ჯანმრთელობა

რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს პლასტმასი?

რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს პლასტმასი?

ყოველდღიური მოხმარების ნივთები, როგორიცაა პლასტმასის წყლის ბოთლი იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, სიმსივნეს, დიაბეტს, აუტიზმს, ყურადღების დეფიციტის სინდრომს და წელიწადში 340 მილიარდი დოლარი ჯდება.

· ენდოკრინული უჯრედების გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებებს ათასობით პროდუქტი შეიცავს.

· მსგავსი ნივთებია- წყლის ბოთლები, იაფფასიანი სათამაშოები, კოსმეტიკა და ა.შ

· კვლევის მიხედვით, შეიძლება დაზიანდეს ნეუროლოგიური უჯრედები, რაც შემდგომ ქცევაზეც აისახება.

· ამ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა აშშ-ს წელიწადში 340 მილიარდი დოლარი უჯდება.

· ბისპენოლ ა, რომელიც მყარი პლასტმასის ბოთლების შემადგენელია და ფტალატის მჟავა, რომელსაც გადასამუშავებლად ვარგისი პლასტმასის ბოთლი შეიცავს, ძალიან საზიანოა ჩვენთვის.

· ფტალატის მჟავა აკრძალულია ევროპაში და დიდ ბრიტანეთში.

რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს პლასტმასი?

რომელ ქიმიურ ნივთიერებებთან გვაქვს საქმე?

ენდოკრინული უჯრედების გამანადგურებელ ქიმიურ ნივთიერებებს ყველგან ვაწყდებით, დაწყებული საჭმლის კონტეინერებიდან დამთავრებული- სათამაშოებით. აღსანიშნავია რამდენიმაე ქიმიური ნივთიერება. ბისპენოლ ა გამოიყენება მყარი გადასამუშავებლად ვარგისი ბოთლების და საჭმლის კონტეინერების დასამზადებლად. წყლის ბოთლების დასამზადებლად კი უმრალეს შემთხვევაში ფტალატს გამოიყენებენ.

რას გვიშავებენ ეს ნივთიერებები?

ამ უხილავ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა აუტიზმი და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ასევე შეიძლება იმოქმედონ IQ-ზე. ეს ნივთიერებები ასევე მანიპულირებენ ჰორმონებზე ისე, რომ იწვევენ სიმსივნეს, დიაბეტს, მამაკაცებში უნაყოფობას და ენდომეტრიოზს.

რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს პლასტმასი?

საიდან გვაქვს ინფორმაცია მათი ღირებულების შესახებ?

იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს პლასტმასი ჩვენს ჯანმრთელობაზე, მკვლევრებმა სისხლის და შარდის ანალიზი ჩაატარეს. გამოკვლევების შედეგად შეგროვდა 5000 მოხალისის მასალა. მკვლევრებმა გამოკვეთეს ძირითადი დაავადებები და დაიანგარიშეს ბიუჯეტი- თუ რა დაჯდება თავის არიდება 15 ძირითადი დაავადებისგან. ქიმიური ნივთიერებებთან დაკავშირებული დაავადებები 340 მილიარდი დოლარი ჯდება წელიწადში.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.dailymail.co.uk/ushome/index.html">dailymail.co.uk</a>