სტილისტმა და ბლოგი Vandastyle- ის ავტორმა ვანდა ვონგმა ჩამოთვალა ის ნივთები, რომლებზეც ამ სეზონში შეიძლება უარი ვთქვათ, რადგან არასაკმარისად აქტუალური ან არასაკმარისად მოხდენილია - მათ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია გვერდი აუაროთ...
1. „მეზღვაურის“ მაისურები
ძალიან მოგვბეზრდა, ძალიან ბევრი ზოლიანია ამ ზაფხულს. ჯობია არჩევანი სხვა ფერებსა და სხვა ნივთებზე ( მაგალითად, შარვალზე ან პერანგზე) გააკეთოთ.
2. მოშიშვლებული მხრები რომანტიკულ სტილში
მოშიშვლებულ მხრებს ვუარყოფთ იგივე მიზეზით... ეს არ არის აუცილებელი აკრძალვა, მაგრამ უკეთესია თავი შეიკავოთ და ახალი ბლუზა მოშიშვლებული მხრებით არ შეიძინოთ.
ალტერნატიული წინადადება: შეიძლება ასეთი ბლუზის ქვეშ ჩაიცვათ რაიმე ტოპი. ზაფხულის გრილ დღეს ძალიან მოუხდება, თანაც ჯერ კიდევ ახლებურად გამოჩნდება.
3. აბრეშუმის ხალათი
თუ დააპირეთ ასეთი ნივთის ყიდვას, ნამდვილად დაფიქრდით ღირს თუ არა. ის თითქმის ყოველთვის არააკურატულად გამოიყურებოდა. და არასოდეს არ გამოიყურება უკეთესად, ვიდრე ერთი ტონალობის ლაბადა.
4. უგემოვნო ყვავილები
ასევე უარს ვამბობთ დიდ ყვავილებზე, მითუმეტეს თუ ისინი განლაგებულია პრიალა ქსოვილზე. „ძვირფასად“ თითქმის არასდეს არ გამოიყურება.
5. უადგილო გამჭირვალობა
ძალიან მოდური, გამჭირვალე ქსოვილების გატაცებისგან ასევე გირჩევთ უარი თქვათ. უფრო სწორად, უნდა დაივიწყოთ ჩვევა ატაროთ გამჭირვალე კაბები ქვედა საცვლებზე. იქნებ აჯობებს, დაიტოვოთ ის შემოდგომა-ზამთრისთვის, როცა თავად ამინდი გკარნახობს: ჩაიცვი ჯინსები კაბის ქვეშ!
6. კვანძი
შემთხვევა ყველა შესაძლო კვანძით თეძოზე, მგონი, ახსნასაც არ ექვემდებარება.
7. ნაქარგი
ასევე სავსეა მთელი მას-მარკეტი ნაქარგებიანი ტანსაცმლით. და ეს, აშკარაა, რომ კომპლიმენტი სულაც არ არის.
გავიმეორებ, რომ წესები არ არის მკაცრი, მაგრამ ახალი ნივთების ყიდვა ამ ჩამონათვალიდან ნამდვილად არ ღირს.
თემები: სტილი, მოდა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>