როგორ უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი იმისთვის, რომ შფოთვა დაამარცხოთ?
- 16.09.2017
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების გრაფიკი გადატვირთულია. უამრავი პასუხისმგებლობა გვაკისრია, დღის განმავლობაში არაერთი სამსახურებრივი, თუ პირადი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. ოჯახი, მეგობრები, სამსახური - ყველა და ყველაფერი ჩვენგან დიდ ყურადღებას ითხოვს და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი.
ცხოვრების დატვირთული რეჟიმის გამო ადამიანების უმეტესობას დეპრესია და შფოთვა გვაწუხებს. ვგრძნობთ მოუსვენრობას, მუდამ რაღაც საკითხზე, მის მოგვარებაზე ვფიქრობთ, ვერ ვიძინებთ სათანადოდ, შედეგად კი ჯანმრთელობის პრობლემები გვექმნება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, შევძლოთ ისეთი უნარების გამომუშავება, რომელთა დახმარებითაც ცხოვრების სტილს შევცვლით და მუდმივ შფოთვას თავს დავაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის ურთულეს პრობლემებთან მოგვიწვეს ბროლა.
1. აუცილებლად დაიძინეთ დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი - ძილის ნაკლებობა შფოთვის წინაპირობაა. დღე-ღამის განმავლობაში რეკომენდირებული დროით ძილი შეამცირებს შფოთვას. დაძინებამდე აუცილებლად გამორთეთ ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობა, ვგულისხმობთ სმარტფონებსაც, მიირთვით გვირილის ჩაი, წაიკითხეთ წიგნი და დაიძინეთ. მშვიდი ძილი არამარტო შფოთვის დამარცხებაში დაგეხმარებათ, არამედ მისი საშუალებით გექნებათ უნარი ყოველ ახალ გამოწვევას უფრო ეფქეტურად გაუმკლავდეთ.
2. მნიშვნელოვანია, დააწესოთ საზღვრები - ბევრი ადამიანისთვის სტრესის მთავარი წყარო სამსახურია. როცა სამუშაო დღე მთავრდება, გაითავისეთ რომ ეს დამთავრდა, რომ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ და საკუთარი ცხოვრება იწყება. არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ სახლში მუშაობა, ელექტრონული ფოსტის შემოწმება და სამსახურებრივ საკითხებზე სამუშაო საათებს მიღმა ზრუნვა. უნდა იცოდეთ, რომ მთელ თქვენს ცხოვრებას თუ სამსახურს დაუთმობთ, დროთა გან,ავლობაში დეპრესია და სტრესი გშთანთქავთ. ადამიანს სჭირდება მრავალფეროვანი ცხოვრება, რასაც მას მხოლოდ სამსახური ვერ სთავაზობს.
3. გააკონტროლეთ კვება - თუ გინდათ, რომ იყოთ ჯანმრთელები, სტრესი და შფოთვა არ გაწუხებდეთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანსაღ კვებას, თქვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის განმაპირობებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორი კვებაა. თუ მწეველი ხართ, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ თამბაქო გამშვიდებთ, მაგრამ რეალურად, მას საპირისპირო ეფექტი აქვს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოწევას თავი დაანებოთ. კარგი იქნება თუ უარს იტყვით წითელ ხორცზე, ღორის ხორცზე, ალკოჰოლზე, ე.წ. ფასთ ფუდებზე, კოფეინზე, ხელოვნურ შაქარზე. მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, თხილი და მარცვლეული.
4. სოციალური ქსელებისთვის დააწესეთ დროის ლიმიტი - სოციალური ქსელები დიდ ენერგიას გვართმევენ. ის სავსეა სხვადასხვა საკითხებზე ადამიანების მოსაზრებებით. მათი ნაწილი გაუთავებლად პოსტავს „ფეისბუქზე“ თავის მოსაზრებას. ამ პოსტების და მათ ქვემოთ უამრავი კომენტარის კითხვა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი ხდება. გარდა იმისა, რომ ამგვარ საკითხებზე დღის განმავლობაში უამრავ დროსა და ენერგიას ვხარჯათ, ის ასევე იწვევს ჩვენში შფოთვას. ჩვენც ამ ყოველივეს მონაწილეები ვხდებით - ვიღაცას ვიცავთ, ვიღაცას ვაკრიტიკებთ. სჯობს, დროის ლიმიტი დაუწესოთ საკუთარ თავს და გირჩევთ, საერთოდ მოერიდოთ სოციალურ ქსელებში აქტიურობას.
5. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული - და უკეთესია თუ ბოსტნეულის წვენს გამოწურავთ და მას ასეთი ფორმით მიირთმევთ. ასევე მიირთვით საკუთარი ხელით დაწურული ხილის წვენი. იგრძნობთ დღის განმავლბაში უფრო მეტ ენერგიას და აღარ დაგჭირდებათ კოფეინის მიღება.
6. მიმართეთ მედიტაციას - ხშირად ადამიანებს გვეშინია ამა თუ იმ მოვლენის და საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას - რა მოხდება თუ, ეს არ გაამართლებს, რა მოხდება თუ არ გამომივა? - მსგავსი კითხვები სტერსისა და შფოთვის მთავარი მაპროვოცირებელია. მედიტაცია კი გვეხმარება ყურადღება მოვიკრიბოთ, დავმშვიდდეთ და კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ უკეთ შევძლოთ საკუთარი ცხოვრების კონტროლი. ყოველი დილა დაიწყეთ 10 წუთიანი მედიტაციით, ისუნთქეთ ღრმად. ნახავთ, რომ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.
7. იკითხეთ ბევრი - ერთ-ერთი მთავარი ჩვევა, რომელიც შფოთვის დასამარცხებლად უნდა გამოიმუშაოთ, ესაა კითხვა. კითხვა აქციეთ ყოველდღიურ რუტინად. უმჯობესია, თუ წაიკითხავთ ისეთ წიგნებს, საიდანაც მიიღებთ რჩევებს პიროვნული განვითარების შესახებ, ასევე წაიკითხავთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებას, წიგნებს, საიდანაც რეალურად წარმატებისთვის აუცილებელ რჩევებს მიიღებთ. გარდა იმისა, რომ წიგნებში სასარგებლო ინფორმაციას ამოიკითხავთ, გახსოვდეთ, რომ კითხვა შფოთვის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია