12 გაკვეთილი კემბრიჯის ჰერცოგინიასგან - როგორ გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად
- 09.10.2017
1. იდეალურად დავარცხნილი თმა
კარგად შეჭრილი, იდეალურად სუფთა თმა, უმწიკვლო ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი - ქალის გარეგნობაში მთავარია. ჰერცოგინია უპირატესობას ანიჭებს გაშლილ თმებს, ან ვარცხნილობას. მიაქციეთ ყურადღება, რომ თმაში არ აქვს სამაგრები - მსგავსი დეტალები აუფასურებს გარეგნობას.
2. მთავრია იყოთ ბუნებრივი
ქეითი ელეგანტურია და არაჩვეულებრივად ბუნებრივი. გახსნილი მბრწყინავი ღიმილი, დახვეწილი მოძრაობები მაღალი საზოგადოების ქალისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობის გარეშე. ამით დაიპყრო მან ბრიტანელებისა და მილიონობით ადამიანის გული მსოფლიოში.
3. დაჯდე მეფურად - ეს მთელი ხელოვნებაა
არსებობს ორი ძირითადი პოზა, რომლებშიც, სამეფო ოქმის მიხედვით, ჰერცოგინიას შეუძლია დაჯდეს - „ჰერცოგინიას პოზა“ და „კემბრიჯის ჯვარი“.
„ჰერცოგინიას პოზაში“ საჭიროა სწორად იჯდე, ნიკაპი აწიო, მუხლები და ქუსლები უნდა იყოს ერთად. ხელები ამ დროს მუხლებზე უნდა გქონდეს.
„კემბრიჯის ჯვრის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ ოდნავ უნდა დახარო მუხლები და დააწყო ფეხები ჯვარედინად. ეს პოზა ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს. ორივე შემთხვევაში მანძილი კუდუსუნისა და სკამის ზურგს შორის არ უნდა აღემატებოდეს ქათმის კვერცხის სიგანეს, ზურგი სწორი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეყრდნო სკამის ზურგს!
4. სადილი
ჰერცოგინია ყოველთვის სინჯავს კერძებს სამჯერ, მაქსიმუმ ოთხჯერ. მიირთმევს პატარა ლუკმებით, რათა არ მოუწიოს მოსაუბრისთვის მინიშნების გაკეთება „ახლა დავღეჭავ და გიპასუხებთ“.
5. ღვინის ბოკალს ხელი ფეხზე უნდა მოკიდოთ
ღვინო უნდა დაასხათ მხოლოდ მოცულობის მანიშნებლის ხაზამდე. ბოკალს კი ხელი ფეხზე უნდა მოკიდოთ, რათა სითხე არ გათბეს. თუ ატარებთ პომადას, ტუჩებით უნდა შეეხოთ ერთი და იგივე ადგილას, რათა მინაზე „პომადის რგოლი“ არ შექმნათ.
6. არ დაგავიწყდეთ ქუდი
ჰერცოგინიას გაკვეთილების მიხედვით - ქუდი შეიძლება გარეგნობის მთავარ „ღირსებად“ იქცეს და შემატოს დახვეწილობა. ასევე დაგეხმარებათ განაახლოთ მოძველებული გარდერობი.
7. აქცენტი წელზე - სილუეტს ქალურს ხდის
ჰერცოგინია თითქმის ყოველთვის (ორი ფეხმძიმობის გამონაკლისით) ხაზს უსვამს წელს ქამრით ან ირჩევს წელში გამოყვანილ მოდელებს, რაც მომგებიანად აქცევს მის ფიგურას და ძალიან ქალურს ხდის სილუეტს.
8. ელეგანტური პალტო
სხვადასხვანაირი პალტო, ზაფხულიდან-ზამთრის პალტოთი დამთავრებული, ქეითის თავისებური სავიზიტო ბარათია. ის დღითიდღე აოცებს საზოგადოებას უნარით, შექმნას დაუვიწყარი სახეები ელეგანტური კლასიკური პალტოებით.
9. ფეხმძიმობა ხელს არ უშლის სტილს
ორივე ფეხმძიმობის დროს, ქეითი ელეგანტურობის განსახიერებად რჩებოდა, და ამით ამტკიცებდა, რომ „ფეხმძიმობა“ და „სტილი“ სულაც არ არიან ანტონიმები.
10. ვინ თქვა, რომ ჯინსები - ეს ბანალურია და არაქალური?
კემბრიჯის ჰერცოგინიასგან ღირს სწავლა როგორ ატარო ჩვეულებრივი ჯინსები, ბლუზები და ტოპები. ის როგორღაც ახერხებს ამ მარტივი ნივთების ძალიან ეფექტურ შეხამებას და საკუთარი ფიგურის ღირსებების ხაზგასმას.
11. კაბა მაქმანით - ქალურობის განსახიერებაა
უკომენტაროდ - ეს აქსიომაა. და ქეითის სტილი მხოლოდ ამტკიცებს ამას.
12. საუკეთოსო ჩანთა - ეს კლატჩია. და იმაზე ფიქრი, სად წაიღო ხელები, უკვე აღარ გჭირდება
მიაქციეთ ყურადღება - ჰერცოგინია უბრალოდ ვერ ელევა კლატჩებს. ყველა ღონისძიების დროს ქეითს ორივე ხელით კლატჩი უჭირავს. ის არასოდეს დებს მას მაგიდაზე ან სკამზე და მითუმეტეს არ იკავებს იღლიის ქვეშ. იმისათვის რომ გაათავისუფლოს ცალი ხელი მისალმებისთვის, მას უბრალოდ გადააქვს ჩანთა მეორე ხელში. როცა საჭიროა დაჯდომა, ქეითი დებს კლატჩს ზურგისა და სკამის ზურგს შორის. ჩანთის დადება მუხლებზე ან გვერდით იატაკზე - ეს ტაბუა.
თემები:
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>