სილამაზე

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

თითქმის ყველა ქალის სურვილია - გამოიყურებოდეს შესანიშნავად, მაგრამ რა ხერხებს იყენებთ ამისთვის და როგორ ცდილობთ რომ შეუდარებლები იყოთ?

გთავაზობთ სილამაზის რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა საშუალებითაც დაზოგავთ დროსა და ფულს და ამასთანავე, შეძლებთ იყოთ მოვლილები და მომხიბვლელები:

1. ლამაზი თმა - თუ გაქვთ ცხიმიანი თმა. დაგჭირდებათ სუფრის, ან ზღვის მარილი (უმჯობესია ზღვის მარილი). 2-3 სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ შამპუნში და ასე დაიბანეთ. მალე ნახავთ, რომ თმა ცხიმიანი აღარ იქნება და ამავდროულად, მას ჯანსაღი იერი მიეცემა. 

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

2. სქელი წარბები და წამწამები - არ გადააგდოთ ტუშის ტუბი. გარეცხეთ ის და გააკეთეთ მასში ნაზავი - E ვიტამინი, ალოე ვერას წვენი და აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთს. წაისვით ის წამწამებსა და წარბებზე. წაისვით ყოველ საღამოს დაძინებამდე.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

3. თუ თვალს ქვემო ე.წ. ბალიშები და სიმრგვალეები გაქვთ - თუ გიყვართ ყავა, არ გადაყაროთ მისი ნალექი, ის დაგეხმარებათ რომ თვალის იერი იყოს ჯანსაღი. შეურიეთ ყავის ნალექს ქოქოსის ზეთი, წაისვით თვალის ქვეშ და გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთი. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

4. ბრძოლა ცელულიტის წინააღმდეგ - ცეცლულიტის წინააღმდეგ ბრძოლა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. 2 სუფრის კოვზი დაფხვნილ კოჭას შეურიეთ 5 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა და დაამატეთ 10 სუფრის კოვზი თბილი წყალი. წაისვით მიღებული ნაზავი პრობლემურ ადგილას. გაიჩერეთ ერთი საათი, შემდეგ მოიშორეთ და დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთჯერ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

5. პრიალა ფეხები - „შუგარინგი“ ეპილაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. ის ნაკლებად მტკივნეულია და არ აღიზიანებს კანს. შეურიეთ ¼ ჭიქა ლიმონის წვენს 2 ჭიქა შაქარი და ¼ ჭიქა წყალი. შეათბეთ მანამდე სანამ ნაერთი ოქროსფერი არ გახდება, გააგრილეთ და წაისვით ფეხებზე შემდეგ კი აიძრეთ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

6. ლამაზი და ძლიერი ფჩხილები - შეურიეთ ქოქოსის ზეთი, თაფლი და რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ნაერთი წაისვით ფრჩხილებზე. ის აძლიერებს მათ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

7. სახეზე შავი წერტილები - თუ ცხვირისა და ნიკაპის მიდამოებში შავი წერტილები გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი ნიღაბი - 1 სუფრის კოვზ თბილ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ასევე ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მოათავსეთ მიღებული ნაერთი ბამბაზე, ან სტერილურ ბინტზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რამე სუფთა ნაჭერიც. დაიდეთ ისე პრობლემურ ზონაზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

8. ლამაზი იღლიისთვის - იღლიის მიდამოში კანის გათეთრებას მარტივად შეძლებთ - დაიდეთ ამ ადგილას კარტოფილი და გაიჩერეთ ნახევარი საათი.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

9. მზისგან დაცვა - საჭმელი სოდის საშუალებით თავიდან აირიდებთ მზისგან დაწვას და სიწითლეს. ასევე ის კარგია უკვე დამწვარი სხეულისთვისაც. მოიყარეთ ის მტკივნეულ ადგილას და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

10. პრიალა ქუსლები - 2 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ½ ჭიქა საჭმელი სოდა და 1 ჭიქა ძმარი. ამ ნაზავში გააჩერეთ ფეხები 15-20 წუთი, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

11. პრიალა კანი - ცნობილი შავი ნიღბის გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი ნახშირი და 1/5 სუფრის კოვზი ჟელატინი გახსენით თბილ წყალში და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

12. თეთრი კბილების საიდუმლო - მარწყვი კბილების გათეთრებაში დაგეხმარებათ - შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ დაჭყლეტილ მარწყვს 1 სუფრის კოვზი სოდა და გამოიყენეთ ის კბილის პასტის ფუნქციით. პროცედურის ჩატარება ნებადართულია თვეში მხოლოდ ორჯერ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

13. იმისთვის რომ სახეს დაღლილი იერი არ ჰქონდეს - თუ გსურთ რომ დამღლელი დღის ბოლოსაც შესანიშნავად გამოიყურებოდეთ, გამოიყენეთ სპეციალური სპრეი. ალოეს გელს შეურიეთ წყალი და მიღებული მიქსი წაიღეთ ყველგან. მიისხურეთ სახეზე, როცა ამის საჭიროება იქნება.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

14. სასიამოვნო სურნელი თმაზე - თუ გსურთ, რომ თმამ სასიამოვნო სურნელი მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს, სუნამო აპკურეთ სავარცხელს და თმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაივარცხნეთ.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო

15. თუ გსურთ რომ უფრო მკვრივი მკერდი გქoნდეთ - ამისთვის გამოიყენეთ ვაზელინი და წაისვით ის დაძინებამდე ყოველ დღე. ორი კვირის შემდეგ ნახავთ, რომ მკერდზე კანი უფრო ელასტიური, დატენიანებული გახდა, ხოლო მკერდი უფრო გამკვრივდა.

მკერდის გამკვრივება, ლამაზი თმა, კბილების გათეთრება და... - სილამაზის 15 გამხელილი საიდუმლო



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>