მშობლები

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

ერთ დღესაც შენი შვილის კლასის დამრიგებელი გირეკავს. გეუბნება, რომ მოხდა ინციდენტი, რომელშიც შენი შვილიც მონაწილეობდა; მასთან და სკოლის დირექტორთან სასაუბროდ სასწრაფოდ უნდა მიხვიდე სკოლაში.

თქვენს გონებაში სხვადასხვა სცენარი და შეკითხვები ტრიალებს: "რამე ხომ არ დაუშავდა ჩემს შვილს?..“ „ხომ არ დაჩაგრეს?..“

მიდიხარ სკოლაში და იგებ, რომ... იგებ იმას, რასაც არაფრით ელოდი: შენი შვილი, როგორც აღმოჩნდა, სხვა ბავშვებს ჩაგრავს!

შენი შვილი მჩაგვრელია!

რა უნდა გააკეთო? ან როგორ მოხდა ეს?

რა იწვევს ბავშვებში ძალადობისა და სხვისი ჩაგვრის სურვილს?

პედაგოგების აზრით, მჩაგვრელი ბავშვის ერთადერთი ტიპი არ არსებობს, არის რამდენიმე განსხვავებული სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად აღწერს იმ ტიპთა უმრავლესობას, რომელსაც მჩაგვრელი ბავშვები მიეკუთვნებიან.

5. ბავშვი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი არ აქვს

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

არსებობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც აღიზარდნენ მზრუნველ, მოსიყვარულე ოჯახში, თუმცა მაინც მჩაგვრელ ბავშვებად გვევლინებიან. ასეთ ბავშვებს, შესაძლოა, თანაგრძნობის უნარი უბრალოდ არ გააჩნდეთ, მოსწონდეთ დომინანტობა, იყვნენ მესაკუთრეები და სურდეთ ძალაუფლება. ამ შემთხვევის პოზიტიური მხარე ის არის, რომ თანაგრძნობის სწავლა შეიძლება.

4. განებივრებული ბავშვი

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც მშობლები ძალიან ბევრის უფლებებს აძლევენ; რომლებიც იზრდებიან ყოველგვარი შეზღუდვისა და წესების გარეშე, რომლებიც მუდამ გრძნობდნენ უფლებამოსილებას, მშობლების „შანტაჟის“ ძალას. ბავშვებს, რომლებიც თავიანთ მშობლებს აშანტაჟებენ, შესაძლოა, სჯეროდეთ კიდეც, რომ მათ სხვისი ჩაგვრის უფლება აქვთ.

3. დაკარგული ბავშვი

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

არიან ბავშვები, რომლებსაც სახლში „ვერ ამჩნევენ“, ასეთი „უხილავები“ ცდილობენ სკოლაში ყველასთვის „ხილულები“ გახდნენ. ბავშვს მუდმივად სჭირდება სიყვარული, ყურადღება და პატივისცემა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასზე ზრუნავენ. არავინაა მშობლებზე მნიშვნელოვანი. დაბადებიდან სიკვდილამდე შვილები ცდილობენ, მშობლების მოწონება დაიმსახურონ. თუ სახლში სიყვარულს და ყურადღებას არ გრძნობენ, შესაძლოა, თავი უმნიშვნელოდ და უუფლებოდ მიიჩნიონ. უხილაობის განცდა სიბრაზეში გადადის, რასაც სკოლაში სხვების ჩაგვრით ავლენენ.

2. დაჩაგრული ბავშვი

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

ზოგ შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც სხვაზე ძალადობს, ხშირად თავად არის ოჯახის მიერ ჩაგრული. შესაძლოა, ასეთ ბავშვს, სახლში ცუდად ეპყრობიან ან ხედავს, რომ მშობლები ეპყრობიან ცუდად ერთმანეთს და მას შიშისა და დაჩაგრულის განცდა უჩნდება. ამის შედეგად კი სკოლაში ის სხვებზე ძალადობს იმ მოტივით, რომ დაიბრუნოს თავისი ძალა.

1. ბავშვი ოჯახის სარკეა

მოძალადე ბავშვები - როგორ შევცვალოთ ეს რეალობა?

ბავშვები იმას იმეორებენ, რასაც ხედავენ. თუ ბავშვზე სახლში ძალადობენ მშობლები, ან ხშირად ოჯახში უპატივცემულობასა და შეურაცხყოფას ხედავს, ბავშვი მსგავს ქცევებს სკოლაშიც იმეორებს. აქ დასაშვებია ის მოსაზრება, რომ ბავშვები თავიანთი მშობლებისგან სწავლობენ ძალადობრივ ქმედებებს.

გახსოვდეს: მჩაგვრელი ბავშვებიც ბავშვები არიან!

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მჩაგვრელი ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები არიან. მათ ყოველ ქმედებას აქვს მიზეზი და მათ ძალიან სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ სწორი მიმართულების ჩვენება. ბავშვს შეუძლია სოციალური ჩვევების შეცვლა, ემპათიისა და თანადგომის უნარის გამოღვიძება, ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ამიტომაც ყველაფერი გააკეთე მის დასახმარებლად. ნუ დატოვებ მას მარტოდ, რადგან მჩაგვრელსა და მოძალადეს ზრდასრულობაშიც პრობლემები ექმნება - მშობლებთან, მეგობრებთან, უცნობებთან და კანონთან!



წყარო:&nbsp;<a href="http://www.huffingtonpost.com/entry/how-a-child-becomes-a-bully_us_57f584e7e4b0568704999d6b">huffingtonpost.com</a>