რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალები მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად? - 4 გამორჩეული ნიშანი
- 16.09.2017
ქალებს უნდათ, რომ მამაკაცებისთვის სასურველნი იყვნენ, გიჟდებოდნენ მათზე და უფრთხილდებოდნენ. თუმცა არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, რომლებიც განსაკუთრებულად იქცევენ მამაკაცების ყურადღებას.
მორიელი - 23 ოქტომბერი-22 ნოემბერი
მათ შეუძლიათ წიგნი დაწერონ, იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, რომელსაც მამაკაცის მოხიბვლა ადვილად შეუძლია. ისინი ხმის ტონალობასაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევენ მათთან ურთიერთობისას და დახელოვნებულები არიან სიყვარულის ენაზე საუბარში.
მათ კაცები წინააღმდეგობას ვერ უწევენ, რადგან არჩევანს არ უტოვენენ. მორიელ ქალს შეუძლია ერთდროულად იყოს კურდღელივით მშიშარა, დაუცველი და გველივით მრისხანე და მებრძოლი.
მათ არ მოსწონთ მოსაწყენი პარტნიორები, ასევე ვისაც ეკონომიური პრობლემები აქვთ. არ შეუძლიათ მშვიდი ცხოვრება და მათი ყველა სასიყვარულო თავგადასავალი ვნების დიდი მორევია.
ტყუპები - 21 მაისი - 20 ივნისი
ის ვირტუოზია და შეუძლია ერთდროულად ათ ქალს გაუწიოს კონკურენცია. მისი გამოჩენა ყველა ჯერზე განსხვავებულია, რაც მამაკაცებში აღფრთოვანებას იწვევს. საუბრისას მომხივლელია და მსმენელი ყოველთვის ყურადღებით აკვირდება მის ჟესტებს. ტყუპებს ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი რთული სიტუაციის ანალიზი და გამოსავალის მოძებნა.
მისი მეგობრები ბედნიერები არიან, რადგან ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ტყუპების იმედი. მათ არ მოსწონთ პრობლემებით ცხოვრება, დაუყოვნებლად ცდილობენ მათ მოგვარებას, რაც მამაკაცებისთვის ძალიან კომფორტულია.
ძალიან ემოციურია და ყოველთვის სიახლე სწყურია. ნუ დაუკავშირებთ ბედს მას თუ არ გაქვთ თავისუფალი სული, რადგან შეზღუდვებით მასთან ვერაფერს მიაღწევთ. მას სჭირდება პარტნიორთან ფსიქიკური თავსებადობა.
ლომი - 23 ივლისი -22 აგვისტო
ის არასოდეს რჩება კულუარებში და საზოგადოებაში მას საიუვილერო მაღაზიაში გამოფენილი ძვირფასი სამკაულივით ათვალიერებენ. ლომი-ქალი მაშინ გრძნობს კმაყოფილებას როდესაც ხედავს რომ აფასებენ, სხვა შემთხვევაში ტოვებს აუდიტორიას.
მასზე შეზღუდვები არ ვრცელდება, ამიტომ პარტნიორისთვის მასთან ურთიერთობა უნიკალურია. ლომი ქალები ცნობილი მონადირეები არიან და დიდი ბრძოლის მიუხედავად მსხვერპლს ყოველთვის იმორჩილებენ.
ის მოუთმენელია, არაპროგნოზირებადი და მიმზიდველი. მისი ემოციები ყოველთვის ზედაპირულია. ის ხშირად არის შეყვარებული, მაგრამ იშვიათად რომ ნამდვილად უყვარდეს. ლომი ყოველთვის პირველი ქრება სასიყვარულო ურთიერთობიდან, მაგრამ თუ მამაკაცმა დაასწრო, ის ვერსოდეს დაემალება ქალის შურისძიებას.
მერწყული - 19 იანვარი - 18 თებერვალი
მას აქვს ძალიან დიდი მოთხოვნები რომ შეყვარებული მამაკაცი პატივისცემით მოექცეს. ძლიერი ინტელექტის წყალობით, კარგად გამოსდის გადაწყვეტილებების მიღება.
მერწყული ქალები დიდი როლს თამაშობენ სხვების ცხოვრებაში, რის გამოც ხშირად კარგავენ მეგობრებს. თუმცა ამის გამო დეპრესიაში არასოდეს ვარდებიან.
მერწყული-ქალები ხშირად იყენებენ ოკულტიზმს მამაკაცების დასაპყრობად. უყვართ ბევრი ფული, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავენ, თუ კაცი გაღარიბდა, ის ადგება და მშვიდად წავა მისგან.
თემები: სექსი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://foxy-fit.ru">https://foxy-fit.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია