მშობლები

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

1. მატება ოჯახში - ორმხრივი გადაწყვეტილებაა

ჯანმრთელი ურთიერთობები გულისხმობენ გულწრფელობას და ურთიერთ პატივისცემას. ამ სიაში არ არსებობს პარტნიორის სურვილების იგნორირება. არ შეიძლება ერთმანეთის „დანიშვნა“ ინკუბატორად ან ბიომასალის მომწოდებლად. ბავშვების შესახებ უკეთესია დაილაპარაკოთ წინასწარ, მერე თავიდან რომ აიცილოთ კონფლიქტები.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

2. ბავშვი არ იბადება ოჯახური პრობლემების გადასაწყვეტად

ხანდახან პატარები ნამდვილად „ამთელებენ“ ბზარს ქორწინებაში. მეუღლეებს გადააქვთ ყურადღება ბავშვზე - და კონფლიქტები ქრება. არსებობს კიდევ სხვა სცენარი: მკვეთრი ცვლილებები და საზრუნავი ანადგურებს ურთიერთობებს. ნუ დააკისრებთ ბავშვს მშვიდობისმყოფელის ვალდებულებებს. დაე, დაიბადოს მშვიდ გარემოში.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

3. გინდათ გყავდეთ ბავშვი, და არა ადამიანის სრულყოფილების ნიმუში

შესაძლებელია, ბავშვის მომავალი ნიჭის შესახებ წინასწარი შეხედულებები გაგაჩნიათ. პრობლემა იმაშია, რომ ჯერ არდაბადებულ ბავშვს არ შეუძლია მოერგოს რაიმე სტანდარტებს. რა უნდა გააკეთოთ? აპატიოთ მას ეს „აცდენა“, გაუგეთ და შეიყვარეთ.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

4. ადეკვატურად აფასებთ საკუთარ ძალებს

უდარდელი სანიმუშო მშობელი - იშვიათი სახეობაა, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უიმედოდაა. უბრალოდ უნდა მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე, შეეგუოთ საკუთარ არაიდეალურობას და მოემზადოთ შეცდომებზე სამუშაოდ.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

5. არ მოარგოთ საკუთარი ცხოვრება რომელიღაც სტანდარტებს

ინტერნეტი სავსეა „სწორი“ კრიტერიუმებით: რომელ ასაკამდე ჯობია გააჩინოთ შვილი, როგორ გამოიყურება სრულყოფილი ოჯახი... თქვენზე უკეთესად ვერავინ იგრძნობს, რომ შესაფერისი მომენტი დადგა.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

6. ჯანსაღად აფასებთ მომავალი საზრუნავის მოცულობას

ბევრ წყვილს ბავშვთან ურთიერთობა გართობად წარმოუდგენია. მართალია, გართობაც ბევრი იქნება, მაგრამ საზრუნავიც არ მოგაკლდებათ. უნდა დაფიქრდეთ, რა ეფექტს მოახდენს ეს მშობლის ფსიქიკაზე, და მორალურად მოემზადოთ.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

7. ბავშვები თქვენთვის არა მხოლოდ აღტაცების წყაროა

ბავშვები ერკვევიან ჰარმონიაში, ამიტომ ადევნებენ თვალს აღფრთოვანების ბალანსს. აღტაცებული მშობლები ძალიან დატკბნენ? - ესე იგი დროა შემატონ ემოციებს სიცხარე. ვარდისფერლოყება ანგელოზი დაიწყებს სამყაროს კვლევას ჰალკის დელიკატურობით. შეეგუეთ.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

8. „ფეხმძიმობა“ და „ტრაგედია“ არ გეჩვენებათ სინონიმებად

არ არის აუცილებელი პარაშუტით ხტომა, რათა სიმაღლის შიში გადალახოთ. ასევე ფეხმძიმობასთან დაკავშირებითაც შეიძლება წინასწარ მოიშოროთ უამრავი შიში ჰუმანური წესებით.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

9. ყურადღებას აქცევთ ფინანსურ საკითხებს

მოთხოვნილებები შემოსავლებზე სწრაფად იზრდება, ამიტომ შეუძლებელია მიჰყვე საკუთარ სურვილებს. თუმცა, მინიმალური ფინანსური მარაგი მაინც უნდა გქონდეს. მომავალ ბავშვს გააჩნია უფლება სრულყოფილ კვებასა და სიმყუდროვეზე.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

10. მზად ხართ სერიოზულად განვითარდეთ როგორც მშობლები

ბავშვი - რთული „მექანიზმია“. ტირილისა და ჭირვეულობის რეჟიმი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოუვლინდეს, ჯადოსნური გადასართველი კი არ არის გათვალისწინებული. მოგიწევთ თავად მოძებნოთ საჭირო ბერკეტები და „ღილაკები“.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ

11. სურვილი გახდეთ მშობლები - გააზრებულია და არავის მიერ არ არის თავსმოხვეული

ოჰ ეს საშინელი გამონათქვამები მარტოხელა სიბერესა და ჭიქა წყალზე. ბავშვის დაბადება - ნებაყოფლობითი ნაბიჯია. უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, და არა გარშემომყოფების „ძვირფასი“ რჩევები.

11 ნიშანი იმისა, რომ მშობლის ამპლუისთვის მზად ხართ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>