1. არ მიწეროთ მის მეგობრებს

არასოდეს არ დაუკავშირდეთ შეყვარებულის მეგობრებს, იმისათვის რომ გაიგოთ, რატომ არ გპასუხობს. ისინი არა მხოლოდ აბეზარად ჩაგთვლიან, არამედ უბრალოდ იგნორირებას გაუკეთებენ თქვენს შეტყობინებას ან კარგად გაიცინებენ ამაზე მეგობრების წრეში.

2. არ გაუგზავნოთ ერთი და იგივე შეტყობინება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში

თუ მამაკაცს მიწერეთ შეტყობინება, არ არის საჭირო კიდევ მისი კოპირება სხვა ქსელებში. მაშინაც კი, თუ ის ხაზზეა. მან უკვე მიიღო თქვენი შეტყობინება. და თუ მაინც არ გპასუხობთ, ესე იგი აქვს ამის მიზეზი. ყველა სოციალურ ქსელში მიწერა, მხოლოდ შეამცირებს მის სურვილს, რომ გიპასუხოთ.

3. არ დაურეკოთ უცხო ნომრიდან

შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი დაურეკოთ უცხო ნომრიდან, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორედ თქვენ არ უნდა რომ გიპასუხოთ. მაგრამ ასეთი სტრატეგია მხოლოდ დაგაშორებთ მას. ნუ ჩავარდებით ასეთ სასოწარკვეთილებაში.

4. არ წახვიდეთ იქ, სადაც შეიძლება ისიც იყოს

მაშინაც კი, თუ იცით სად ატარებს ის საღამოს, არ წახვიდეთ იქ სპეციალურად, მასთან შესახვედრად. მხოლოდ შერცხვებით მის მეგობრებთან, და შესაძლოა ეს თქვენი ბოლო შეხვედრა იყოს.

5. არ მიაყაროთ შეტყობინებები

თუ გაუგზავნეთ ერთი შეტყობინება, და არ გიპასუხად, არ მიწეროთ კიდევ. შეიძლება მან ბოლოსდაბოლოს გიპასუხოთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი საბოლოოდ დაანებოთ. ამიტომ ჯობია აღარ მიწეროთ.

6. არ დაწეროთ ორაზროვანი სტატუსები

რა თქმა უნდა,ბრაზდებით, როდესაც არ გწერთ. მითუმეტეს, თუ ხაზზეა. და იმისათვის, რომ მისი ყურადღება მიიქციოთ, არ დაწეროთ ორაზროვანი სტატუსები. ამით მხოლოდ აჩვენებთ, რომ არასერიოზული და ემოციური გოგონა ხართ.

7. ნუ განიცდით ამის გამო

შეიძლება უამრავი მიზეზი იყოს რატომ არ გპასუხობთ, ამიტომ ნუ იტანჯავთ თავს ამის გამო.

8. ნუ ზიხართ და ნუ ელოდებით

რაღაცით დაკავდით, და მაშინ ყველა უპასუხო შეტყობინება დაგავიწყდებათ.