ჯანმრთელობა

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

იმისათვის რომ ნამდვილად დაიკლოთ წონაში და არ გეშინოდეთ ახლიდან მოიმატოთ ზედმეტი კილოგრამები, საჭიროა შეცვალოთ კვებითი ჩვევები. და ეს სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ჩანს.

დალიეთ ჭიქა წყალი უზმოზე

არაერთხელ დაწერილა იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლოზე, რომელთათვის ჭიქა წყალი გაღვიძების შემდეგ - ისეთივე აუცილებლობაა, როგორც კბილების გახეხვა და ძილის წინ მაკიაჟის მოშორება. საქმე იმაშია, რომ წყალი ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამზადებს კუჭ-ნაწლავის სისტემას მუშაობისთვის, ასე რომ იაპონელი ქალების ეს ჩვევა ნამდვილად უნდა აითვისოთ.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

აუცილებლად ისაუზმეთ

დავუბრუნდეთ მოხდენილ და ლამაზ იაპონელ ქალებს. იცით, რომელი კვებაა ყველაზე მთავარი ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლების რაციონში? მართალია, საუზმე. გირჩევნიათ დაიძინოთ ზედმეტი 20 წუთი, და წახემსებას სამსახურშიც კი მოახერხებთ? ამის გაკეთება არ შეიძლება. ღამის განმავლობაში თქვენ ორგანიზმს მოშივდა, და საუზმის უარყოფა მისთვის - უზარმაზარი სტრესია, რომელიც მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს. იცით შემდეგ რა მოხდება? იმას, რასაც შემდეგ შეჭამთ, მზრუნველი ორგანიზმი უბრალოდ გვერდზე გადადებს. ასე რომ , გადახედეთ თქვენი შეხედულებები საუზმეზე, და დილით გაანებივრეთ საკუთარი თავი ყველაფრით, რაც მოგინდებათ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დილა არ იწყება შუადღეს.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

იკვებეთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ

იცით, რაშია ყველა ახალი კვების პროგრამების საიდუმლო? საკვების მიღების რაოდენობა მიღებული ჩვეული სამჯერადი კვებიდან იზრდება ექვსჯერად კვებამდე. იმიტომ რომ შიმშილის შეგრძნება - მოხდენილი ფიგურის მთავარი მტერია. მოასწარით ჭამოთ იმაზე ადრე, ვიდრე იგრძნობთ შიმშილს. მნიშვნელოვანი მომენტი: ულუფა არ უნდა აღემატოს 300 გრამს.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

აკონტროლეთ მარილის მიღება

მარილი - მოხდენილობის კიდევ ერთი უბოროტესი მტერია. ის არა მხოლოდ აკავებს წყალს ორგანიზმში, არამედ წარმოადგენს მადის ძლიერ სტიმულატორს. ამიტომ გაიხსენეთ ბავშვობა და შეწყვიტეთ საკვებზე ზედმეტი მარილის მოყრა.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

უარი თქვით შაქარზე 

იმისათვის რომ ძალიან მტკივნეული არ იყოს გადაეჩვიოთ შაქარს, იყიდეთ რომელიმე ძვირადღირებული ჩაი, რომლის დატკბობაც - უბრალოდ ცოდვაა. თავიდან გაგიჭირდებათ უშაქროდ ჩაის ან ყავის დალევა, მაგრამ ერთ-ორ კვირაში მიეჩვევით და აუტანელი აღარ მოგეჩვენებათ.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

წაიღეთ სამსახურში საჭმელი

როცა კაფეში ან რესტორანში სადილობთ, არ იცით, რისგან არის დამზადებული კერძი, რამდენი აქვს მარილი და ა.შ. უმჯობესია იყიდოთ ლამაზი ლანჩ-ბოქსები და ატარეთ საჭმელი სამსახურში. უპირველეს ყოვლისა, ფულს დაზოგავთ. მეორეც, ყოველთვის გეცოდინებათ, რა ჭამეთ და ვინ არის დამნაშავე ზედმეტ კილოგრამებზე.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

ხელთ გქონდეთ სასარგებლო ხემსი

მაშინაც კი, როცა არ მუშაობთ ან სახლიდან მუშაობთ, ხელთ გქონდეთ რაიმე სასარგებლო. ეს შეიძლება იყოს ახალი ხილი, კენკრა, თხილი ან ნიგოზი, მომჟავო რძის პროდუქტები.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ

შიმშილი თუ წყურვილი? შეამოწმეთ, სანამ რაიმეს შეჭამთ

ხანდახან ძირითადი საკვების მიღების შემდეგ გვგონია, რომ არ დავნაყრდით ან მალე მოგვშივდა. მაგრამ ჩვენი შეგრძნებები ყოველთვის არ წარმოადგენს შიმშილის გრძნობას. ხშირად ეს ბანალური წყურვილია. ამიტომ, იმის მაგივრად რომ მაცივრიდან საკვების მეორე ულუფა გამოიღოთ, დალიეთ სუფთა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. სრულიად შესაძლებელია, რომ შიმშილის გრძნობა გაქრება და თქვენ მშვიდად „გაძლებთ“ საკვების შემდეგ გეგმიურ მიღებამდე.

ძალიან მარტივია - 8 კვებითი ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ წონაში ერთ კვირაში დაიკლოთ



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>