LIFE

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

ცხოვრება მარტივი არავისთვის არაა და ზოგიერთ ეტაპზე ყველა ჩვენგანს გვტანჯავს შფოთვა, სტრესი და დეპრესია. განსაკუთრებით რთული გადასატანი ეს მგრძნობიარე ადამიანებისთვისაა.

ამიტომაც ფსიქოლოგები მგრძნობიარე ადამიანებს ურჩევენ, რომ დაიმახსოვრონ ეს 9 წესი და გაითვალისწინონ, როცა შფოთვა შეაწუხებთ.

1. ნუ იფიქრებთ მხოლოდ ცუდზე - ნუ იფიქრებთ ცუდზე, ეცადეთ იფიქროთ მხოლოდ კარგ მოვლენებზე. ნუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას, რომ მხოლოდ ცუდზე მოახდინოთ კონცენტრირება. 

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

2. გახსოვდეთ, რომ გრძნობები, შეგრძნებები ამინდის მსგავსად იცვლება - ის, რასაც ახლა, ამ წუთში გრძნობთ არ არის სამუდამო - 5 წუთში, 5 საათში, 5 დღეში, თუ 5 თვეში აუცილებლად გექნებათ განსხვავებული შეგრძნება, ისინი სწრაფად იცვლებიან. სამუდამო ამქვეყნად არაფერია, მათ შორის არც ჩვენი შეგრძნებები.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

3. ესაუბრეთ ვინმეს - შფოთვა, შესაძლოა გამოწვეული იყოს მარტოობის განცდით. მარტოობა დეპრესიისა და შფოთვის მთავარი მაპროვოცირებელია. ამიტომ აუცილებლად ესაუბრეთ საკუთარი გრძნობების შესახებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით. ნახავთ, სხვისთვის გრძნობების გაზიარება განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

4. ურთიერთობებში დააწესეთ მკაფიო საზღვრები - თუ ადამიანებთან ურთიერთობები თქვენში შფოთვას იწვევს, მოიშორეთ შფოთვის ეს წყარო. დააწესეთ მკაცრი საზღვრები და ნუ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს რომლებთან ურთიერთობაც გძაბავთ და არ გსიამოვნებთ. მოიქეცით ასე და თავს ცუდად აღარ იგრძნობთ.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

5. ნუ გაექცევით პრობლემებს - უმჯობესია, თუ პრობლემას თვალს გაუსწორებთ და მოაგვარებთ. გახსოვდეთ, რომ პრობლემა თავისით არ მოგვარდება და შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო დიდ პრობლემად იქცეს.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

6. თქვენ არ შეგიძლიათ მთლიანად გააკონტროლოთ ცხოვრება, მაგრამ შეგიძლიათ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და რეაქციები - ფსიქოლოგი და მკვლევარი ჰანს სელი ამბობს, რომ ჩვენ სტრესი კი არ გვკლავს, არამედ მოვლენებისადმი საკუთარი რეაქციები გვანადგურებს.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

7. გაითვალისწინეთ, რომ შფოთვა და წუხილი საქმეს არ აგვარებს და საერთოდ არაფრის მომცემი არაა - ეს მხოლოდ დროის კარგვაა და ხელს გიშლით ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

8. სცადეთ განტვირთვა - როცა რაიმე ცუდი ხდება, შფოთვას და წუხილს, სჯობს, განტვირთვა სცადოთ. რამდენიმე წუთით ისუნთქეთ ღრმად, მიიღეთ თბილი აბაზანა, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ სასიამოვნო ფილმს და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დაუბრუნდით პრობლემური საკითხის მოგვარებას.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?

9. იცოდეთ, რომ ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება - მთავარია, მართოთ ემოციები და ნახავთ, რომ ფრაზა - „ყველაფერი კარგად იქნება“, ნამდვილია და ამას მხოლოდ ადამიანის დასამშვიდებლად არ ამბობენ. ფსიქოლოგი დანიელ ლა პორტი წერს, რომ თუ პრობლემებს ემოციურად მყარად შეხვდებით, არ აქვს მნიშვნელობა გაკოტრდებით, სახლს დაკარგავთ, თუ შეყვარებულს, მალე ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

მგრძნობიარე ადამიანების 9 წესი - რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შფოთვა შეგაწუხებთ?



<a href="http://www.upworthy.com">http://www.upworthy.com</a>