სილამაზე

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

თანამედროვე ეპოქაში უმაკიაჟო ვიზუალი და ბუნებრიობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს ქალებისთვის ნამდვილი გამოწვევაა.

რთულია წახვიდეთ სამსახურში, პაემანზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას მაკიაჟის გარეშე, როცა აქამდე ასე არ მოქცეულხართ.

კოსმეტიკა გამოიყენება სტრატეგიულად იმისთვის რომ გამოვყოთ სახის უფრო ლამაზი ნაწილები და დავმალოთ ის, რაც არ მოგვწონს. ათწლეულების განმავლობაში ქალები ატარებდნენ მაკიაჟს იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ სილამაზის სტანდარტები.

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

კვლევის თანახმად მაკიაჟს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს აღქმა, რომელიც ამა თუ იმ ქალისადმი გვაქვს.

2006 წელს ჩაატარეს კვლევა და კვლევაში მონაწილე ქალებსა და მამაკაცებს სთხოვეს ჯერ შეეფასებინათ ქალების ფოტოები მაკიაჟით, ხოლო შემდეგ იმავე ქალების ფოტოები მაკიაჟის გარეშე.

კვლევის თანახმად, ქალები მაკიაჟით აღიქვეს უფრო მომხიბვლელებად და თავდაჯერებულებად, ასევე მიიჩიეს, რომ მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის.

კიდევ ერთი კვლევა გვიჩვენებს - თუ ქალს სჯერა, რომ მაკიაჟით ის გაცილებით ლამაზია, ვიდრე ბუნებრივად, ეს ზრდის მის თავდაჯერებულობას, ამიტომაც ქალები მაკიაჟით თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ.

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

ბევრი ქალი თავს გრძნობს ნაკლებ თავდაჯერებულად მაშინ, როცა უმაკიაჟოდაა. 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 44% თავს არამომხიბვლელად და ამავდროულად, არაკომფორტულად მიიჩნევს უმაკიაჟოდ, 14% თვლის, რომ მაკიაჟის გარეშე არ არის მომხიბვლელები, ასევე 14 % ამბობს, რომ უმაკიაჟოდ ისეთი განცდა აქვს, თითქოს შიშველია. ამავე კვლევის თანახმად, ქალების მხოლო 3% ამბობს, რომ უმაკიაჟოდ უფრო მომხიბვლელად მიიჩნევს საკუთარ თავს.

2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ქალების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მაკიაჟით უფრო თავდაჯერებული და ემოციურად გაწონასწორებულია, აქვს განცდა, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებს, არის უფრო მოტივირებული.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ქალებს, რომლებსაც საკუთარი თავი მაკიაჟის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, სჯერათ, რომ სოციალურად უფრო აქტიურები არიან, უფრო კომუნიკაბელურები, ჰყავთ ძალიან დიდი სანაცნობო წრე და უფრო მარტივად მოიპოვებენ ადამიანების ნდობას.

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

ცხადია, ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაკიაჟს - ამით შეუძლიათ გაზარდონ მომხიბვლელობა, იყონ თავდაჯერებულები, სანდოები და მოახდინონ შთაბეჭდილება სხვებზე.

თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ დროში უმაკიჟოდ სიარული ტრენდად იქცა - რატომ?

ეს უკავშირდება იმ, ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ მოსწონდეთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან ბუნებრივად. ამ ტენდენციით ქალები გზავნიან მესიჯს, რომ მათ აქვთ სურვილი დაინახონ და მიიღონ სხვებმა ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან ყოველგვარი შენიღბვის გარეშე.

დილემა ქალებისთვის - მოდაში უმაკიაჟო ვიზუალია - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშე სიარული შეძლოთ

თუ მოგწონთ, როცა ქალს ხედავთ უმაკიაჟოდ და გსურთ მის მსგავსად მოიქცეთ, თუმცა ჯერ არ ხართ მზად იმისთვის რომ სამსახურში, ან პაემანზე მაკიაჟის გარეშე წახვიდეთ, სცადეთ ეს ექსპერიმენტი და აქციეთ ის დილის რუტინად - დაჯექით სარკის წინ 10 წუთი მაკიაჟის გარეშე და უბრალოდ უყურეთ საკუთარ თავს - მოუსმინეთ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. შეაქეთ თავი, თქვენი ვიზუალი.

ასე მოიქეცით ყოველ დილით სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში და შედეგს თავად დაინახავთ. 



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>