

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

3. ბედნიერი წყვილები არასოდეს ჩხუბობენ - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩხუბობენ, ერთმანეთი დიდად არ ადარდებთ, არ ღელავენ არაფერზე. წყვილების ურთიერთობა, რომლებსაც უსიამოვნებები არ აქვთ, როგორც წესი, განშორებით მთავრდება. ჩვენ არ ვსაუბრობთ სერიოზულ სკანდალებზე და ურთიერთშეურაცხყოფაზე, მაგრამ როცა წყვილის ცხოვრებაში მცირე უთანხმოება ხდება, ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

4. ბედნიერ წყვილებს უყვართ ერთმანეთის მშობლები და მეგობრები - ნუ წარმოიდგენთ, რომ თქვენს პარტნიორს უპირობოდ ეყვარება თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები. ალბათ, თქვენც ვერ გრძნობთ პარტნიორის ოჯახის წევრებთან თავს კომფორტულად. უბრალოდ, უნდა დაალაგოთ ურთიერთობები, არ არის აუცილებელი გაგიჟებით გიყვარდეთ ისინი.

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ

5. ბედნიერი წყვილები ყოველთვის ერთად არიან - თუ ფიქრობთ რომ ბედნიერი წყვილები ერთმანეთის გარეშე არასოდეს არიან, ცდებით, ეს ილუზიაა. ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს სურს გაატაროს დრო მარტო, ყველას სჭირდება საკუთარ თავთან დარჩენა ცოტა ხნით. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ. პირიქით,ეს გრძნობების შენარჩუნებაში გეხმარებათ.

სტერეოტიპები სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>