5 რამ, რაც საძინებლიდან ახლავე უნდა მოაშოროთ, თუ გსურთ,სიმშვიდე მოიპოვოთ
- 24.10.2017
სახლი არის ადგილი, სადაც სიმშვიდე და მყუდრო გარემო უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი, საძინებელს აქვს. არსებობს ისეთი ნივთები, რაც საძინებელში არ უნდა გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მყუდრო გარემოს ვერ შევქმნით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საძინებელს მხოლოდ ძილისა და სექსისთვის უნდა ვიყენებდეთ.
გთავაზობთ ნივთებს, რომლებიც არ უნდა გქონდეთ საძინებელში თუ გსურთ, რომ ის თქვენი დამშვიდებისა და განტვირთვის ადგილი იყოს.
1. ტელვიზორი - მყუდრო გარემოს შესაქმნელად, პირველ რიგში, საძინებლიდან ტელევიზორი უნდა გაიტანოთ. როგორც უკვე ვთქვით, საძინებელი ეს არის ადგილი მშვიდი ძილისა და სექსისთვის და რა საჭიროა იქ ტელევიზორი?! ტელევიზორის ყურაბა მხოლოდ და მხოლოდ ძილისთვის განკუთვნილ დროს წაგართმევთ.
წარმოიდგინეთ, დაღლილი მიდიხართ სახლში, და ნაცვლად იმისა რომ საძინებელში მშვიდად დაიძინოთ, სრულიად გაუცნობიერებლად რთავთ ტელევიზორს და გვიანობამდე უყურებთ. შედეგად, დილით გამოუძინებელი ხართ. ამიტომ ამის თავიდან ასარიდებლად, სჯობს ტელევიზორი გაიტანოთ. საძინებელში ის ნამდვილად არ გჭირდებათ.
2. სამუშაო ნივთები - ზოგიერთი ადამიანი სამსახურის შემდეგ სახლში აგრძელებს მუშაობას და მათი საძინებელი სავსეა ქაღალდებით, სხვადასხვა დოკუმენტებით. რეალურად,მთელი დღე იმუშავეთ ახლა კი, მოხვედით სახლში და დასვენება, განტვირთვა გჭირდებათ. სჯობს, მოაშოროთ ყოველგვარი ისეთი ნივთი საძინებლიდან, რომელიც სამსახურთან გაკავშირებთ, რბილ საწოლზე წამოწვეთ, თვალები დახუჭოთ და განიტვირთოთ.
3. მოაშორეთ ყოველგვარი კომპიუტერი, ტელეფონი - როგორც წესი, ტელეფონი საძინებელში შეგვაქვს და ჩართულს ვტოვებთ. რეალურად ის ყველაზე ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს მშვიდ ძილზე და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. გვიანობამდე ვეღარ ვაღწევთ თავს სოციალურ ქსელებს. შედეგად, ფსიქიკა ინგრევა, გვემატება შფოთვა.
4. წიგნები - ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ საძინებლიდან წიგნებიც მოვაშოროთ. როცა კითხულობთ რაიმე ძალიან საინტერესო წიგნს, საათები ისე გადის, რომ ამას ვერ აცნობიერებთ. ადამიანები ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ წიგნის კითხვაში თავზე დაათენდათ და უკვე სამსახურში უნდა წავიდნენ. ყოველივე მათი შრომის უნარის დაქვეითებას იწვევს. გარდა ამისა,უძილობა სტრესთან, შფოთვასა და დეპრესიასთან ასოცირდება. ასე რომ, სჯობს წიგნი არ შეიტანოთ საძინებელში. იკითხეთ ერთი საათის განმავლობაში და მისაღებ ოთახში დატოვეთ.
5. ცხოველები - ყველას ძალიან უყვარს თავისი შინაური ცხოველი და სურთ, რომ მათთვის მაქსიმალური კომფორტი შექმნან. თუმცა იცოდეთ, რომ პაწაწინა ფისომაც კი თქვენს მშვიდ ძილს შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას. მცირე ხმაურიც კი ,ძილს დაგიფრთხობთ. ასე რომ, ძილის წინ ცხოველებს სჯობს საძინებლის კარი დაუკეტოთ.
თემები: ძილი, ჯანმრთელობა, ქალები, საძინებელი
<a href="http://lifestyle.allwomenstalk.com">http://lifestyle.allwomenstalk.com</a>