LIFE

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

ბოლო პერიოდში არაერთი კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ზრდასრულ ადამიანთა ცხოვრებაზე მათი ბავშვობისდროინდელი მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა.

კვლევებზე დაყრდნობით, ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ 24 ძირითად პრობლემას, რომელიც ასეთ ადამიანებს ზრდასრულ ასაკში სტანჯავთ.

1. ის არავის ენდობა და ეს ფაქტი განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობის აწყობაში უშლის ხელს.

2. ასეთი ადამიანები ხშირად კომუნიკაციის დროს ავლენენ უყურადღებობას და თითქოს ავტომატურად, რაღაც მანქანასავით, ინერციით მოქმედებენ. ეს კი, ფსიქიკის დარღვევითაა გამოწვეული.

3. მიდრეკილნი არიან თვითდაზიანების მიყენებისკენ და ეს ჩვევა მათ ბავშვობიდან მოსდევთ.

4. შეიძლება გაბრაზდნენ ნებისმიერ ადამიანზე სრულიად უმიზეზოდ, მოულოდნელად „აფეთქდნენ“ და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებიან. ეს მათ ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე მიუთითებს.

5. ისინი განუწყვეტლივ ნერვიულობენ, ყველაფერი აღიზიანებთ.

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

6. ისინი თავს უსარგებლო ადმაიანებად თვლიან, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. დარწმუნებულები არიან, რომ ვერაფერს გააკეთებენ.

7. აქვთ დაბალი თვითშეგასება.

8. მათზე კომპლიმენტები კარგად არ მოქმედებს. ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ კომპლიმენტს და თვლიან, რომ ის ვინც აქებს, ატყუებს.

9. არ მოსწონთ როდესაც საკუთარი ხმა ესმით, ეს ხმა ბავშვობიდან რაღაც ცუდს ახსენებთ.

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

10. ისინი თვლიან, რომ სხვებისგან განსახვავებული ადამიანები არიან, რომ არ არიან სრულფასოვნები. 

11. მუდამ საყვედურობენ საკუთარ თავს. ემოციურად და მენტალურად ეს კიდევ უფრო ანადგურებთ.

12. გაურბიან კონფლიქტებს, რადგანაც კონფლიქტის შემდეგ მუდამ შფოთვა აწუხებთ, რომელსაც ვერ ამარცხებენ.

13. მათთვის რთულია თვალებით კონტაქტის დამყარება, კომუნიკაციაც არ არის მათთვის კომფორტული, საშინლად ნერვიულობენ, ვინაიდან არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი.

14. მათ ეშინიათ, რომ უარყოფენ და მიატოვებენ.

15. საკუთარ თავში იკეტებიან და არ სურთ ურთიერთობა სხვებთან, ეს თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

16. ერიდებიან ადამიანებთან კომუნიკაციას და ცდილობენ, რაც შეიძლება შორს დაიჭირონ თავი ყველასგან.

17. ისინი არიან ძალიან მგრძნობიარეები ხმაურიანი გარემოს მიმართ, ამ დროს მათი შფოთვა მატულობს.

18. ბევრი ადამიანი, რომელიც ემოციური შეურაცხყოფის მსხვერპლია, პერფექციონისტად ყალიბდება, ავლენს გადაჭარბებულ ორგანიზებულობას, უჭირს ბალანსის დაცვა.

19. ასეთ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, ყოველთვის ახსენდებათ ბავშვობიდან უფროსების ხმა - რომ ამას ვერ შეძლებს, რომ საკმარისი ნიჭი და უნარები არ აქვს, რომ საკმარისად კარგი არ არის.

20. ყველა მოვლენის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები და ემოციურები არიან და ხშირად ტირიან.

21. ისინი ყველაფერზე ბოდიშს იხდიან.

რა აწუხებთ ზრდასრულ ასაკში იმ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს

22. ისინი ხშირად სვამენ ისეთ კითხვებს, რომლებზე პასუხიც იციან, თუმცა ასე იმიტომ იქცევიან, რომ თავდაჯერებულობა აკლიათ.

23. ავლენენ ნარკოტიკებისადმი, ან ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას.

24. არიან ზედმეტად თავმდაბლები.



<a href="http://iheartintelligence.com">http://iheartintelligence.com</a>