LIFE

მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი - ახალი კვლევის შედეგი

მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი - ახალი კვლევის შედეგი

თუ გირჩევნიათ, რომ შაბათ-კვირა მარტომ გაატაროთ და არ გსურთ ხალხმრავლობაში, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, კვლევის თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ სხვებზე უფრო მეტად ჭკვიანი ხართ.

მიგიღიათ მეგობრისგან „მესიჯი“, სადაც ის შეშფოთებული გწერთ, რომ უნდა ილაპარაკოთ, რადგანაც ბოლო დროს ძალიან დაშორდით? - თუ ასეთი რამ თქვენს ცხოვრებაში მომხდარა, ეს ნიშნავს, რომ მეგობრები თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არ არიან და ამავდროულად, ბევრად უფრო ჭკვიანი ხართ მათზე, ვისაც მეგობრები ჰყავთ.

გირჩევნიათ იყოთ მარტო, გადაიღოთ სელფი, დაწეროთ ახალი ბლოგი, სამყაროს სხვაგვარად აღიქვამთ და გსურთ იყოთ იზოლირებული სხვებისგან? - კვლევის თანახმად, უნდა გიხაროდეთ, რადგანაც თქვენ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი ხართ.

მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის ავტორები პროფესორებისატოშია კანაზავა და ნორმა ლი არიან და ისინი დასკვნაში წერენ, რომ მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი.

„ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ჭკვიანი ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, როდესაც ადამიანის გონება სხვაგვარად აზროვნებს, როდესაც მისი ფიქრები არ ემთხვევა უმრავლესობის აზრებს, როდესაც ის ვერ პოულობს საერთოს ვერავისთან, მას უჩნდება მარტოობის სურვილი“, - ასე განმარტავს კვლევის შედეგს ფსიქოლოგი ენ კლარკსონი.

ფსიქოლოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფრაზა - მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი, არ შეიძლება რეალური იყოს.

რა არის მაღალი ინტელექტი? - კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი რობერტ სტერნბერგი ამბობს, რომ ნამდვილი ინტელექტუალი არის ის, ვინც ამ ინტელექტს წარმატებისთვის იყენებს. ის განასხვავებს შემოქმედებით ინტელექტსა და პრაქტიკულ ინტელექტს.

„მაღალი IQ არ არის გარანტი იმისა, რომ ადამიანი წარმატებული იქნება“, - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ წარმატების მიღწევისთვის ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად სჭირდება კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტელექტი დარჩება გამოუყენებელი, ხოლო ადამიანი, რომელიც თავის ინტელექტს ვერ იყენებს, არ შეიძლება მივიჩნიოთ ჭკვიანად.

ექიმი სტერნბერგი ამბობს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ადამიანს, ინტელექტუალს შეიძლება ჰქონდეს ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის ნაკლები სურვილი, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ განსაკუთრებულები არიან, რომ გარშემომყოფებზე უფრო მაღლა დგანან.

„მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ინტელექტუალ სტუდენტებს უნივერსიტეტში ყოველთვის ურჩევნიათ მარტომ იმუშაონ და მარტომ გადაჭრან რთული დავალებები და არ სურთ ჯგუფთან ერთად მუშაობა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ დანარჩენებს არ შეუძლიათ მათი დახმარება და მხოლოდ დროსა და ენერგიას დაახარჯინებენ და ეს არასწორი დამოკიდებულებაა“, - ამბობს სტერნბერგი.

მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი - ახალი კვლევის შედეგი

პროფესორი განმარტავს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანები სოციალურ, ემოციურ და პრაქტიკულ დონეზეც მაღალ ინტელექტს ავლენენ.

„ინტელექტუალი ადამიანი შეიძლება იყოს წარუმატებელი იმის გამო, რომ მას არ შეუძლია სხვებთან კომუნიკაცია და ცდილობს წარმატებას დამოუკიდებლად, სხვების გარეშე მიაღწიოს, რაც ხშირად საკმაოდ რთულია“, - ამბობს პროფესორი.

ადამიანი, რომელსაც არ სურს სხვებთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ის, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად სწორედაც რომ კომუნიკაცია და ურთიერთობები სჭირდება.

მსოფლიოში მაღალი IQ-ს მქონე ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ და ვერ არიან პროდუქტიულები, ინტელექტს ვერ იყენებენ. „მართალია, ისინი ინტელექტუალები არიან, მაგრამ ჭკვიანებად ვერ მივიჩნევთ“, - განმარტავს სტერნბერგი.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფსიქოლოგები კვლევის შედეგს და განსაკუთრებით ფრაზას, რომ მხოლოდ სულელებს ჰყავთ ბევრი მეგობარი, ეჭვქვეშ აყენებენ და თვლიან, რომ ეს ფრაზა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ყურადღების მისაპყრობადაა განკუთვნილი.



<a href="https://broadly.vice.com">https://broadly.vice.com</a>