LIFE

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

1. არ დაგეგმოთ - ურთიერთობა ბუნებრივად უნდა განვითარდეს. წინასწარ თუ დაგეგმავთ, არაფერი გამოვა.

2. უნდა შეგეძლოთ პატიება - და გულწრფელად უნდა აპატიოთ. ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდება თუ სიტყვა - „გაპატიე“, მხოლოდ სიტყვაა და სინამდვილეში მიანც განაწყენებული რჩებით.

3. გიყვარდეთ და მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანს, როცა რთული პერიოდი აქვს, როცა ავადაა - ადამიანს სიყვარული და მხარდაჭერა ყველაზე მეტად ცხოვრების მძიმე დღეებში სჭირდება.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

4. ნუ შეულით ხელს პროფესიულ, თუ პიროვნულ განვითარებაში - ადამიანი, რომელიც სამყაროს 50 წლის ასაკში ისე უყურებს, როგორც ოცი წლის ასაკში უყურებდა, მას 30 წელი დაუკარგავს - ეს მუჰამედ ალის სიტყვებია. ასე რომ, ნუ შეუშლით ხელს განვითარებაში.

5. აუცილებლად უნდა გქონდეთ რწმენა საყვარელი ადამიანისადმი - რწმენისა და ნდობის გარეშე არაფერი გამოვა.

6. იმოგზაურეთ ერთად - ნახავთ, ეს როგორ გაამყარებს თქვენს ურთიერთობას და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

7. აუცილებლად უნდა გქონდეთ პირადი ინტერესები - საუკეთესოა, თუ ყველაფერს ერთად არ გააკეთებთ, არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი მოგწონდეთ, რაც მას მოსწონს და იტაცებს. უნდა გქონდეთ პირადი ინტერსები, საქმე, რომლითაც მის გარეშე დაკავდებით.

8. შეიძინეთ საერთო მეგობრები - არ ვულისხმობთ იმას, რომ თქვენი ბავშვობის მეგობრები უნდა დაუმეგობრდნენ თქვენს პარტნიოს, ეს დიდი ალბათობით ისედაც ასე იქნება, შეიძინეთ ურთიერთობის პერიოდში ახალი , საერთო მეგობრები.

9. ნუ დაიწყებთ მის გაკონტროლებას - რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ ყველაფერი მის შესახებ, მაგრამ ყოველ საღამოს არ უნდა დაუწყოთ გამოკითხვა, რას, როგორ, როდის და რამდენი ხანი აკეთებდა. ეს მომაბეზრებელია და ურთიერთობაში პრობლემებს წარმოშობს.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

10. იყავით ფორმაში - არ არის აუცილებელი მოდელს ჰგავდეთ, ამას თქვენგან არავინ მოითხოვს, მაგრამ ფორმაში ყოფნა, მოწესრიგებულობა აუცილებელია ბედნიერი და გრძელვადიანი ურთიერთობისთვის.

11. შეხედეთ საკუთარ თავს კრიტიკული თვალით - დაფიქრდით, რამდენად ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობაში ბედნიერი იყოს, რამდენად ქმნით კომფორტს.

12. უნდა შეგეძლოთ შეცდომის აღიარება - დიდ ადამიანებს შეუძლიათ შეცდომის აღიარება და ასეთებთან ურთიერთობა სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, როცა შეგიძლიათ საკუთარი დანაშაული დაინახოთ და ის აღიაროთ, ეს ურთიერთობაზე პოზიტიურად აისახება.

13. აუცილებლად იზეიმეთ სხვადასხვა დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები - მაგალითად ქორწინების დღე და ა.შ.

14. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი - მცირე სირპრიზები და ორიგინალური საჩუქრებიუმნიშვნელოვანესია.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

15. იყავით პოზიტიურები - უნდა შეგეძლოთ მცირე რაღაცებით გახარება და მომენტებით დატკობობა.

16. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები და აზრები.

17. გაიუმჯობესეთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, მუდამ იზრუნეთ თვითგანვითარებაზე - სცადეთ, რომ განვითარდეთ, მუდამ სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფოდეთ, არ უნდა დარჩეთ ერთ ადგილას. ასე უფრო საინტერესო იქნება თქვენთან თანაცხოვრება.

18. ისაუბრეთ პარტნიორთან სექსზე - შედეგად, თქვენ უკეთესი სექსუალური ცხოვრება გექნებათ.

19. წაახალისეთ, გამოხატეთ სიხარული - გაიხარეთ, როცა ნახავთ, რომ თქვენმა პარტნიორმა რაღაც წარმატებას მიაღწია, გაიზიარეთ მისი სიხარული, მიულოცეთ და შეგიძლიათ მცირე საჩუქრითაც წაახალისოთ.

20. გქონდეთ საიდუმლო, მაგრამ ნუ იქნებით საიდუმლოებით მოცული - რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ეტყვით ერთმანეთს, მაგრამ არ უნდა დაუმალოთ ყველაფერი. საიდუმლოები ურთიერთობაში პრობლემას აჩენს.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

21. იყავით პირდაპირი და ნუ იქნებით სარკასტული.

22. წესრიგის დაცვა აუცილებელია - ნუ დაყრით სახლში ჭუჭყიან წინდებს, საცვლებსა და სველ პირასახოცს.

23. ნუ გააზვიადებთ ფაქტებს.

24. ნუ დაუძახებთ ერთმანეთს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა - იდიოტო, სულელო, დებილო და ა.შ.

25. რთულ სიტუაციაში მისი კრიტიკის ნაცვლად, ჯობს გაანალიზო, შეაფასო შექმნილი მომენტი და პრობლემის გადაჭრის გზები იპოვო.

26. ხშირად იკითხეთ - კითხვა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გაექცეთ რეალობას და ამასთანავე, განივითაროთ საკუთარი შესაძლებლობები, რომ შექმნათ ახალი და უკეთესი რეალობა.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

27. დაიცავით თანასწორობა მიუხედავად იმისა, თუ ვინ გამოიმუშავებს უფრო მეტ ფულს.

28. ხშირად უთხარით კომპლიმენტი.

29. პატივი ეცით თქვენი პარტნიორის მეგობრებს - გვესმის, რომ შესაძლოა ზოგიერთი მათანი არ მოგწონდეთ, რომ მათი ზნეობრივი პრინციპები თქვენსას არ შეესაბამებოდეს, გქონდეთ განსხვავებული მსოფლხედვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოიჩინეთ ტოლერანტულობა, ის თქვენი საყვარელი ადამიანის მეგობარია.

30. მიეცით პარტნიორს უფლება, რომ ჰქონდეს პირადი ინტერესები - ისევე როგორც თქვენ, მასაც სჭირდება ჰქონდეს საქმე, რომლითაც მხოლოდ თვითონ დაკავდება.

31. მიეცით პირადი სივრცე და დრო - არ არის აუცილებელი ყოველი წამი ერთად გაატაროთ. ეს ცუდად მოქმედებს ურთიერთობაზე. ზოგჯერ საჭიროა, ცოტა მოგენატროთ ერთმანეთი.

35 რამ, რაც წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ

32. აუცილებლად დაიცავით პირადი ჰიგიენა.

33. ზოგჯერ თქვენი საყვარელი ადამიანის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საგანგებო წვეულება მოაწყვეთ - არ არის აუცილებელი ყველა მათგანი მოიწვიოთ, დაპატიჟეთ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენს საყვარელ ადამიანს უყვარს.

34. მნიშვნელოვანია გქონდეთ კარგი მანერები.

35. ასევე მნიშვნელოვანია გრძნობდეთ პასუხისმგებლობას - ნუ დახარჯავთ მთელ ფულს უსარგებლო ნივთებში, ნუ დაკარგავთ დროს ისეთი საქმისთვის, რომელიც არაფერს გაძლევთ.



<a href="http://irelease.org">http://irelease.org</a>