ჩვენი სარედაქციო ჯგუფი ძალიან აქტუალური პრობლემით — თმის ცვენით დაინტერესდა და რამდენიმე მოკვლევა აწარმოა. შედეგად, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ფაქტი გაგაცანით. COSMOPOLITAN-ი ამერიკის თმის ასოციაციის კვლევის დრამატულ შედეგს აქვეყნებს: თმის ცვენის პრობლემის მქონე პაციენტების 40 %-ს ქალები შეადგენენ! ეს ხომ ქალისთვის ძალიან მტკივნეული თემაა — საუკუნეების განმავლობაში, თმა ერთ-ერთი ძვირად ღირებული ინვესტიცია და თავის მოწონების საშუალება იყო.
მას შემდეგ, რაც ალოპეციის (თმის ბუდობრივი ცვენა) გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრეთ, ლოგიკური კითხვა გაჩნდა:
ვის მივმართო ამ პრობლემით საქართველოში?
თმის ცვენის შესახებ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხს კლინიკა „კანის“ ტრიქოლოგები გაგცემენ — კლინიკა „კანი“ ჩვენს რეალობაში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ტრიქოლოგიას — იგივე თმის ღეროვან დიაგნოსტიკას გვთავაზობს. თანაც, ამ პრობლემის მოგვარება ფუფუნება ნამდვილად არ არის — მკურნალობის კურსი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
რა პრინციპით მუშაობს „კანი“?
კლინიკა საქართველოში 2014 წლიდან არსებობს და დერმატო-ვენეროლოგიის დარგში ინოვაციური სამუშაო პრაქტიკის და აპარატურის დამსახურებით ლიდერობს. განსხვავებულია მედიკოსების პრაქტიკაც: მას შემდეგ, რაც სკალპის და თმის ღეროვანი დიაგნოსტიკა ჩაგიტარდება, ყველა მონაცემი გერმანულ კლინიკა TrichoLAB-ში გაიგზავნება. TrichoLAB-ის ლაბორატორია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც პაციენტებს თმის დეტალურ გამოკვლევას სთავაზობს. შენი დიაგნოზიც სწორედ იქ — საერთაშორისო ექიმების მიერ დადგინდება. შემდეგ ეტაპზე მკურნალობის მთლიან პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად „კანის“ უცხოელი პარტნიორები ერთვებიან.
TrichoLAB-ის საერთაშორისო მედიკოსების გუნდი ევროპის წამყვანი ტრიქოლოგებითაა დაკომპლექტებული. ისინი წელიწადში რამდენიმეჯერ პარტნიორ კლინიკებს, მათ შორის — „კანს“ სტუმრობენ და ადგილობრივ პროფესიონალებს თმის ბუდობრივი ცვენის და სხვა პრობლემების გადაწყვეტილებების შესახებ უახლეს საერთაშორისო პრაქტიკას უზიარებენ.
TrichoLAB-ის ლაბორატორია, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის —აშშ-ში, შვეიცარიაში და ავსტრიაში; კავკასიის რეგიონში კი მისი ერთადერთი პარტნიორი სწორედ კლინიკა „კანია“. ლაბორატორია თმის გამოკვლევის და მკურნალობის პროცესში გერმანული ბრენდის — FotoFinder-ის დანადგარებს იყენებს, რომელიც დერმატო-ვენეროლოგიის დარგში სრულიად ახალი მიდგომებით პოზიციონირდება: დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია — სპეციალური აპარატით თმის სტრუქტურის გადაღება და სკალპის შესწავლა ხდება, შემდეგ ეტაპზე კი მონაცემების დამუშავება TrichoLAB-ის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. კომპანია FotoFinderSystems TrichoLAB-ი ინოვაციური და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით და მობილიზებული მომსახურეობითაა ცნობილი.
FotoFinder-ი 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობს და კოლაბორაციებს შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს. მათ რიგებს ახლა უკვე საქართველოში მდებარე კლინიკა „კანი“ უერთდება.
FotoFinder-ის და „კანის“ პირველი ერთობლივი პროექტი კანის და ხალის ონკოლოგიური რისკების განსაზღვრას მიეძღვნა: პირველად საქართველოში კანის და ხალის დიაგნოსტიკა ჩატარდა. წელს კი „კანი“ და FotoFinder-ი კიდევ ერთ წარმატებულ კოლაბორაციას — ტრიქოლოგიის, იგივე თმის ცვენის ინოვაციური დიაგნოსტიკის პროექტს გვთავაზობენ. სულ ცოტა ხნის წინ, FotoFinderSystems TrichoLAB-მა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პარიზში გამართული კონგრესის ფოტო გაავრცელა, სადაც კომპანიის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მედიკოსები კლინიკა „კანს“ მოკითხვას უძღვნიან.
გახსოვდეს: ალოპეციის ზოგიერთი აგრესიული ფორმა თმის ძირებს ისე აზიანებს, რომ იმ ადგილებში თმა ვეღარ იზრდება. მკურნალობის შედეგად მხოლოდ პროცესის შეჩერებაა შესაძლებელი, გაცვენილი თმა კი აღარასოდეს აღდგება. ამიტომაც, ტრიქოლოგებიც და დერმატოლოგებიც ერთხმად მოგვიწოდებენ: „ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!“ თუმცა ეს მოწოდება ხომ ჯანმრთელობის ყველა სახის პრობლემაზე ვრცელდება.
თემები: თმის ცვენა, თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი, კლინიკა "კანი", სად ვიმკურნალო თმის ცვენა?, კანის მკურნალობა
წყარო: <a href="http://www.kani.ge">კლინიკა „კანი“</a>