სტილი

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

იყო მოდური, გქონდეს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება - მარტივი ნამდვილად არ არის. აუცილებელია გქონდეთ გარკვეული ცოდნა ამ საკითხში, რომელიც დაგეხმარებათ. ამიტომაც გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდეთ:

1. ჩაიცვით სამოსი, რომელიც ნამდვილად გიხდებათ და თქვენს მომხიბვლელ მახასიათებლებს უსვამს ხაზს - ნუ ჩაუცვამთ სამოსს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტრენდულია.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

2. უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს და არა რაოდენობას - რა თქმა უნდა, ქალების უმეტესობას სურს, რომ უამრავი სამოსი და აქსესუარები ჰქონდეს გარდერობში. ჩვენ ვცდილობთ ვიყიდოთ იაფად, მაგრამ ბევრი. თუმცა უმჯობესია, რომ ყოველთვის მიანიჭოთ უპირატესობა ხარისხიანს და უარი თქვათ რაოდენობაზე.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

3. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ უნიკალური ვიზუალი გქონდეთ - ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული აღნაგობა და ეს განსხვავებულობა და უნიკალურიბა არ უნდა დაკარგოთ. უნდა გამოირჩეოდეთ სხვებისგან და არ გეცვათ ისე, როგორც სხვებს აცვიათ.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

4. უარი თქვით ძალიან ბევრ აქსესუარზე - გამოიყენეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ და რაც ნამდვილად უსვამს ხაზს თქვენს ღირსებებს. ნუ გადაიტვირთებით.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

5. გახსოვდეთ, რომ შეიძლება სამოსი ერთ მაღაზიაში ძვირი ღირდეს, მეორე მაღაზიაში კი ზუსტად იგივე სამოსი, იგივე ხარისხით უფრო იაფად იყიდოთ.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

6. ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რა არის მოდაში - რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი ჩაიცვათ რაც მოდაშია, მაგრამ აუცილებელია, თვალყური ადევნოთ მოდის თანამედროვე ტენდენციებს და შეარჩიოთ ისეთი რამ, რაც თქვენს ვიზუალს მოუხდება. თვალი გადაავლეთ ხოლმე მოდურ ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებს, რომლებიც რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას ახალი ტენდენციების შესახებ.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

7. აქსესუარები შეუსაბამეთ სამოსსს - ატარეთ მხოლოდ ისეთი აქსესუარები, რომლებიც ნამდვილად უხდება თქვენს სამოსს. ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს შეუძლიათ შექმნან შესანიშნავი მოდური ლუქი, თუმცა ამავდროულად, მათ აქვთ უნარი დაანგრიონ მითი იმის შესახებ, რომ მოდაში ერკვევით. სცადეთ, ხშირად შეიძინოთ ნეიტრალური ფერების აქსესუარები, რომლებიც სამოსის უმეტესობას უხდება.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

8. შეაკერინეთ სამოსი - სამოსის შეკერვა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გქონდეთ ზუსტად თქვენი ზომის ტანსაცმელი. გირჩევთ ატაროთ სამოსი, რომელიც ზუსტად თქვენი ზომისაა. ასეთ დროს თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

9. სცადეთ რამე ახალი - ნუ შეგეშინდებათ, რომ მცირე კრეატივი შეიტანოთ თქვენს ვიზუალში. ზოგჯერ სცადეთ რაღაც ახალი და განსხვავებული.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი

10. სხეულის მოშიშვლებისას დაიცავით ზომიერება - ქალების ნაწილს უყვარს მოშიშვლებული სხეულის გამოჩენა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მისი გამოჩენის სწორი გზა. თუ გსურთ, რომ სექსუალური და მოდური ვიზუალი გქონდეთ, ყველაფერი არ უნდა მოიშიშვლოთ, ზომიერება უნდა დაიცვათ.

თუ გსურთ მოდური და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ - 10 ქალური ხრიკი



<a href="https://bvltrades.com">https://bvltrades.com</a>