LIFE

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

არსებობს ათასობით რჩევა და ფსიქოლოგიური მეთოდი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და გავიხაროთ ყოველი ახალი დღით. მაგრამ რა შეუძლია შემოგვთავაზოს ჩვენს საკუთარ ტვინს?

1. ვისწავლოთ ვთქვათ „მადლობა“

რა ხდება: როცა ჩვენ რაღაცისთვის ვუხდით მადლობას ადამიანს ან თუნდაც ბედისწერას, მაშინ ვახდენთ ფოკუსირებას ცხოვრების დადებით მხარეებზე. სასიამოვნო ფიქრები თავის ტვინის წინა სარტყელის ქერქში იწყებენ სეროტონინის გამომუშავებას. ასეთ მეთოდს ხშირად იყენებენ დეპრესიის სამკურნალოდ.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

2. გადაწყვიტოთ პრობლემები 

რა ხდება: ტვინი 24 საათი ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს, რომელიც გვაწუხებს. ამას სჭირდება უამრავი ენერგია, ამიტომ ვგრძნობთ ღელვასა და გაღიზიანებას. თუ ტვინი გადაიღალა, შედეგი კი არ არის. მაგრამ თითოეული მიღებული გადაწყვეტილების გამო, იწყებს საკუთარი თავის წახალისებას ნეირომედიატორების ულუფით, რომელიც ამშვიდებს ლიმბურ სისტემას და გვეხმარება კვლავ დავინახოთ სამყარო საუკეთესო რაკურსით. ამიტომ პრობლემების გადაჭრა ნამდვილად უკეთესია ერთი მეორეზე მიყოლებით.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

3. გამოთქვათ ყველაფერი ცუდი, რაც დაგროვდა

რა ხდება: როცა უბრალოდ ვხედავთ რაიმე უსიამოვნოს და როცა ვამბობთ იმას, რაც არ მოგვწონს, ამაში ჩართულია ტვინის სხვადასხვა განყოფილებები. უკანასკნელ შემთხვევაში უსიამოვნო ემოციები ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე. ამიტომ სასარგებლოა გამოთქვათ ყველაფერი, რაც დაგროვდება: ტვინი აამუშავებს სეროტონინის დონეს და თან მონახავს ნებისმიერ უსიამოვნებაში რაღაც დადებით მხარეებს.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

4. შეხება და ჩახუტება

რა ხდება: ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთმოქმედება. სოციალური მხარდაჭერა, კერძოდ შეხება და ჩახუტება, ეხმარება ადამიანებს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ ავადმყოფობის შემდეგ. თუ ცხოვრებიდან ამოიღებთ ტაქტიურ ურთიერთობას, ტვინი აღიქვამს ამას ისევე, როგორც ფიზიკურ ტკივილს, - ამაზე პასუხისმგებელია ერთი და იგივე ზონები. და შედეგად ამუშავდება პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს განწყობაზე და ხელს უწყობენ დეპრესიის განვითარებას.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

5. სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა

რა ხდება: ტვინისთვის ახალი ინფორმაცია ნიშნავს გარემოს მუდმივ ცვალებადობას. ამის გამო ის ადაპტირებას ცდილობს, ვითარდება და ახალი ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებისთვის აჯილდოვებს საკუთარ თავს დოფამინით, სიხარულის ჰორმონით. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, არ შეგეშინდეთ მოსინჯოთ რაიმე ახალი, შეცვალოთ გარემოცვა და ისწავლოთ ის, რაც ჯერ არ იცით.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

6. დაკავდით სპორტით

რა ხდება: ფიზიკური დატვირთვა - ეს სტრესია სხეულისთვის. როგორც კი სტრესული დატვირთვა მთავრდება, ხდება ენდორფინების გამოყოფა. ისინი გამოიმუშავება ტვინის ჰიპოფიზის მიერ ჯილდოს სახით და ჰგავს ნარკოტიკებს, რომლებიც ამცირებენ ტკივილს და ზრდიან განწყობას. ჩვეულებრივ გასეირნებასაც კი შეუძლია სასწაულის მოხდენა.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

7. კარგად გამოიძინოთ

რა ხდება: სანამ ჩვენ გვძინავს სიბნელეში, გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი - ის აფერხებს ყველა პროცესს ორგანიზმში, ეხმარება აღდგენაში და ზრდის სეროტონინის შემცველობას ჰიპოთალამუსში. თუ ტვინი აფიქსირებს განათების ცვალებადობას, იწყება სტრესის ჰორმონის გამოყოფა, რათა უფრო სწრაფად გააღვიძოს სხეული. ამიტომ მნიშვნელოვანია 6-8 საათიანი ძილი სრულიად ბნელ ოთახში.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ

8. იმყოფებოდეთ რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში

რა ხდება: სიამოვნების მოლოდინის პროცესი, მაგალითად, კერძის ან სექსის, წინასწარი ნერწყვგამომყოფი რეფლექსის მსგავსია, რომელიც აღმოაჩინა პავლოვმა. ჩვენი ტვინი განიცდის განსაკუთრებულ სიამოვნებას, როცა სასიამოვნო მოვლენის მოლოდინშია. ამიტომ გვიყვარს ასე საათებისა და წუთების დათვლა რომელიმე განსაკუთრებულ მომენტამდე: დაბადების დღემდე ან ქორწილამდე, მეგობართან შეხვედრამდე ან უბრალოდ სამუშაო დღის ბოლომდე.

ნეირობიოლოგის 8 რჩევა იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>