რატომ ქორწინდებიან ადამიანები? - პირადი სურვილი, თუ საზოგადოების კარნახით მიღებული გადაწყვეტილება
- 11.09.2017
ადამიანები იბადებიან და სრულყოფილებისკენ სწრაფვას იწყებენ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს რაც ფიზიკური და ემოციური ფუნქციონირებისთვის გვჭირდება. გვაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომლის საშუალებითაც უნარები შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვივითაროთ.
ჩვენ ვართ ადამიანები, განუსაზღვრელი შესაძლებლობებით.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი არასრულყოფილად მიიჩნევს მათ, ვინც მარტოხელაა. თვლიან, თუ მეორე ნახევარს არ იპოვი, სრულყოფილი ცხოვრება ვერ გექნება, რომ რაღაც შენთან ისე არაა, როგორც საჭიროა.
სამწუხაროდ, სწორედ საზოგადოების წნეხის შედეგად, ადამიანი იძულებულია ისეთ პარტნიორს დაუკავშიროს ცხოვრება, რომელთანაც ბევრი პრობლემა ექნება, რომელთანაც დაკარგავს თავისუფლებას და თვითმყოფადობას.
ხშირად საზოგადოების წევრები, მარტივად ვეთანხმებით და ვიღებთ იმ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებსაც ის გვთავაზობს, ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე. ალბათ, უმჯობესია დავფიქრდეთ და კითხვები დავსვათ ამა თუ იმ საკითხისადმი, სანამ უპირობოდ მივიღებდეთ და დავეთანხმებოდეთ მას.
საზოგადოება აყალიბებს კანონებს, ზნეობრივ ნორმებსა და სტანდარტებს იმისთვის, რომ გააკონტროლოს მასები. რთული მოსასმენია ის, რასაც ახლა ვიტყვით, მაგრამ ადამიანები ვემსგავსებით მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთა მართვაც მარტივად შესაძლებელია.
საზოგადოება აქტიურად ერევა ადამიანის ცხოვრებაში და ეს არ ეხება მხოლოდ ქორწინებას, ეს ეხება ზოგადად ცხოვრების წესს, შვილების გაჩენას, სამსახურს. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობთ, რომ ვიღაც ჩვენს პირად სამყაროში აქტიურად აფათურებს ხელებს.
კონკრეტულ შემთხვევაში განვიხილოთ ქორწინების მაგალითი. ობიექტურად, თუ შევხედავთ, მარტო ცხოვრება თავისუფლებას ნიშნავს, ნიშნავს იმას, რომ შენი თავი შენ გეკუთვნის, რომ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხარ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მარტო იღებ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტოხელობას პოპულარიზაციას ვუწევთ. უბრალოდ, გვსურს გითხრათ, რომ ის, თუ როგორ იცხოვრებთ, როგორ ცხოვრებას აირჩევთ - თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, ეს თქვენი ცხოვრებაა. შესაძლოა, ვიღაცას მარტო ცხოვრება სურს, ვიღაცას არა, მთავარია გადაწყვეტილება საზოგადოების კარნახით არ მიიღოთ და მოიქცეთ ისე, როგორც თავად გსურთ.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, ქორწინება
<a href="https://wizzhouse.com/">https://wizzhouse.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია