იმუნიტეტის დაქვეითებას თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანი უჩივის, რაც უამრავი ფაქტორითაა გამოწვეული: დაბინძურებული ჰაერით, არასწორი კვებით, სტრესით, ვირუსების პრეპარატების მიმართ რეზისტენტულობით და ა.შ. თანაც, ოცი წლის ასაკიდან ორგანიზმში „დამცავი ნივთიერების“ — გლუტათიონის შემცველობა იკლებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დღეს უმეტესობას კი მისი მაჩვენებელი ოც წლამდეც დაბალი აქვს.
რა არის გლუტათიონი?
გლუტათიონი ბუნებაში ერთადერთი ანტიოქსიდანტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედში გამოიყოფა. მისი ნაკლებობა ნაადრევ დაბერებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ორგანიზმში ტოქსინების წარმოქმნას იწვევს. გლუტათიონს ასევე ორგანიზმში უკვე არსებული ანტიოქსიდანტების — C და E ვიტამინების გადამუშავების უნარი აქვს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.
მეცნიერები მას ყველაზე მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტად მიიჩნევენ, რადგანაც მხოლოდ ის მოქმედებს უჯრედულ დონეზე და როგორც საკუთარი თავის, ასევე C და E ვიტამინების რეგენერაციას ახდენს; ააქტიურებს ძველ ანტიოქსიდანტურ მოლეკულებს და ებრძვის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების გაჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წარმოდგენით ორგანიზმის ნარჩენები ნაწლავების და შარდის ბუშტის გზით გამოიყოფა, ეს პროცესი ყველაზე აქტიურად მოლეკულურ დონეზე მიმდინარეობს. კანის, ფილტვების, ღვიძლის, კუჭის და თირკმელების უჯრედებს კი დაბინძურებისგან სწორედ გლუტათიონი იცავს: ამ სასიცოცხლო ორგანოებიდან კანცეროგენებს, მძიმე მეტალებს და უჯრედის ბუნებრივ ნარჩენებს გამოდევნის.
ექსპერტების მოსაზრებით, ნაადრევი დაბერებაც სწორედ გლუტათიონის ნაკლებობითაა გამოწვეული: უჯრედებში გლუტათიონის დონეების ზრდა ამცირებს კანის დაზიანებას, რომელიც მას ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად მიადგება — სწორედ ამ დროს ჩნდება თავისუფალი რადიკალები და ზიანდება კოლაგენის ბოჭკოები.
საბოლოო ჯამში, ადამიანის უჯრედში გლუტათიონის შემცველობის ზრდა იმუნური სისტემის გაძლიერებას, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა ანტიოქსიდანტების რეგენერაციას იწვევს, რაც უჯრედებს ტოქსინების, თავისუფალი რადიკალების, დაავადებებისა და ინფექციებისგან იცავს.
როგორ მივაღწიო ამ შედეგს?
TREND-ი გირჩევს, საკვები დანამატი EDG3 მიიღო. EDG3 ამერიკელების მიერ დაპატენტებული ამინომჟავების ნაერთია, რომელსაც მეცნიერები ორგანიზმში გლუტათიონის დონის ზრდის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ. ის კენკრის სასიამოვნო გემოს მქონე ფხვნილია, რომელიც წყალში იხსნება და ყოველდღიურად მიიღება. EDG3-ის ხანგრძლივი მიღების შედეგად არა მხოლოდ იმუნიტეტის გაძლიერებას იგრძნობ, არამედ — კანი დარბილდება, ელასტიკური გახდება და მისი ზედაპირიდან გაქრება ხალები.
EDG3-ის მიღების წესები
EDG3-ის მიღება თორმეტი წლის ასაკიდანაა მიზანშეწონილი. ზრდასრულებმა ერთი პაკეტი დღეში ერთხელ, 120 მლ. წყალში უნდა გააზავონ და ისე მიიღონ, მოზარდებმა კი — ნახევარი პაკეტი. EDG3-ის ფხვნილი წყალში ბოლომდე არ იხსნება, ამიტომ მიღაბამდე კარგად უნდა მოურიო და ისე დალიო. მისი გახსნა რძეშიც შეგიძლია, ზოგჯერ ცომსაც ამატებენ და ღვეზელებს ან ნამცხვრებს ისე აცხობენ, თუმცა მაქსიმალური ეფექტისთვის მწარმოებლები მის წყალში გახსნას და უზმოზე მიღებას გვირჩევენ.
თემები: ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნებრივი საკვები დანამატი, EDG3, ძლიერი იმუნიტეტი, როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი, დაბერების საწინააღმედგო დანამატი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია