LIFE

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

საყვარელ ადამიანთან განშორება კოშმარულ სიზმარს ჰგავს. ალბათ, ასეთ დროს ბევრს გიფიქრიათ და გინატრიათ, რომ ყოფილს სიგიჟემდე მოენატროთ.

გთავაზობთ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ამას შეძლებთ და მას უკან დაიბრუნებთ:

1. თავდაპირველად გაწყვიტეთ ყველანაირი კონტაქტი - შესაძლოა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად გამოგადგებათ. ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ იმ საზოგადოებისგან, სადაც ის ხშირად ჩნდება. თავი აარიდეთ საერთო მეგობრების გარემოში ყოფნა. სცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ დაინტერესდეს თქვენი ახალი ცხოვრებით. არ მისწეროთ, არ დაურეკოთ, არ ეკონტაქტოთ სოციალურ ქსელებში. არც ახალი ფოტოები და პოსტები „დაულაიქოთ“. რამდენიმე კვირა უნდა გაძლოთ ასეთ სიტუაციაში, მალე ნახავთ შედეგს.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

2. იმუშავეთ საკუთარ თავზე - თუ გჭირდებათ იარეთ სპორტდარბაზში, დაკავდით რაიმე ახალი საქმით, წაიკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც თვითრწმენის ხარისხის ამაღლებაში დაგეხმარებათ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარდერობს, გაახლეთ სამოსი, გაიუმჯობესეთ მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა. აჩვენეთ მას, რა კარგი ხართ.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

3. გაერთეთ მეგობრებთან ერთად - ხშირად იარეთ მეგობრებთან ერთად გასართობად. გაატარეთ დრო სასიამოვნოდ. გადაიღეთ ფოტოები და ატვირთეთ სოციალურ ქსელებში ისე, რომ მან ნახოს.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

4. სოციალური ქსელი გამოიყენეთ თქვენს უპირატესობად - აუცილებლად იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ სევდიანი პოსტები არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ. ხშირად ატვირთეთ ახალი ფოტოები. აჩვენეთ, რომ მის გარეშე მშვენივრად ხართ.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

5. სხვა მამაკაცების მიმართაც გამოიჩინეთ ყურადღება - მიეცით საკუთარ თავს უფლება, ისიამოვნოთ სხვა მამაკაცების გვერდით. ნუ იტყვით მათთან მიმოწერაზე უარს. დაკავდით ფლირტით, მაგრამ ძალიან ნუ დაუახლოვდებით, უკან დასახევი გზა დაიტოვეთ, ძალიან შორს ნუ შეტოპავთ. ეს სრულიად უწყინარი ურთიერთობები უნდა იყოს, რომელიც უბრალოდ თქვენს ყოფილს აეჭვიანებს და თქვენთან დაბრუნებას მოანდომებს.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

6. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ დაშორდით - თუ განშორების მიზეზი თქვენ ხართ და ინიციატვაც თქვენ გეკუთვნით, უბრალოდ მიდით და გულწრფელად ესაუბრეთ. მოუხადეთ ბოდიში და შეირიგეთ. ეს შეიძლება უფრო მარტივი იყოს.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

7. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყეთ ისევ კომუნიკაცია - შეგიძლიათ კომენტარი დაუტოვოთ ფოტოზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პირადი ხასიათის კომენტარი. ცოტა უფრო პირადი ხასიათის რომ მისცეთ, შეგიძლიათ გააზიაროთ რაიმე საერთო ფოტო. ამ ყველაფრის შემდეგ ის გადადგამს პირველ ნაბიჯს და მოგწერთ, მაგრამ თუ ასე არ მოიქცა, შეგიძლიათ ეს თავადაც გააკეთოთ. შესაძლოა, მას ძალიან უნდა მოგწეროთ და გესაუბროთ, თუმცა წარსულის წყენა არ აძლევს საშუალებას ასე მოიქცეს.

როგორ ვეცადოთ ყოფილ პარტნიორთან შერიგება?

გარწმუნებთ, ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან დიდია შანსი, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოთ.



<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>