ქერათმიანები შავთმიანების წინააღმდეგ - ვინ გამოიყურება სინამდვილეში უფრო ახალგაზრდულად
- 19.10.2017

არსებობს ასეთი აზრი, რომ ღია ფერის თმა აახალგაზრდავებს, მუქი ფერის კი - წლოვანებას მატებს. ჩვენ გადავწყვიტეთ შევადაროთ ერთი წლოვანების ცნობილი ადამიანები და გავარკვიოთ, მართლა ასეა თუ არა.
1. კარლა ბრუნი და ნიკოლ კიდმანი - 50 წლის
ნიკოლი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ რადგან ვიცით მისი პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის შესახებ, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კარლას.

2. ჰიზერ გრემი და რეიჩელ ვაისი - 47 წლის
ჰიზერიც, და რეიჩელიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგრამ ჰიზერი მაინც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

3. ჰაიდი კლუმი და ქეით ბეკინსეილი - 45 წლის
ქეითი მშვენივრად გამოიყურება 45 წლის ასაკში, და აქ რთულია გადაწყვეტილება ვინ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მაგრამ უფრო ჰაიდის ვემხრობით.

4. შარლიზ ტერონი და ევა ლონგორია - 42 წლის
მზეთუნახავები! მაგრამ ევა მაინც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

5. სარა მიშელ გელარი და ნატალია ორეირო - 40 წლის
შეიძლება ნატალია საკუთარ წლებზე უფრო ახალგაზრდულად იმიტომ გამოიყურება, რომ ჩვენ ის სულ ახალგაზრდა გვახსოვს?

6. ევა გრინი და ჯესიკა სიმპსონი - 37 წლის
როგორც არ უნდა ატრიალო, ჯესიკა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ევა.

7. კირსტენ დანსტი და ენ ჰეთეუეი - 35 წლის
ენი სულ პატარა გოგოსავით გამოიყურება!

8. ბლეიკ ლაივლი და ეშლი გრინი - 30 წლის
თუ ბლეიკი ასაკს ამართლებს, ეშლიზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით!

შედეგის ანგარიში - 3:5 შავთმიანების სასარგებლოდ.
თემები: სტილი, ტრენდი, ქალები, ვარსკვლავები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია