1. ნამდვილი მეგობრები
მნიშვნელოვანია არა მეგობრების რაოდენობა, არამედ მათი ხარისხი. ყველაზე დამოუკიდებელ ადამიანებსაც კი სჭირდებათ ერთი ან ორი მეგობარი, ვისი იმედიც ექნებათ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ შემთხვევაში. თუ გყავს ასეთი ადამიანები, შენ ოჯახურ მდგომარეობას არა აქვს მნიშვნელობა.
2. საყვარელი სამსახური
წუთისოფელი საკმაოდ ხანმოკლეა, რომ დაიხარჯოს ტანჯვაზე. ფული - მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ გიყვარს შენი სამსახური, არ იქნები ბედნიერი, მაშინაც კი, როცა გყავს ქმარი. უნდა გქონდეს სამსახური, სადაც სიხარულით გინდა წასვლა. სწორედ ეს გახდის შენს ცხოვრებას ღირებულს.
3. საკუთარი თავის იმედი
ბევრი რამ გიადვილდება, როცა გვერდით ვინმე გყავს, მაგრამ იმაზე უფრო მეტად შთამაგონებელი არაფერია, ვიდრე შეგნება, რომ ყველაფერს თავად გაუმკლავდები. უნარების გამომუშავება დროთა განმავლობაში მოდის, მაგრამ როგორც კი მას მოიპოვებ, უკვე აღარ იქნები დამოკიდებული სხვა ადამიანზე.
4. ფინანსური დამოუკიდებლობა
ეს დაკმაყოფილების განსაკუთრებული გრძნობაა, როცა იცი, რომ შეგიძლია შეიძინო ყველაფერი, რასაც მოისურვებ და ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფაქტორია.
5. გატაცებები და ჰობი
მაშინაც, თუ გიყვარს საკუთარი სამსახური, დარწმუნდი, რომ ყველაფერი დანარჩენიც, რასაც აკეთებ, განიჭებს სიამოვნებას. ადამიანისთვის პერიოდულად საჭიროა ყველაფრისგან დასვენება, და ამისთვის უნდა გქონდეს ჰობი - სპორტის რომელიღაც სახეობა, ქარგვა, მოგზაურობა. გქონდეს ის, რისი კეთებაც ნამდვილად მოგწონს ცხოვრებაში - ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო გათხოვილი ან არ იყო.
6. საკუთარი ღირსების ძლიერი გრძნობა
როცა იცი, რისი ღირსი ხარ, არასოდეს არ დათანხმდები ნაკლებზე. საჭიროა ბევრი დრო და ძალა, რომ გაიგო, რამდენად უნდა დააფასო საკუთარი თავი. მაგრამ თუ ამას არ იზამ, ერთხელაც გაიღვიძებ და მიხვდები, რამდენი დრო და ძალა დაკარგე არასწორ ადამიანებზე და არასწორ რაღაცეებზე. საკუთარი ღირსების გრძნობა - ეს იმის გარანტიაა, რომ ცხოვრებაშიც, და სიყვარულშიც შენ იღებ მხოლოდ იმას, რაც გინდა.
7. რაღაც, რაც მოტივაციას გიქმნის
ის, რაც გაიძულებს იყო უკეთესი. ეს შეიძლება იყოს სამსახური, სპორტი, სოციალური ცხოვრება, შეიძლება პიროვნული განვითარებაც. ხანდახან მოტივაცია ძნელად მოსაპოვებელია, მაგრამ აუცილებელი, რათა ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ.
8. საკუთარი თავის ორგანიზებული მოვლა
არ არის აუცილებელი იყო ფიტნეს-გურუ ან მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მწვანე კოქტეილები, იმისათვის რომ უვლიდე თავს. შენ მხოლოდ ერთი სხეული გაქვს, და ვალდებული ხარ შეიქმნა ისეთი ცხოვრების წესი, რომ ის საუკეთესოდ ფუნქციონირებდეს. იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი.
9. ბედნიერების შეგრძნება, რომელიც არ არის დამოკიდებული შენს ოჯახურ სტატუსზე
ადამიანების ნაწილს მოსწონთ ურთიერთობებში ყოფნა, ზოგი კი სიამოვნებით იცხოვრებდა მარტო. მაგრამ ერთია - აღიარო, რომ უკეთესად გრძნობ თავს ურთიერთობებში, მეორეა - როცა მთელი შენი ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია სხვა ადამიანის არსებობაზე. როცა შეგიძლია მონახო ცხოვრებაში ბედნიერებისა და დაკმაყოფილების უამრავი სხვა წყარო, მაშინ გათხოვება - მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია ყველაფერ ამასთან ერთად.
10. ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ
ეს უკანასკნელია, რაც გჭირდება - გათხოვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში სიყვარული გაკლია. ყველაზე ნამდვილი სიყვარული, რომელიც არსებობს, ეს არის ის, რომელიც უნდა გაგვაჩნდეს საკუთარი თავის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ვიღებთ თუ არა მას კიდევ საიდანღაც.
თემები: ქალი, მარტოობა, ქორწინება, მარტოხელა
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია