სტილი

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

უსასრულო კარადები, ათასობით დიზაინერული სამოსი და მილიონობით ღირებულების დახვეწილი სამკაული - სწორად ასეთი წარმოგვიდგება „რიგითი“ მილიარდერის ცოლის გარდერობი. მაგრამ რეალობაში საქმე სულ სხვაგვარად არის. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ ფოტოარქივები და გამოვარკვიეთ, როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცების ცოლები.

პრისცილა ჩანი (მარკ ცუკერბერგის ცოლი)

პრისცილას და მარკის ისტორია შესანიშნავად ამტკიცებს ნამდვილი სიყვარულის არსებობას - წყვილმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნო უნივერსიტეტში და მას შემდეგ არ დაშორებულა. 2012-ში შედგა ჩანის და ცუკერბერგის ქორწილი, რომლისთვის პატარძალმა აირჩია მოკრძალებული და ლაკონური თეთრი კაბა. პრისცილა ჩვეულ ცხოვრებაშიც თავშეკავებულად და დემოკრატიულად იცვამს და ირჩევს მოხერხებულ და უბრალო ტანსაცმელს.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

მელინდა გეიტსი (ბილ გეიტსის ცოლი)

მელინდაც, ბილ გეიტსის ცოლი, უფრო კომფორტს ანჭებს უპირატესობას - მის გარდერობს შეადგენს შარვლ-კოსტიუმები, კლასიკური პერანგები და ელეგანტური კაბები. მისის გეიტსის საყვარელი ფეხსაცმელი კი ყოველთვის დაბალქუსლიანია.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

ასტრიდ მენკსი (უორენ ბაფეტის ცოლი)

უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენკსი უკვე თითქმის 40 წელია ერთად არიან, მაგრამ 10 წლის წინ დაქორწინდნენ. ოთხი ათწლეულის განმავლობაში ბიზნესმენის მეუღლე თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიებებზე და საქმიან მოგზაურობებში. საზოგადოებაში გასასვლელად ასტრიდი ირჩევს მონოქრომულ კაბებს, ყოველდღიური სეირნობისთვის კი - მოხერხებულ უბრალო სამოსს.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

მირანდა კერი (ევან შპიგელის ცოლი)

წელს მირანდა მეორედ გათხოვდა - მისი რჩეული გახდა 27 წლის მილიარდერი ევან შპიგელი, Snapchat-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სუპერმოდელის პროფესია და სტატუსი „ავალდებულებს“ მირანდას ყველაზე ულტრამოდურ სამოსში გამოჩნდეს - ვარსკვლავის ყოველი ახალი გამოსვლა უცვლელად აღაფრთოვანებს თაყვანისმცემლებსა და მოდის კრიტიკოსებს.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

ელენ მერსიე (ბერნარ არნოს ცოლი)

ბერნარ არნო - LVMH კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Louis Vuitton, Givenchy, Guerlain და მრავალი სხვა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მისი მეორე ცოლი ელენ მერსიე ყოველთვის აქტუალურ ტრენდებთან შესაბამისად არის ჩაცმული და ხშირ შემთხვევაში ქმრის კომპანიის „პატრიოტულ“ მარკებში.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

ლუსინდა საუტვორტი (ლარი პეიჯის ცოლი)

10 წლის წინ ლარი პეიჯი, Google-ის საძიებო სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლუსინდა საუტვორტზე დაქორწინდა, რომლის შესახებ ჟურნალისტებისთვის დღემდე ცოტა რამ არის ცნობილი (პროფესიის გარდა - გოგონა სწავლობდა ბიომედიცინის ინფორმატიკას). სამაგიეროდ ზუსტად შეიძლება ითქვას: გემოვნებასთან დაკავშირებით მისის პეიჯს ყველაფერი რიგზე აქვს.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

ჯულია კოხი (დევიდ კოხის ცოლი)

ჯულია კოხი, დევიდ კოხის მეუღლე, ხშირად არ ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივებში - მთელ თავისუფალ დროს ის უძღვნის ოჯახს და ქველმოქმედებას. მაგრამ ჯულიას იშვიათი გამოსვლებიც კი ეჭვს არ ბადებს რომ მას თანდაყოლილი სტილის გრძნობა აქვს.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები

კაროლინ დენიზ პერსონი (სტეფან პერსონის ცოლი)

სტეფან პერსონი - კომპანია H&M-ის უმსხვილესი აქციონერია, რომლის დამფუძნებელი იყო მისი მამა ერლინგ პერსონი, მის მეუღლეს კაროლინას კი თამამად შეიძლება ვუწოდოთ სკანდინავური სტილის განსახიერება - უბრალო, თავშეკავებული და მშვიდი.

როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიარდერების ცოლები



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>