LIFE

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

მამაკაცების ნაწილს ახასიათებთ ისეთი მანერები, რომლებსაც ისინი მამაკაცურს უწოდებენ და ეს მანერები არცთუ ისე მომხიბვლელია. უფრო მეტიც, ქალმა ამის გამო შესაძლოა შეგიძულოთ კიდეც.

გთავაზობთ 9 ე.წ. მამაკაცურ მანერას, რომლებიც ქალებს სძულთ:

1. ქეში ფულის გაშლა საჯარო სივრცეში, ბევრი ადამიანის თანდასწრებით - როცა ადამიანი მდიდარია, ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ როცა ფულს სპეციალურად ამზეურებს, რათა ყურადღება მიიპყროს და სხვებს აჩვენოს თავისი სიმდიდრე, ეს გამაღიზიანებელია. ქალები მარტივად ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად აკეთებთ და მსგავსი ქცევები მათ აღიზიანებთ.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

2. გიჟური რბოლები - როცა მანქანას უსწრაფესად ატარებთ და თქვენ გვერდით მჯდომ ქალს აიძულებთ სიკვდილს თვალებში ჩახედოს, უკაცრავად, მაგრამ ეს თქვენი „მამაკაცური რბოლა“ არავის სჭირდება და ძალიან გამაღიზიანებელია. თქვენ ალბათ გიყვართ ფილმები რბოლებზე და გავიწყდებათ, რომ ეს მხოლოდ ფილმებია. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ქმედებები სახიფათოა.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

3. ქალები ვერ იტანენ თუ სტვენა-სტვენით მიჰყვებით - ასეთი ქმედებით ვერავის მოხიბლავთ, ეს საშინელი საქციელია. თუ ქალის მოხიბვლას ასე ცდილობთ, ამას ვერასოდეს შეძლებთ. ეს უბრალოდ თავხედობაა.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

4. „ნამდვილი მამაკაცივით“ ჭამა - არ იკვებებით ჯანსაღად. თვლით, რომ სალათები და ბოსტნეული ქალის საჭმელია, ხოლო თქვენ აუცილებლად ე.წ. მამაკაცური საჭმელი უნდა ჭამოთ, ასეთ საჭნელს კი ხორცს უწოდებთ. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი დამოკიდებულებაა. გავიწყდებათ, რომ ვიტამინებით მდიდარი საკვები ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. „მამაკაცური საკვების“ ჭამაში არაფერია მომხიბვლელი და თუ ზოგჯერ ბოსტნეულსაც მიირთმევთ, არავინ დაგცინებთ.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

5. გძულთ ცხოველები და მათ მიმართ აგრესიას იჩენთ - ცხოველებს ვერ იტანთ და მათზე ცუდად საუბრობთ, ასე თქვენ სასიამოვნო ადამიანად არავინ ჩაგთვლით. ცხოველების შეყვარებას არავინ გაიძულებთ, თუმცა მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას თუ იჩენთ, ეს თქვენ უარყოფით ადამიანად წარმოგაჩენთ.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

6. თავს არიდებთ „გოგონების სასმელს“ - ასეთი სასმელი ძალიან მოგწონთ, მაგრამ არ სვამთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის „გოგონების სასმელია“.ზოგადად, არ არსებობს გოგონების, ან ბიჭების სასმელი, ნუ დაყოფთ კატეგორიებად. შეგიძლიათ მიირთვათ ის სასმელი, რომელიც მოგწონთ.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

7. იცვამთ დიდი ზომის სამოსს - ატარებთ დიდი ზომის სამოსს, რადგანაც თვლით, რომ ასე უფრო მამაკაცური ხართ, სინამდვილეში ასეთი სამოსით ცოტა სასაცილოდ გამოიყურებით. რა თქმა უნდა, ტანზე ზედმეტად მომდგარი სამოსიც არ უნდა ჩაიცვათ. უნდა დაიცვათ იდეალური შუალედი.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

8. სახლის საქმეები - ამბობთ, რომ არ შეგიძლიათ ძირითადი, ელემენტარული სახლის საქმეების შესრულება. თვლით, რომ ეს მამაკაცის საქმე არაა - ცდებით თუგგონიათ, რომ ასე უფრო მამაკაცური ხართ. თქვენგან არავინ ითხოვს რთული კერძების მომზადებას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქალისთვის სასიამოვნოა, როცა მის საყვარელ მამაკაცს მცირე და მარტივი რაღაცების მომზადება შეუძლია.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან

9. ცდილობთ მაჩოსავით მოიქცეთ და პრობლემები ჩხუბით მოაგვაროთ - თუ თვლით, რომ პრობლემების მოგვარება კონკურენტების ცემით შეგიძლიათ და როცა რაიმე ხდება მაშინვე თქვენს მუშტებს უყურებთ და ამას მამაკაცურ ღირსებად მიიჩნევთ - ცდებით. გაცილებით უფრო მიმზიდველი და მამაკაცური ხართ მაშინ, როცა პრობლემებს მშვიდად აგვარებთ.

9 „მამაკაცური მანერა“, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ - ასეთ კაცებს ქალები გაურბიან



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>