მეცნიერებმა მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცების ათეული გამოავლინეს - ვინ არის პირველ ადგილზე?
- 05.08.2017
მეცნიერებმა გამოავლინეს, თუ ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ცნობილი მამაკაცები.
დარწმუნებულები ვართ, რომ არ არსებობს საყოველთაო სტანდარტები რომელთა მიხედვითაც სილამაზის განსაზღვრაა შესაძლებელი, მაგრამ ვფიქრობთ, ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპათიურ მამაკაცთა გარეგნობით არ მოიხიბლოთ - შეუძლებელია. თანაც მათი მომხიბლელობა მეცნიერულადაა დადასტურებული:
10. ჯეიმი ფოქსი (85,46%-ით სრულყოფილია)
9. ზეინ მალიკი (86,5%-ით სრულყოფილი)
8. რაიან გოსლინგი თავისი სრულყოფილი ცხვირით (87,48%)
7. იდრის ელბა (87,93%)
6. უილ სმიტი (88,88%)
5. დევიდ ბეკჰემი, სრულყოფილი ფორმის სახე (88,96%)
4. ჰარი სტაილსი - ულამაზესი ნიკაპი და თვალები (89,63%)
3. ბრედ პიტი (90,51%)
2. ბრედლი კუპერი (91, 8%)
1. ჯორჯ კლუნი (91,86%)
კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ცნობილი მამაკაცი ჯორჯ კლუნია. მსახიობს ხშირად ასახელებდნენ სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით ყველაზე მიმზიდველად, მაგრამ ახლა ეს მეცნიერულადაც დადასტურდა.
როგორ უნდა გამოთვალოთ მომხიბვლელობის კოეფიციენტი?
გადაუღეთ ფოტო თქვენს სახეს. არ გაიღიმოთ და უყურეთ კამერას პირდაპირ. გადაიწიეთ თმა სახიდან. ამობეჭდეთ ფოტო A4 ფორმატში და გააკეთეთ საკუთარი კალკულაცია:
1. ცხვირი - გაზომეთ ცხვირის სიგრძე მისი ყველაზე ფართო ნაწილიდან წარბებს შორის მანძილამდე და გაყავით ის ცხვირის სიგანეზე. თუ მიიღებთ 1 618-ს თქვენ სრულყოფილი ცხვირი გქონიათ.
2. ტუჩები - გაზომეთ ტუჩების სიგრძე და გაყავით ის ცხვირის სიგანეზე. იდეალური ტუჩები გქონიათ, თუ ტოლობად 1 618-ს მიიღებთ.
3. სრულყოფილი ფორმის სახე - დაყავით სახე სამ ნაწილად - მანძილი თმიდან წარბამდე, წარბიდან ცხვირის ჩათვლით და ცხვირიდან ნიკაპამდე. ყველა ნაწილს ერთი და იგივე ზომა თუ აქვს, ე..ი იდეალური ფორმის სახე გაქვთ.
თემები: მამაკაცები, მსახიობები, ჰოლივუდი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>